მამაკაცი, რომელიც ხის ნარჩენებს ზღაპრულ დეკორაციებად აქცევს

Загрузка...

თუ ადამიანი არამხოლოდ საკუთარი საქმის ოსტატია, არამედ უყვარს კიდევაც იგი - შეუძლებელი არაფერია. ადამიანი, რომელზეც დღეს მოგიყვებით, ხის უსულო ნარჩენებს ზღაპრულ, ულამაზეს დეკორაციებად აქცევს. OXOTV-ის რედაქციასთან ერთად ცოტა ხნით გამოგზაურებთ პატარა ფრანგულ ქალაქ გიიანკურში, სადაც ცხოვრობს და მოღვაწეობს პატრიკ პოლი.

პატრიკი, რომელსაც ოქროს ხელები აქვს და გამოუყენებელ ხის სადგამებსა და ნაჭრებს ულამაზეს ნივთებად აქცევს, დიზაინერული სახლის, L’homme des bois-ის მფლობელია. რამდენიმე წლის წინ იგი პოპულარული არ იყო. პოპულარულობა სამშობლოშივე მოიპოვა. იტყვით, რომ ხის ავეჯი ახალი სულაც არ არის და რომ ხესთან მუშაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რამდენიმე საათში კი უბრალო, თუმცა კომფორტულ ავეჯს შექმნის ბაღისთვის. თუმცა, პატრიკი ისე "ეთამაშება" ფორმებს, რომ ხელიდან ხელოვნების ნამდვილი ნიმუში გამოსდის.

ყველაფერი ტრადიციული ფრანგული ინტერიერული და ექსტერიერული სტილისტიკით დაიწყო. საფრანგეთის პროვინციაში ვერ ნახავთ სახლს, რომლის ეზოშიც არ არის ორიგინალური დეკორაცია. უნდა აღვნიშნოთ, რომ გარე დეკორაციებშიც პატრიკმა ყველას აჯობა - იგი ქმნის ორიგინალურ დასადგამებს ყვავილებისთვის, ავეჯსა და ორნამენტებს.

მამაკაცი, რომელიც ხის ნარჩენებს ზღაპრულ დეკორაციებად აქცევს

მამაკაცი, რომელიც ხის ნარჩენებს ზღაპრულ დეკორაციებად აქცევს

მამაკაცი, რომელიც ხის ნარჩენებს ზღაპრულ დეკორაციებად აქცევს

მამაკაცი, რომელიც ხის ნარჩენებს ზღაპრულ დეკორაციებად აქცევს

მამაკაცი, რომელიც ხის ნარჩენებს ზღაპრულ დეკორაციებად აქცევს

როცა პატრიკის გატაცება მის მთავარ საქმიანობად იქცა, მას ორიგინალური იდეები გაუჩნდა სახლის ავეჯისთვის. აღსანიშნავია, რომ ოსტატმა მთავარ სტილად ძალიან მკაცრი, თუმცა საყვარელი Loft & Eco აირჩია. მისი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ მუშაობისას მხოლოდ ხის მასალა და ავტორის მიდგომა გამოიყენება. თანამედროვე ტექნიკა სრულყოფილებას ანიჭებს ხის დეკორაციებს, ამას დაუმატეთ მინიმალური ინსტრუმენტები და მაქსიმალური ფანტაზიები.

მამაკაცი, რომელიც ხის ნარჩენებს ზღაპრულ დეკორაციებად აქცევს

მამაკაცი, რომელიც ხის ნარჩენებს ზღაპრულ დეკორაციებად აქცევს

გააგრძელე კითხვა: 1 2

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: