15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

Загрузка...

მშობლებო, რამდენად ხშირად აღმოჩენილხართ ქაოსში, რომელიც თქვენმა მცირეწლოვანმა შვილმა შექმნა? ისინი ყველაფერს აფუჭებენ, ისვრიან, ეშმაკობენ, არღვევენ წესებსა და წესრიგს. როგორ უნდა დავაყენოთ ისინი სწორ გზაზე?

OXOTV-ის რედაქციამ შეაგროვა მნიშვნელოვანი და სახალისო რჩევები მშობლებისგან, რომლებიც ციტატების სახით ამოვწერეთ სოციალური ქსელებიდან. დაღლილმა დედებმა და მამებმა გამოავლინეს მათი გამომგონებლური ნიჭი ბავშვზე ზეგავლენის მოსახდენად. ამ ხერხებმა ბავშვის აღზრდის პროცესი გაცილებით ეფექტური გახადა. შესაძლოა, თქვენც გამოგადგეთ:

"ჩემი შვილი დავარწმუნე, რომ ვერ ვიტან მტვერსასრუტის ხმას. ახლა იგი მტვერსასრუტით ასუფთავებს სახლს, როცა ჩემზე ბრაზობს"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"გირჩევთ, თქვენს შვილს სთხოვოთ დალაგებაში დახმარება. მართალია, არ დაგეხმარებათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ის მხედველობის ზონიდან სინათლის სისწრაფით გაქრება და მოგცემთ საშუალებას სიჩუმით დატკბეთ ისე, რომ ამაზე არც კი იფიქრებს"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"თუ არ იცით, სად დაიმალა ბავშვი, გამორთეთ Wi-Fi და ის თქვენთან 2 წუთში მოირბენს"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"არასდროს, გახსოვდეთ, არასდროს შეხედოთ აღფრთოვანებული სახით ბავშვს, რომელიც ძილს აპირებს. ის მიხვდება თქვენს სიხარულს და მისიას გააუქმებს"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"აქციეთ მოსაწყენი საქმეები შეჯიბრებად. ჩემმა 4 წლის ვაჟმა 50 წამში ჩაიცვა, მას მოგება უნდოდა"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"ხრიკი მშობლებისთვის: თუ სამსახურიდან დაღლილი მოხვედი და ვერ იპოვე ბავშვები, გამოიყენე შესაძლებლობა - ჭამე ყველაფერი, რისი გაყოფაც არ გსურს"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"დადგით მაგიდაზე ბოსტნეულით სავსე თეფში და ბავშვები მას უსიტყვოდ შეჭამენ. სთხოვეთ მათ ბოსტნეულის ჭამა და თქვენ მოისმენთ პროტესტის კივილ-წივილს"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"ჩვენ მდიდრულად ვცხოვრობთ - კრეკერებს ვჭამთ" - თქვა ჩემმა შვილმა. დასკვნა: არ გადააჭარბოთ მოლოდინებს და ყველაფერი კარგად იქნება.
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

-ძილის დროა!
-მე არ დავღლილვარ..
-მაშინ კბილები გაიხეხე!
-ოჰ, ძალიან დაღლილი ვარ.
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"ხანდახან ჩემი ქალიშვილების ოთახს ჩავუვლი და ვხედავ, რომ მათ ყურსასმენები უკეთიათ და არაფერს უსმენენ. თურმე, მათ ჰგონიათ რომ მე მათი არ მესმის.. ბევრი რამ გავიგე!"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"როგორ უნდა აიძულოთ ბავშვს ითამაშოს ახალი სათამაშოებით, რომლებმაც მათ ტვალში მიმზიდველობა დაკარგა? უბრალოდ ჩაყარეთ ისინი ყუთში, რომელიც ქველმოქმედებისთვისაა განკუთვნილი და დადგით კართან."
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"როცა ჩემი ბიჭი კივის, ვაძლევ ყველაფერს, რასაც ვხედავ, რათა რამით მაინც დაინტერესდეს. ახლა იგი ჩემი ჰალსტუხით თამაშობს, სამაგიეროდ, წყნარადაა"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"ჩემს პატარა ქალიშვილს ვუთხარი, რომ YouTube-ის მულტფილმები სხვა ბავშვებსაც უნდა აჩვენოს. ახლა მე აღარ მიწევს ერთი და იმავე მულტფილმის უთვალავჯერ ნახვა"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"ატარე ჩანთით M&M’s-ი. ყოველ დრაჟეზე შვილი სურვილებს შეგისრულებთ და მთელი დღე დაგიჯერებთ"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

"როცა ბავშვი გთავაზობთ ვარცხნილობის გაკეთებას, შემდეგ კი ხელში ჩუპა-ჩუპსით ჩნდება, გაიქეცით!"
15 საუკეთესო ეშმაკობა მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის

თქვენ რა ეშმაკობებს იყენებთ შვილების გასაცურებლად? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: