"ისინი ნამდვილია!" - როგორ უნდა გავარჩიოთ ყალბი და ორიგინალი პროდუქცია

Загрузка...

ტრენდულ ნივთებს ისე ოსტატურად აყალბებენ, რომ ხანდახან ვიბნევით - რომელია ორიგინალი და რომელი - ყალბი. თუმცა, ყოველთვის არსებობს მინიმალური "სამხილი" მაინც. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რა ეძებოთ!

ჩანთის, ბოტასებისა და სუნამოების ყიდვისას ყველაზე ხშირად ვტყუვდებით. OXOTV-ის რედაქცია დღეს სწორედ მათ გარჩევას გასწავლით!

ჩანთები
"ისინი ნამდვილია!" - როგორ უნდა გავარჩიოთ ყალბი და ორიგინალი პროდუქცია

  • ბრენდული ჩანთები არ იყიდება სიმბოლურ ფასად. ინტერნეტში ჩანთებზე 50%-მდე ფასდაკლებას შეხვდებით, თუმცა მხოლოდ მომწოდებლის საიტს უნდა ენდოთ, რადგან მულტიბრენდული საიტი გაგაბრიყვებთ;
  • არასწორი ნაკერები და გამოყრილიო ძაფები უპატიებელი არ არის, თუმცა, არა დიზაინერულ ჩანთებზე! თითოეულ მოდელს ამოწმებენ და ამის შემდეგ დებენ ვიტრინაში. "ეს ქარხნული წუნია" - გეტყვით კონსულტანტი. არ დაუჯეროთ მას!
  • მოდის სახლები მოქლონებსა და საკეტებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. საკეტები, ხშირად, განსაკუთრებული არ არის, თუმცა, მოქლონებზე ლოგოტიპებს მკვეთრი ხაზებით გამოხატავენ;
  • ჩანთის ხარისხზე მის კუთხეებში ტყავის დამუშავების ხარისხიც მიუთითებს. ყალბ ჩანთებში რეზინით ავსებენ, ხოლო ორიგინალს მჟავით, რომელიც ლაქის ფენას მოგვაგონებს;
  • დიზაინერები იშვიათად იყენებენ უხეშ მატერიალებს. ისინი უპირატესობას რბილ ქსოვილებს ანიჭებენ, რათა მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს;
  • ჩინელებმა ბევრი რამ იციან, თუმცა ლათინურ ანბანთან პრობლემები აქვთ. GUCCL GUCCI-ს ნაცვლად საკმარისია იმისთვის, რომ გაიცინოთ და მაღაზიიდან წახვიდეთ;
  • ფირმული ნივთები არ იყიდება ცელოფნის შეფუთვებში. მას უნდა ახლდეს ყუთი, პასპორტი, ბუკლეტი და სამტვრე;
  • სერიული ნომერი - მნიშვნელოვანი დეტალი. მას აკერებენ ჩანთის შიდა და გარე მხარეებზე. ისინი უნდა ემთხვეოდეს და შედგებოდეს ციფრებისა და ასობგერებისგან. თუ მხოლოდ ციფრებია - ხელში ყალბი ნივთი გიჭირავთ.
სუნამო
"ისინი ნამდვილია!" - როგორ უნდა გავარჩიოთ ყალბი და ორიგინალი პროდუქცია

  • მიმოხილვა ცელოფნის შეფუთვით უნდა დაიწყოთ. მწარმოებლები წებოს ნაცვლად თერმომეთოდს იყენებენ: ნაწიბურები იდეალურად თანასწორია. ყუთს კი შტამპი უნდა ამშვენებდეს;
  • შტრიხ-კოდმაც შეიძლება გასცეს სიყალბე. ფრანგულ სუნამოს არ ასხამენ ჩინეთში ან ინდოეთში. ნამდვილ არომატს დააწერენ “Made in France” და არა გამოუცნობ “Moscow-Paris-Milan”-ს;
  • როგორც ჩანთებს, ასევე სუნამოსაც აქვს სერიული ნომერი. იგი ფლაკონის ფსკერზე თხელ, გამჭვირვალე ცელოფანზე უნდა იყოს. იქ რამდენიმე ციფრი ან ასობგერები და ციფრები უნდა იყოს. ასეთივე კომბინაცია უნდა იყოს მუყაოს შეფუთვაზეც;
  • ყუთის შიგნით უნდა იყოს სპეციალური პლასტმასები, რომლებიც არ მისცემს ყუთს ყანყალის საშუალებას. ამ "ნიუანსზე" მწარმოებლები ძუნწობენ - შეანჯღრიეთ ყუთი და მაშინვე იგრძნობთ სიყალბეს;
  • ორიგინალი მწარმოებლები აუცილებლად აწერენ სუნამოს შემადგენლობას, ჩამოსხმის თარიღსა და შენახვის ვადას;
  • და, საბოლოოდ - ფასი. თუმცა, ეს არც ისე სანდო ნიშანია, რადგან ნებისმიერ "წყალზე" შეუძლიათ ცეცხლის ფასის დადება. თუმცა, აქცია - "აიღეთ სამი ორის ფასად" - ცოტა არ იყოს საეჭვოა;
ბოტასები
"ისინი ნამდვილია!" - როგორ უნდა გავარჩიოთ ყალბი და ორიგინალი პროდუქცია

  • ბოტასები იყიდება სპეციალური ყუთებით, რომლებსაც ნივთის ნომერსა და ზომას აწებებენ. იაფფასიანი და მსუბუქი მუყაო, არეული ასოები, მოხრილი შრიფტი - ყველაფერი ეს გასცემს ყალბ ნივთს;
  • ბოტასებსაც აქვს უნიკალური სერიული ნომერი, რომელიც მითითებულია ფეხსაცმლის ენაზე. ნომერი უნდა ემთხვეოდეს ყუთზე მიწებებულ იარლიყზე დაბეჭდილ ნომერს;
  • ხშირად, ყალბი მწარმოებლები იყენებენ იმ ფერებსა და პრინტებს, რომლებიც ბრენდს არასდროს გამოუყენებია. აუცილებლად შეამოწმეთ, არის თუ არა მოდელი ოფიციალურ საიტზე;
  • ყალბ ფეხსაცმელს შესაძლოა უთანასწორო ან დაუსრულებელი ნაკერი ჰქონდეს, ხოლო წებო გვერდებიდან გადმოსდიოდეს;
  • მატერიალი უნდა ემთხვეოდეს იმას, რაც მითითებულია ოფიციალურ საიტზე. თუ იქ ზამში წერია, ხოლო თქვენ წინაშე კაუჩუკია, უნდა დაფიქრდეთ!
  • არც ერთი ბრენდი არ დააწერს თავის სახელს ნივთს უსწორმასწოროდ ან ირიბად!
  • ფეხსაცმლის სუნი მისი სიყალბის ნიშანია, რადგანაც მის დასამზადებლად იაფფასიანი და უხარისხო მატერიალი გამოიყენეს;
  • თუ ბოტასები ძალიან იაფად იყიდება, ორჯერ შეამოწმეთ მითითებული პუნქტები. ფასდაკლებების დროს მხოლოდ ოფიციალურ საიტებსა და იმ მაღაზიებს უნდა ენდოთ, რომლებმაც დიდი ხნის წინ დაიმსახურეს კარგი სახელი.
ეს ყველაფერი არ არის
  • შოპინგის დაწყებამდე შეისწავლეთ ოფიციალურ საიტზე არსებული მოდელები. უკეთესი იქნება, თუ ფოტოებს ტელეფონში გადმოიწერთ;
  • ამ საიტზევე დაადგინეთ გაყიდვების ავტორიზებული წერტილები;
  • არ შეგრცხვეთ კონსულტატისთვის ხარისხის სერთიფიკატის მოთხოვნა.
ახლა თქვენ მზად ხართ! წარმატებულ შოპინგს გისურვებთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: