6 შეკითხვა, რომლების მეშვეობითაც დაადგენთ, ბრძენი ადამიანი ხართ თუ არა

Загрузка...

თითოეულს სიტყვა „ბრძენი“ თავისებურად ესმის. ზოგისთვის ეს გახლავთ უმაღლესი მატემატიკის ამოცანების ამოხსნის ნიჭი, ზოგისთვისაც - ცხოვრებისადმი ფილოსოფიური დამოკიდებულება.

ამერიკელი მეცნიერი დილიპ ჯესტე დარწმუნებულია, რომ ადამიანის სიბრძნე 6 მტკიცებულებით განისაზღვრება. ჯესტემ და მისმა კალიფორნიელმა კოლეგებმა შეიმუშავეს სიბრძნის სპეციალური შკალა, რომელიც ამ ცნებას შემდეგი თვისებების თავსებადობად განსაზღვრავს და მათ დღეს OxoTv-ს რედაქცია წარმოგიდგენთ:
  • პრაქტიკულობა
  • რჩევის მიცემის უნარი
  • თვითშეგნება
  • სხვა ადამიანების მიღების უნარი
  • ემოციების გაკონტროლების უნარი
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი


კითხვარი, რომელიც 24 ნაწილისგან შედგება, Journal of Psychiatric Research-ში დაიბეჭდა და მასში სიბრძნის ცნება განისაზღვრება ამ სიტყვის უკანასკნელი ინტერპრეტაციის ნეირომეცნიერების მიერ.

კვლევაში 25-დან 104 წლამდე ასაკის 524-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კანდიდატები უნდა დათანხმებულიყვნენ ან უარყოფა მოეხდინათ რიგ მტკიცებულებებზე, მაგალითად: „მე ვერ ვუმკლავდები ნეგატიურ ემოციებს“ ან „მე მიჭირს ვინმესთან დიდხანს მეგობრობა“.
რაც უფრო მეტი იყო მიღებული ქულა, მით უფრო ბრძენია მონაწილე.

და ჩვენ თავად შეგვიძლია ეს კვლევა ჩავატაროთ. ამისათვის ყოველი მოცემული მტკიცებულება შეაფასეთ 1-5 ქულით.

  1. მე მომწონს სხვადასხვა შეხედულებებთან საქმის დაჭერა.
  2. მიჭირს ვინმესთან ხანგრძლივად მეგობრობა.
  3. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქმედების ახსნა.
  4. ვერ ვფილტრავ ჩემს ცუდ ემოციებს.
  5. მახასიათებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების გადადება.
  6. გარშემომყოფები მომმართავენ, რათა დავეხმარო არჩევანის გაკეთებაში.


შეკრიბეთ მიღებული შედეგები. შემდეგ გამოაკელით ჯამს მე-2, მე-4 და მე05 კითხვების ქულები.

ნუ მიღებული შედეგი 10-ის ტოლი ან მეტია, გილოცავთ! თამამად შეიძლება ბრძენი ადამიანი გეწოდოთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: