მოდის სიახლე: როგორ გამოიყურება მომავალი ზამთრის ყველაზე თბილი მოსაცმელი.

Загрузка...

ზამთარი უკვე ახლოსაა და ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ მას სრულიად მომზადებულები შეხვდნენ. ისინი იძენენ თბილ სამოსს, ახალ მოსაცმელს, ჩექმებსა და ა.შ. ზამთრის ტანსცმელი ყოველ წელს სხვადასხვანაირია და მუდამ ახლდება, ხოლო ამ წელს დიზაინერები ამ მხრივ ნამდვილ საოცრებას გვთავაზობენ. მათ შექმნეს მოსაცმელი, რომელიც 2017 წლის სუსხიან სეზონზე ყველაზე თბილი რამ იქნება, მას კი OXOTV-ის რედაქცია სწორედ ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.

მოდის სიახლე: როგორ გამოიყურება მომავალი ზამთრის ყველაზე თბილი მოსაცმელი.

როგორც იქცა მოდის ინდუსტრიაში გააანალიზეს, რომ თბილ დუტის ჟილეტებსაც სჭირდება დიზაინერის ყურადღება. წელს უამრავმა ბრენდმა წარმოადგინა ზამთრის სამოსი, მათ შორის კი ამგვარი მოსაცმელები. კრიტიკოსების აზრით, ეს თბილი, დიდი ზომის დუტები ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. გაინტერესებთ რომელ ბრენდზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი? ყველა ერთხმად აღიარებს, რომ RIVER ISLAND-ის ფუმფულა ჟილეტებს ამ სეზონზე ვერავინ დაუდებს ტოლს.

მოდის სიახლე: როგორ გამოიყურება მომავალი ზამთრის ყველაზე თბილი მოსაცმელი.

გახსოვთ შარშან ზამთრის როგორი სამოსი იყო მოდაში? მოდის მიმდევრებია ქტიურად იძენდნენ ჟილეტ-ადიალებს. ისინი მოსაცმელები გალხდა, რომელიც ასე თუ ისე საბანს წააგავდა, ხოლო წელს RIVER ISLAND-მა ყველას გაოცება შეძლო. ბრენდმა წარმოადგინა დუტი, რომელიც მოსაცმელთან ერთად თბილი საბანი გახლავთ და თან ის ძალიან კომფორტულია.

მოდის სიახლე: როგორ გამოიყურება მომავალი ზამთრის ყველაზე თბილი მოსაცმელი.

ეს დუტი A სილუეტისაა. იგი ყველაზე ცუდ ამინდშიც კი გაგათბობთ და გარეშე ფაქტორებისგან ყველანაირად დაგიცავთ. არ მოგწონთ ქუჩებში საბნის მსგავსი დუტით სიარული? რა პრობლემაა, ელვაშესაკრავის მეშვეობით სამოსს მალევე გადააკეთებთ თანამედროვე მოსაცმლად.

მოდის სიახლე: როგორ გამოიყურება მომავალი ზამთრის ყველაზე თბილი მოსაცმელი.

მასზე უკვე ალაპარაკდა ათასობით ბლოგი და ჟურნალისტი. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს და უკვე უამრავი ადამიანის გულის მოგებაც შეძლო. მოგწონთ ის? თუკი თქვენ გაქვთ საშუალება ამ სიამოვნებაში 360 დოლარი გადაიხადოთ, აუცილებლად შეიძინეთ იგი.

მოდის სიახლე: როგორ გამოიყურება მომავალი ზამთრის ყველაზე თბილი მოსაცმელი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: