6 მოდური შარფი, რომელიც ნებისმიერ შემოდგომას მოუხდება.

Загрузка...

შარფი-აუცილებელი აქსესუარი ყველგან და ყოველთვის. მას მამაკაცები ისევე ხმარობენ, როგორც ქალბატონები. იგი დროსთან ერთად უფრო ღრმად იდგამს ფესვს მოდის სფეროში და დღეს ძალიან მოთხოვნადი გახლავთ. წარმოგიდგენიათ მის გარეშე შემოდგომა ან ზამთარი? OXOTV-ის რედაქცია ვერანაირად წარმოუდგენია და გთავაზობთ ზაფხულის მოდური შარფების 6 ტიპს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

  1. დალიანდაგებული შარფი.

    6 მოდური შარფი, რომელიც ნებისმიერ შემოდგომას მოუხდება.

    ნამდვილად საიმედო ვარიანტია. ასეთი შარფი კარგად დაიცავს თქვენს კისერს სუსხისა და სიცივისგან, ამასთან პალტოზე უშნოდ არ გამოჩნდება, პირიქით უფრო მდიდრულ იერს მოგანიჭებთ.

  2. ბეწვიანი შარფი.

    6 მოდური შარფი, რომელიც ნებისმიერ შემოდგომას მოუხდება.

    ეს ვარიანტი მოდის ნამდვილი მიმდევრებისთვის გახლავთ. თუკი არ ხართ ექსპერიმენტატორი და არ გიყვართ ეს, ნუ შეიძენთ მსგავს შარფს. მთავარია, მასში თავი კომფორტულად იგრძნოთ. ბეწვიანი შარფი იდეალურად მოუხდება ზამთრის პალტოს, დაიმახსოვრეთ ეს.

  3. ფოჩებიანი შარფი.

    6 მოდური შარფი, რომელიც ნებისმიერ შემოდგომას მოუხდება.

    ეს უნივერსალური და ხელმისაწყვდომი ვარიანტია. მისი პოვნა, როგორც ჩვეულებრივ, ისე ბრენდის მაღაზიაში შეგიძლაით. იგი ზამთრის ნებისმიერ მოსახურსა, თუ სამოსს უხდება.

  4. გრძელი შარფი.

    6 მოდური შარფი, რომელიც ნებისმიერ შემოდგომას მოუხდება.

    გრძელი შარფი ძალიან პოპულარულაი მოდის ინდუსტრიაში, ამასთან იგი უნივერსალურიც გახლავთ. მისი მორგებისას ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ მისი სიგრძე თავადა რეგულიროთ და იმდენჯერ მოიხვიოთ, რამდენჯერაც გაწყობთ. გაითვალისწინეთ, რომ გრძელ პალტოებზე იგი განსაკუტრებულად მოდურია.

  5. ნაბეჭდი შარფი.

    6 მოდური შარფი, რომელიც ნებისმიერ შემოდგომას მოუხდება.

    ეს კარგი ვარიანტია, თუმცა მხოლოდ შემოდგომისთვის და არა ზამთრისთვის. საქმე იმაშია, რომ ისინი ძალიან თხელი ქსოვილისგანაა და ზამთარში ძნელად თუ დაგიცავთ. თუკი მისი გაკეთება ოქტომბერში გადაწყვიტეთ, სწორი არჩევანი გაგიკეთებიათ.

  6. შარფი პირსახოცი.

    6 მოდური შარფი, რომელიც ნებისმიერ შემოდგომას მოუხდება.

    აი, ეს შარფი თამამად შეგიძლიათ ქუდადაც გამოიყენოთ. მას ის გამოარჩევს, რომ შარფთან ერთად მოსასხამიცაა. სუსხიან ზამთარში იგი იდეალურ პარტნიორობას გაგიწევთ.

    ეცადეთ ისეთ შარფზე გააკეთოთ არჩევანი, რომელიც თქვენც მოგიხდებათ და თქვენს სამოსსაც. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პირველ რიგში, მისი კომფორტულობაა მთავარი, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: