დიზაინერები მოგვითხრობენ 5 ტიპიური შეცდომის შესახებ ინტერიერის გაფორმებაში

Загрузка...

ჩვენს საცხოვრებელში, რა თქმა უნდა, გვსურს მაქსიმალური კომფორტი და სიმყუდროვე შევქმნათ, ამიტომ ვცდილობთ, ყველაფერი ჩვენი გემოვნებით მოვაწყოთ. მიუხედავად ამისა, ბევრი უშვებს გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც პირიქით, აფუჭებს ინტერიერს. რა თქმა უნდა, ყველას თავისი მოსაზრება აქვს, თუ როგორ შექმნას ჰარმონია სახლში. OxoTv-ს რედაქცია გირჩევთ: ეცადეთ, ერიდოთ მსგავს შეცდომებს ინტერიერის დაგეგმვისას.

შეუსაბამო ზომის ხალიჩა
დიზაინერები მოგვითხრობენ 5 ტიპიური შეცდომის შესახებ ინტერიერის გაფორმებაში
ოთახის სივრცეში (მაგალითად მისაღებში) ხალიჩა დიდი ზომის უნდა იყოს, რათა მასზე ავეჯი ნაწილობრივ მაინც დაეტიოს. საძინებელში ის საწოლის პერპენდიკულარულად უნდა იყოს დაფენილი და მის საზღვრებს დაახლოებით ნახევარი მეტრით სცდებოდეს ყოველი მხრიდან.

უწესრიგობა კარადაში
დიზაინერები მოგვითხრობენ 5 ტიპიური შეცდომის შესახებ ინტერიერის გაფორმებაში
თუ ღია თაროებიანი კარადა გაქვთ, ეცადეთ მოიყვანოთ წესრიგში და ზედმეტი ნივთებით არ გადატვირთოთ. გაათავისუფლეთ რაც შეიძლება მეტი ადგილი და შენიშნავთ, რომ საჭირო ნივთის პობნა გაგიადვილდებათ. ეცადეთ ტანსაცმელი ფერის მიხედვით დაალაგოთ.

მეტისმეტი ავეჯი
დიზაინერები მოგვითხრობენ 5 ტიპიური შეცდომის შესახებ ინტერიერის გაფორმებაში
თუ ოთახს ავეჯით გადატვირთავთ, შედეგად მიიღებთ სითბოს მოკლებულ საგამოფენო დარბაზს. მიანიჭეთ უპირატესობა მხოლოდ საჭირო ავეჯს, ნუ გადააქცევთ სახლს შოუ-რუმად.

არასაკმარისი განათება
დიზაინერები მოგვითხრობენ 5 ტიპიური შეცდომის შესახებ ინტერიერის გაფორმებაში
სწორად შერჩეული განათება არამხოლოდ ვიზუალურად ადიდებს სივრცეს, არამედ, ინტერიერს უფრო მოცულობითს გახდის. ატმოსფეროს შესძენს მყუდრო ტორშერები, მაგიდის ლამფები, მაგრამ არა სინათლის ძირითადი წყაროს სახით.

დეკორის ნაწილების უქონლობა

დიზაინერები მოგვითხრობენ 5 ტიპიური შეცდომის შესახებ ინტერიერის გაფორმებაში
მიაქციეთ ყურადღება დეკორის ელემენტებს. კარგად შერჩეული აქსესუარები სივრცეს განაახლებს და საერთო სურათს დაასრულებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: