მუდმივი დაღლილობის 11 სამედიცინო მიზეზი

Загрузка...

პერიოდულად ყველა ჩვენთაგანს აწუხებს მუდმივი დაღლილობა. მისი მთავარი სიმპტომი ყველასათვის ცნობილია - უკვე დილიდანვე არ გაქვს არაფრის კეთების სურვილი. სიმპტომებს ასევე მიეკუთვნება უძილობა, გაჭიზიანება, ნეგატიური განწყობა, გულმავიწყობა, ვირუსული დაავადებები და იმუნიტეტის დაქვეითება.

მუდმივი დაღლილობის 11 სამედიცინო მიზეზი

ამ სიმპტომებთან ერთად, არსებობს სამედიცინო ახსნაც. OxoTv-ს რედაქცია წარმოგიდგენთ: მუდმივი დაღლილობის 11 სამედიცინო ახსნა.

ანემია
ანემია, ან ჟანგბადის უკმარისობა - პირველი ნიშანია, რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება. ამ მდგომარეობას ახლავს მუდმივი დაღლილობის ყველა სიმპტომი, რომელსაც ემატება თავბრუსხვევა და სიცივის შეგრძნება. ანემიას რკინის უკმარისობა იწვევს და ამ შემთვევაშ უნდა გადაიხედოს კვების რაციონი.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
ჰიპოტირეოზი, ან ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტივობა, რომელსაც ახლავს პერმანენტული დაღლილობა, კანის სიმშრალე, ძალების გამოცლა. ამ პრობლემას ენდოკრინული ხასიათი აქვს და საჭიროებს სასწრაფო მედიკამენტოზურ კორექტირებას.

დიაბეტი
სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს ქსოვილებსა და უჯრედებში ჟანგბადის მიწოდების შეფერხებას. ამასთან, ორგანიზმს არასაკმარისი ენერგია მიეწოდება. ამ მდგომარეობის გამოსწორება სპეციალურად შემუშავებული კვების რეჟიმით არის შესაძლებელი.

დეპრესია
მუდმივი დაღლილობის 11 სამედიცინო მიზეზი
უძილობა, შფოთვა, ძალების გამოცლა, აპათია - დეპრესიის მუდმივი თანმდევია. თუ სტრესი დროებითია, ორგანიზმი მას უმკლავდება. პერმანენტულ დეპრესიულ მდგომარეობას თავის ტვილის სქრინინგი გამოავლენს.

ფსიქიკური აშლილობა

როგორც წესი, ამ ხასიათის დაავადების დიაგნოსტირება დაგვიანებით ხდება, რადგან პაციენტები მიიჩნევენ, რომ სრულიად ჯანმრთელები არიან. ამასთან, ემოციურ დონეზე აქტიურობა გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე სხვა ადამიანებს. ისინი უფრო მწვავედ განიცდიან, აწუხებთ ხასიათის ხშირი ცვალებადობა, პანიკური შეტევები, რაც ფსიქოლოგიურ გადაღლილობას იწვევს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დისფუნქცია

მავნე საკვების მოხმარება იწვევს ნაწლავური ქსოვილების დაზიანებას. შედეგად. პროდუქტები, რომლებიც ბუნებრივი გზით უნდა გამოდიოდნენ ორგანიზმიდან, ხვდება სისხლში და აბინძურებს მას. ქრონიკულ დაღლილობას ემატება ზედმეტი კილოგრამები, ალერგია საკვებზე, გონების დროებითი დაბინდვა. ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

თირკმლისზედა ჯირკვლის პრობლემები
თირკმლისზედა ჯირკვლის დისფუნქციის გამოვლენა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევებით შეიძლება, თუმცა ბოლო დროს მის მიმართებაში ხშირად გამოიყენება ტერმინი - დაღლილობა. ეს მდგომარეობა - ჰორმონალური აშლილობის შედეგია, რასაც ცუდი კვება, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, პრობლემები ოჯახში ან სამსაურში, ალკოჰოლი იწვევს.

ვისურული დაავადებები
ნებისმიერი ორგანოს ინფექციური დაავადება მუდმივ დაღლილობას უკავშირდება. საუბარია სერიოზულ პრობლემებზე, როგორებიცაა მონოკულიოზი ან ლაიმის დაავადება, მაგრამ ნებისმიერი ანთებითი პროცესი იწვევს ენერგიის გამოცლას.

ქრონიკული პათოლოგიები
მუდმივი დაღლილობის 11 სამედიცინო მიზეზი
ნებისმიერი ორგანოს ან სისტემის ქრონიკული დაავადებები ხელს უწყობს მათ უფრო სწრაფ ცვეთას. მიკროორგანიზმების ზემოქმედება და მუდმივი რეციდივები კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას და ადამიანის ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებს აქვეითებს.

ღამის აპნოე
აპნოე, რომელიც ხვრინვით ვლინდება, ასევე იწვევს დაღლილობას. ძლის დროს ორგანიზმი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს და არ შეუძლია ნორმალურად აღდგენა სიმშვიდის დროს. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან.

გულის უკმარისობა
ამ პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლებლობების ზღვარზე მომუშავე გული ვერ უმკლავდება თავის პირდაპირ ფუნქციებს. ის ორგანიზმს აიძულებს „გადააგზავნოს“ სისხლის საჭირო რაოდენობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში, ამით „ართმევს“ მას კუნთებს - აი პერმანენტული სისუსტის მიზეზი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები