დედას უცხო ადამიანისთვის კარის გაღების შეეშინდა. მაგრამ როდესაც მან სათვალთვალო კამერა შეამოწმა, უმალვე გააღო

Загрузка...

მშობლები შვილებს ასწავლიან, რომ უცხოებს კარი არ უნდა გაუღონ, როდესაც შინ მარტო რჩებიან. მელისა ვანგი კი ზრდასრულია, მაგრამ ეს წესი მანაც დაიცვა.

ქალი შინ 2 შვილთან ერთად იმყოფებოდა, როცა კარის ზარის ხმა გაისმა. ის არ აპირებდა გაღებას, მაგრამ კართან სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული, ამიტომ ქალმა უმალვე შეამოწმა ჩანაწერი მას მერე, რაც უცნობი წავიდა.

ვიდეომ ძალიან გააკვირვა: კადრში მოზარდი ჩანდა, რომელსაც არაფერი ცუდი არ ჰქონდა განზრახული.

18 წლის ტაილერ ოფდიკი მეზობლად სეირნობდა და ბიძამისის ბიზნესის სარეკლამო ბუკლეტებს არიგებდა. ერთ მომენტში მან საფულე შენიშნა, რომელიც მელისას სადარბაზოს ბიკილთან ეგდო. აიღო, მიუახლოვდა ქალის სახლს და ზარი დარეკა. ბიჭს ბავშვების ხმა ესმოდა, მაგრამ პასუხის დალოდების გარეშე შესასვლელთან კამერა იპოვა და დაანახა აღმოჩენა. შემდეგ დატოვა კართან და წავიდა.

საფულე მელისას ქმარს დაუვარდა, როდესაც მანქანაში ჯდებოდა. მასში 1500 დოლარი იდო.

რამდენიმე ხნის შემდეგ ბიჭი სახლთანდ აბრუნდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ საფულე არავინ მოიპარა და მფლობელს დაუბრუნდა. ზუსტად ამ მომენტში მელისა შვილებთან ერთად გამოვიდა და მადლობა გადაუხადა მას.

მომხდარს შემდეგ ტაილერმა განაცხადა: „უბრალოდ, იმაზე ვიფიქრე, თუ რას მოვისურვებდი, მე რომ დამეკარგა საფულე. შემდეგ სახლზე ვიფიქრე. ოჯახზე დავფიქრდი, რომელიც იქ ცხოვრობდა. ეკლესიაში ვარ აღზრდილი და უბრალოდ ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი არ არის“.

მელისა ვანგმა განაცხადა, რომ სიკეთის მსგავსი გამოვლინება ნამდვილი სიურპრიზი იყო მსითვის.

ამ ბიჭის საქციელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენს სამყაროში კიდევ არიან კეთლი ადამიანები!

მკითხველთა შთაბეჭდილებები