თქვენი მუდმივი შიმშილის გრძნობის გამომწვევი 10 შესაძლო მიზეზი

Загрузка...

მადის ამოუხსნელი, პათოლოგიური მომატება შესაძლოა სერიოზული დაავადების გაჩენის ნიშანიც იყოს. სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღწერს უზომოდ ბევრის ჭამას, პოლიფაგია(ან ჰიპერფაგია) ეწოდება, რომელიც შეიძლება სხვადასხვა დაავადების სიმპტომი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თან სხვა სიმპტომებიც ახლავს.

OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ იმ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც იწვევს თქვენს მიდრეკილებას ჭამისკენ.

თქვენი მუდმივი შიმშილის გრძნობის გამომწვევი 10 შესაძლო  მიზეზი

  1. შაქრიანი დიაბეტი
    მუდმივი შიმშილი შესაძლოა შაქრიანი დიაბეტის სიმპტომი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას უზომო წყურვილი და შარდის გამოყოფა ახლავს თან. შაქრიანი დიაბეტის სხვა სიმპტომებია:

    • წონაში ამოუხსნელად კლება;
    • მხედველობის დარღვევები;
    • მუდმივი დაღლილობა;
    • ჭრილობების შეხორცება ძალიან ნელა;
    • ხელ-ფეხის ტკივილი ან გაბუჟება.
  2. ჰიპოგლიკემია(სისხლში გლუკოზის დაბალი დონე)თქვენი მუდმივი შიმშილის გრძნობის გამომწვევი 10 შესაძლო  მიზეზი

    ჰიპოგლიკემია, ჩვეულებრივ, შაქრიან დიაბეტს ახლავს თან, თუმცა იგი შეიძლება იმ ადამიანებსაც აწუხებდეთ, ვისაც დიაბეტი არ აქვს. ეს პრობლემა იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

    • მოუსვენრობა;
    • ტრემორი;
    • ოფლიანობა;
    • გახშირებული გულისცემა;
    • კანის საფარველის გაფერმკრთალება;
    • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
  3. ჰიპერგლიკემია(სისხლში შაქრის მაღალი დონე)
    შაქრიანი დიაბეტი ხანდახან ჰიპერგლიკემიას იწვევს, ამ დროს კი დიდი რაოდენობით საკვების მიღება მხოლოდ ამწვავებს სიტუაციას. სისხლში შაქრის დონის შემცირებისა და ინსულინის წარმოქმნის არაჩვეულებრივი საშუალებაა სპორტით დაკავება. თუ ეს არ გეხმარებათ, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

  4. ჰიპერთირეოდიზმი(ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა)
    ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც ორგანიზმში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ, მათ შორის, ნივთიერებათა ცვლის პროცესშიც მონაწილეობენ. თუ ეს ჯირკვალი მომატებულად ფუნქციონირებს, თქვენ მოგემატებათ მადა შემდეგ სიმპტომებთან ერთად:

    • ნერვიულობა;
    • მომატებული ოფლიანობა;
    • უზომო წყურვილი;
    • ტახიკარდია;
    • წონის დაკარგვა;
    • კუნთების სისუსტე.
  5. პრემენსტრუალური სინდრომი(პმს)
    ისინი ყველა ქალს არ უჩნდება, თუმცა, საკმაოდ გავრცელებულია. ეს სიმპტომებია:

    • განწყობის ცვლილებები;
    • შებერილობის შეგრძნება;
    • დისპეპსია;
    • დაღლა.
  6. ფეხმძიმობა
    უზომო შიმშილი(და ასევე საკვებისადმი ძლიერი მიდრეკილება) შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენ ფეხმძიმედ ხართ. სხვა სიმპტომები მოიცავს:

    • მენსტრუაციის არქონა;
    • შარდის ხშირი გამოყოფა;
    • ღებინება(განსაკუთრებით დილით - "დილის დისკომფორტი");
    • მკერდის გადიდება და ტკივილი.
  7. ძილის დარღვევებითქვენი მუდმივი შიმშილის გრძნობის გამომწვევი 10 შესაძლო  მიზეზი

    თუ ვერ გამოიძინებთ, დაგერღვევათ ჰორმონალური ბალანსი, რაც გამოიწვევს შიმშილის გრძნობას და სხვა სიმპტომებს:

    • ხასიათის ცვლილებები;
    • ძილიანობა დღის განმავლობაში;
    • ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევა;
    • დაუდევრობა;
    • წონაში მატება.
  8. სტრესითქვენი მუდმივი შიმშილის გრძნობის გამომწვევი 10 შესაძლო  მიზეზი
    სტრესი ზრდის ჰორმონ კორტიზოლის რაოდენობას ორგანიზმში, რაც იწვევს ხშირ შიმშილს. სტრესი უმეტესად იწვევს ცხიმიან და ტკბილი საკვებისკენ მიდრეკილებას. ასევე, შესაძლოა აღმოგაჩნდეთ სხვა სიმპტომებიც:

    • თავის ტკივილი;
    • დაღლილობა;
    • გაღიზიანებადობა;
    • ძილის დარღვევები;
    • კუჭის გაღიზიანება.
  9. ცუდი კვება
    საჭმლის ნორმალურად მონელებისთვის აუცილებელია რაციონში ცელულოზითა და ცილებით მდიდარი პროდუქტების ჩართვა. თუ თქვენ არ მიირთმევთ მსგავს საჭმელს და თქვენი რაციონი სავსეა ცხიმითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვებით, თქვენ არამხოლოდ მუდმივი შიმშილის გრძნობა გექნებათ, არამედ წონაშიც მოიმატებთ. სცადეთ, უფრო ხშირად მიირთვათ შემდეგი პროდუქტები:

    • ხილ-ბოსტნეული;
    • სრულმარცვლოვანი ხორბალი;
    • მოხარშული ხორცი და თევზი;
    • ლობიო.
    შიმშილის გრძნობის გარდა, საკვები ნივთიერებების დეფიციტი იწვევს შემდეგ სიმპტომებსაც:

    • ენერგიის უკმარისობა;
    • წონის მატება ან კლება;
    • ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევა;
    • თმების ცვენა და შეთხელება;
    • კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებები, მათ შორის ყაბზობა ან კუჭის ტკივილი.
  10. მედიკამენტები
    ზოგიერთი პრეპარატი აძლიერებს მადას. მათ შორისაა:

    • ანტიჰისტამინური;
    • ანტიდეპრესანტები, როგორებიცაა სეროტონინის ირიბი დაჭერის სელექციური ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები;
    • ანტიფსიქოტური პრეპარატები;
    • სტეროიდები.
    თუ ფიქრობთ, რომ მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ, გასუქებთ ან წონაში გმატებთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ძირითადი დაავადებების მკურნალობა დაარეგულირებს თქვენს მადას. ჯანმრთელობას გისურვებთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: