იღლიის ნიღაბი და საღეჭი რეზინი სახისთვის: 6 უცნაური ბიუთი-სიახლე, რომლების გამოცდას ყველა ვერ გარისკავს

Загрузка...

მიუხედავად თბილი პლედებისა და ოქროსფერი ხის ფოთლებისა - შემოდგომა მკაცრი პერიოდია. განსაკუთრებით სახისა და ტანის კანისთვის. ტემპერატურის ცვალებადობა, ცივი ჰაერი ახალგაზრდა სახეს 1-2 წელიწადს ჰმატებს. მაგრამ კოსმეტიკის მწარმოებლები სერიოზულად დადგნენ სილამაზის სადარაჯოზე. OxoTv-ს რედაქცია წარმოგიდგენთ უჩვეულო, მაგრამ მოქმედი საშუალებების ნაკრებს, რომლებზეც, დიდი ალბათობით, არ გსმენიათ.

სასმელი ჰიალურონის მჟავა

იღლიის ნიღაბი და საღეჭი რეზინი სახისთვის: 6 უცნაური ბიუთი-სიახლე, რომლების გამოცდას ყველა ვერ გარისკავს
ჰიალურონის მჟავას კოსმეტიკის მწარმოებლები თითმის ყველაფერში ასხამენ უკვე. ეს გასაკვირიც არაა, ყველას სურს თავი გაანებივროს ერთ-ერთი უმძლავრესი დამატენიანებელი საშუალებით. მაგრამ ბრენდი Fountain კიდევ უფრო შორს წავიდა და მომხმარებელს ჰილაურონის დალევა შესთავაზა. საშუალება ან სუფთა სახით, ან წვენებში გახსნილი ისმევა. მთავარია, გჯეროდეს კარგი შედეგის და ჯანჯაფილის გემო გიყვარდეს.

რეზინის გელი სახის დასაბანად
იღლიის ნიღაბი და საღეჭი რეზინი სახისთვის: 6 უცნაური ბიუთი-სიახლე, რომლების გამოცდას ყველა ვერ გარისკავს
დაივიწყეთ ქაფებზე და გელებზე. ამ შემოდგომაზე რეზინით უნდა დაიბანოთ სახე. კარგი, ვიხუმრეთ, ნამდვილი რეზინით არა.

იღლიის ნიღაბი და საღეჭი რეზინი სახისთვის: 6 უცნაური ბიუთი-სიახლე, რომლების გამოცდას ყველა ვერ გარისკავს
მაგრამ საღეჭი რეზინის მსგავსი კონსისტენციის საშუალება მოდაში მართლაც შემოდის. უნდა წაისვათ სახეზე, გაიჩეროთ რამდენიმე წუთით და დაიბანოთ. შედეგი - სუფთა და დატენიანებული კანი.

სახის შავი ნიღაბი ციმციმებით
იღლიის ნიღაბი და საღეჭი რეზინი სახისთვის: 6 უცნაური ბიუთი-სიახლე, რომლების გამოცდას ყველა ვერ გარისკავს
თუ ტრენდული Black Mask-ით დაიღალეთ, თამამად გადადით მის ახალ ვერსიაზე - ახლა უკვე ციმციმებით, რომლებიც წყალში იხსნება. სწორედ ასეთ სიახლეს სთავაზობს GlamGlow. ფორებსაც გაწმინდავს და ხასიათსაც გაგიუმჯობესებს ცივ ამინდში.

ტუჩების ნიღაბი ბუშტუკებით

იღლიის ნიღაბი და საღეჭი რეზინი სახისთვის: 6 უცნაური ბიუთი-სიახლე, რომლების გამოცდას ყველა ვერ გარისკავს
ბრენდი Unpa Bubi Bubi ტუჩის უჩვეულო საშუალებას გვთავაზობს. დამსკდარი ტუჩებისთვის ამ საშუალების გამოყენება იოლია: წაისვით ბუშტუკებიანი საშუალება ტუჩების სუფთა კანზე, გაიჩერეთ 2 წუთით, დაიბანეთ და დაივიწყეთ აქერცლილ კანზე.

ნიღაბი... იღლიებისთვის

იღლიის ნიღაბი და საღეჭი რეზინი სახისთვის: 6 უცნაური ბიუთი-სიახლე, რომლების გამოცდას ყველა ვერ გარისკავს
დიახ, იღლიებსაც სჭირდება სიცივის დროს მოვლა, ასე მიიჩნევს ბრენდის Lavanila შემქმნელები.

იღლიის ნიღაბი და საღეჭი რეზინი სახისთვის: 6 უცნაური ბიუთი-სიახლე, რომლების გამოცდას ყველა ვერ გარისკავს
შხაპის მიღების შემდეგ უნდა წაისვათ ნიღაბი ნახშირით, რომელიც ატენიანებს კანს, ათეთრებს, გამოჰყავს ტოქსინები და ამცირებს ოფლის გამოყოფას.

თმის ხელსახოცები
იღლიის ნიღაბი და საღეჭი რეზინი სახისთვის: 6 უცნაური ბიუთი-სიახლე, რომლების გამოცდას ყველა ვერ გარისკავს
რადგან ქუდების სეზონი დგება. მათთან კი თმის დამუხტვა და ურჩი თმა. ამ უსიამოვნებებს კი მოგაცილებთ სპეციალური ხელსახოცები. უბრალოდ მოისვით თმაზე და დატკბით იდეალური ვარცხნილობით.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: