ზომას მნიშვნელობა აქვს: 7 plus-size მოდელი მამაკაცი, რომლებიც ახლახან შეიჭრნენ მოდის ინდუსტრიაში

Загрузка...

ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს ბოდიპოზიტივის მოძრაობა, ამიტომაც მოდის ინდუსტრია გაცილებით ლოიალური გახდა არასტანდარტული ფორმების მქონე მოდელების მიმართ. ჟურნალის ყდებსა თუ ბილბორდებზე სულ უფრო ხშირად გვხვდებიან plus-size მოდელები.

და მაინც, მამაკაცები ამ სფეროში უფრო ნაკლებად გვხვდებიან, ვიდრე ქალები. შეიძლება ითქვას, მამაკაცებს ამ თვალსაზრისით აიგნორებენ. თუმცა, სულ ახლახან, ყველაზე პოპულარულმა მოდის სახლმა “IMG” გახსნა ახალი მიმართულება სწორედ იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც მოდის ინდუსტრიის სტანდარტებისგან ძალიან შორს არიან.
OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 7 მამაკაცს, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ შეაღწიეს სამოდელო კარიერაში.

  1. ზაკ მიკო
    ზომას მნიშვნელობა აქვს: 7 plus-size მოდელი მამაკაცი, რომლებიც ახლახან შეიჭრნენ მოდის ინდუსტრიაში

    ზაკ მიკო plus-size კატეგორიაში პირველი მამაკაცია. მანამდე იგი ბარმენად მუშაობდა და რამდენჯერმე ფილმშიც უთამაშია მცირე როლი. იგი ამბობს, რომ აქამდე კომპლექსი ჰქონდა საკუთარი გარეგნობის გამო, ახლა კი, მოდელად მუშაობამ მას თავდაჯერებულობა შემატა.

  2. დექსტერ მეიფილდი
    ზომას მნიშვნელობა აქვს: 7 plus-size მოდელი მამაკაცი, რომლებიც ახლახან შეიჭრნენ მოდის ინდუსტრიაში

    Los Angeles Fashion Week-ის დეფილედან დექსტერის ვიდეომ მილიონობით ნახვა და თვით სტეფანო გაბანასგან გაზიარებაც მოიპოვა. ამის შემდეგ დექსტერმა უამრავ საცეკვაო ვიდეოსა და კლიპში მიიღო მონაწილეობა.

  3. ბრეტ მორზი
    ზომას მნიშვნელობა აქვს: 7 plus-size მოდელი მამაკაცი, რომლებიც ახლახან შეიჭრნენ მოდის ინდუსტრიაში

    მიუხედავად იმისა, რომ ბრეტი პროფესიონალი სპორტსმენია, მისი შესაფერისი ტანსაცმლის პოვნა მაინც ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, იგი ბრიტანულმა სამოდელო კომპანიამ მიიწვია და უკვე მიიღო სხვადასხვა ბრენდებისთვის ფოტოსესიებში მონაწილეობა.

  4. კელვინ დევიზი
    ზომას მნიშვნელობა აქვს: 7 plus-size მოდელი მამაკაცი, რომლებიც ახლახან შეიჭრნენ მოდის ინდუსტრიაში

    პროფესიონალური სამოდელო კარიერის დაწყებამდე კელვინს საკუთარი ბლოგი ჰქონდა, სადაც სტილის შესახებ რჩევებს აძლევდა მიმდევრებს. საკუთარ მაგალითზე მან დაამტკიცა, რომ თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, ეს არ არის სახლში გამოკეტვის საბაბი - გამოიყენეთ იგი მსოფლიოსთვის საკუთარი ინდივიდუალურობის საჩვენებლად.

  5. ალექს ფრენკელი
    ზომას მნიშვნელობა აქვს: 7 plus-size მოდელი მამაკაცი, რომლებიც ახლახან შეიჭრნენ მოდის ინდუსტრიაში

    ალექსი თვლის, რომ მისი მთავარი მიზანი ბოდიპოზიტივის მასობრივი გავრცელებაა.

  6. კრისტიან პერისი
    ზომას მნიშვნელობა აქვს: 7 plus-size მოდელი მამაკაცი, რომლებიც ახლახან შეიჭრნენ მოდის ინდუსტრიაში

    კრისტიანმა საკუთარ მაგალითზე გვაჩვენა, რომ პატარა ღიპის ქონა ხელს არ უშლის წარმატებულ სამოდელო კარიერას.

  7. ნემარ პარჩმენტი
    ზომას მნიშვნელობა აქვს: 7 plus-size მოდელი მამაკაცი, რომლებიც ახლახან შეიჭრნენ მოდის ინდუსტრიაში
ნემარი ტანსაცმლის კატალოგების ფოტოსესიებში მონაწილეობს და ჯერ ახლა იწყებს პოპულარობის დაგროვებას.

როგორც ხედავთ, მამაკაცები, რომლებიც XXL ზომას ატარებენ, მიმზიდველები და ლამაზები არიან. მთავარია, მიიღოთ საკუთარი ფიგურა და გარეგნობა ისეთად, როგორიც არის!

მკითხველთა შთაბეჭდილებები