რა არის რძიანა? აი ძირითადი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები

Загрузка...

რძიანა, კანდიდოზი ან კანდიდოზური ვულვოვაგინიტი - გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც სოკოვანი ინფექციები იწვევს. მისი მიზეზი გახლავთ კანდიდის სახეობის სოკო, რომელიც როგორც წესი ჩვენს კანზე, პირში, ნაწლავებში და სასქესო ორგანოებში ჩნდება და დოსკომფორტს არ იწვევს.

თუმა, ხანდახან გარკვეული ცვლილებების დროს სოკოს რაოდენოა საგრძნობლად იცვლება და იწვევს ზედმეტ გამონადენსა და გაღიზიანებას ადრე თუ გვიან, რძიანას უმეტესობა ქალი ხვდება, უფრო 30-40 წლის ასაკში, ასევე ორსულობისას.

რა არის რძიანა? აი ძირითადი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები

რძიანას წარმოშობის სხვა მიზეზები შეიძლება გახდეს ვიწრო ტანსაცმელი, ანტიბიოტიკების მიღება, სააბაზანოს ქაფები, შეკრულობა, ქიმიოთერაპია.
ხანდახან ის გადაეცემა სქესობრივი კავშირით. ცალკეულ შემთხვევეში, ქალმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ინფექცია აქვს, რადგან ის არ ვლინდება სიმპტომებით. ამ შემთხვევაში მხოლოდ ვაგინალური მიკროფლორის დათესვით არის გამოვლენა შესაძლებელი.

ქალებში ტიპიური სიმპტომია ქავილი, ტკივილი და გაღიზიანება სასქესო ორგანოების მიდამოებში, სიწითლე და ვაგინალური გამოყოფა - უსუნო და უფერული, ასევე დისკომფორტი სქესობრივი კავშირის დროს. მამაკაცებში სიმტოპმები ნაკლებად ვლინდება: დისკომფორტი, თეთრი გამონადენი და დისკომფორტი შარდვისას.

სწორი დიაგნოზის მისაღებად უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც შეაფასებს სიმპტომებს და ჩაატარებს მარტივ ტესტს დაავადების გამოსავლენად.

რა არის რძიანა? აი ძირითადი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები

ზომიერი სიმპტომების დროს, ექიმები ურჩევენ 1-3 დღის განმავლობაში სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას. სერიოზულ შემთხვევებში მკურნალობა უფრო ხანგრძლივია.

ყველაზე გავრცელებული სოკოს საწინააღმდეგო აბები გახლავთ ფლუკონაზოლი - ის ძალიან ეფექტურია და ხანდახან ინფექციის მოსასპობად ერთი აბიც საკმარისია.

რა არის რძიანა? აი ძირითადი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები

ინტრავაგინალურ საშუალებებს აბებისგან განსხვავებით უკუჩვენება არ აქვს, მაგრამ დისკომფორტსა და გაღიზიანებას იწვევს. გარდა ამისა, შეუთავსებელია ლატექსურ პრეზერვატივებთან და დიაფრაგმებთან. ისეთი საშუალებები, როგორებიცაა კლოტრიმაზოლი ან მიკონაზოლი, საცხებისა და კაფსულების სახით იყიდება.

ორსულობისას დაუშვებელია პრეპარატის შემყვანი აპლიკატორის გამოყენება, რადგან მას შეუძლია საშვილოსნოს კედლების დაზიანება, უმჯობესია, წამალი ხელით შეიყვანოთ.

მოზარდებმა, 60 წელს გადაცილებულებმა, ორსულებმა და მათ, ვისაც ადრე გადატანილი აქვს ეს დაავადება, უნდა მიმართონ ექიმს. სასქესო ორგანოები დაიბანეთ მხოლოდ საპნითა და წყლით, ერიდეთ ძლიერ არომატიზებულ საშუალებებს, სააბაზანოს გელებს, ინტიმურ დეოდორანტებს.
ერიდეთ ლატექსის პრეზერვატივების გამოყენებას, სპერმიციდული საცხების მოხმარებას, რაც იწვევს გაღიზიანებას - ამის ნაცვლად გამოიყენეთ ჰიპოალერგენული პრეზერვატივები. ნუ ატარებთ ვიწრო ტანსაცმელს ხელოვნური ქსოვილისგან, მაგალითად - ნეილონისგან. ატარეთ ბამბის თეთრეული და ფართო ტანსაცმელი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები