რა ემართება თქვენს სხეულს, როდესაც შაქარს მიირთმევთ: საინტერესო ფაქტები.

Загрузка...

შაქარი ერთ-ერთი ტკბილ ნივთიერებაა, რომლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ორგანიზმს უამრავი პრობლემა გაუჩინოს. იგი ადამიანის ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. გაინტერესებთ რისი წარმოქმნა შეუძლია მას? ამ სტატიაში OXOTV-ის რედაქცია შაქრის 8 აქამდე უცნობ 8 ფაქტს წარმოგიდგენთ.

  1. ტვინის აქტივობის ვარდნა.

    ბოლო დროს ცხოველებზე ჩატარებული კვლევების თანახმად, ფრუქტოზა უაროფითად მოქმედებს თავის ტვინის ცენტრზე, რაც თქვენ პროდუქტიულობასა და მეხსიერებაზე ცუდად აისახება.

  2. მადის მომატება.

    სწავლულების თქმით, ფრუქტოზა მადაზეს მოქმედებს, ამიტომ ვერც ერთი კანფეტი ან ტკბილეული თქვენ ვერასოდეს დაგანაყრებთ.

  3. კანის დაბერება.

    როგორც აღმოჩნდა შაქარი კოლაგენის გამომუშავებას უშლის ხელს. მოგეხსენებათ, სწორედ ეს ნივთიერება განაპირობებს კანის ეასტიურობას, ხოლო მიის დეფიციტი თქვენ ნაადრევად დაბერების გზას გაგიყენებთ.

  4. ჭარბი წონა.

    დიახ, ღვიძლს შაქრის ენერგიად გარდაქმნა შეუძლია, ხოლო ფრუქტოზა, რომელიც ამ პროცესის შემდეგ რჩება, ცხიმად გარდაიქმნება, ამასთან ტკბილეულს 2 ტიპის დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების წარმოქმნა ძალუძს.

  5. ორგანიზმის უჯრედები თავს არასახარბიელოდ გრძნობს.

    ფრუქტოზას უარყოფითი ზეგავლენა უჯრედებში ჟანგვა-აღდგენის პროცესზეც აქვს. ამ მიზეზის გამო პროტეინები, ქსოვილები და ორგანოები ზიანდება, ამასთან ამან შესაძლოა გულის დაავადებები, თირკმლის პრობლემები, კატარაქტა და სხვა მრავალი რამ გამოიწვიოს.

  6. ტკბილზე დამოკიდებულება.

    მეცნიერების თქმით, შაქრის მიღება დოპამინის გამომუშავებას განაპირობებს, რაც თავის მხრივ ბედნიერების ჰორმონია და ადამიანს ტკბილზე დამოკიდებულს ხდის. ასეთ დროს პირს სულ უფრო მეტი ტკბილეული უნდა და რაც შეიძლება ხშირად.

  7. სტრესის გაღვივება.

    სტრესული სიტუაციების დროს ტკბილის მიღება კარგი გადაწყვეტილება ნამდვილად არ გახლავთ. მან შესაძლოა დროებით მოგიხსნათ დაძაბულობა, რასაც სტრესის ჰორმონ კორტიზოლის შემცირებით მოახერხებს, თუმცა მისი ხშირად მიღებით თქვენ იმუნოუკუქმედების რისკს ზრდით. ამის გამო ორგანიზმის უჯრედებზე ინსულინი ვეღარ იმოქმედებს, ეს კი სხეულში შინაგან სტრესს განავითარებს.

  8. ენერგია უცებ ვიკრებთ და შემდეგ მალევე ვკარგავთ.

    სუფთა ნახშირწყლები, რომელთაც ცომეული მაკარონი და კარტოფილი შეიცავს, ადამიანს მხოლოდ დროებით ხდის ენერგიულს. თქვენ შესაძლოა უცებ იგრძნოთ ენერგია, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ღონე კვლავ არ გქონდეთ. ამ მიზეზის გათვალისწინებით უმჯობესია არჩევანი ცილებზე გააკეთოთ. ისინი თქვენ სისხლში შაქრის დონეს დაგირეგულირებთ და ფიზიკურად აქტიურს უფრო მეტი ხნით გაგხდით. მიირთვით ბერძნული იოგურტი, ცოცხალი ხილი ან ცილებით მდიდარი სხვა პროდუქტები. ისინი სასარგებლოა.

    OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: