ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს

Загрузка...

რა ვიცით რემონტზე? ეს არის ძალიან ძვირადღირებული პროცესი, რომელიც სულ მცირე შეცდომებსაც კი არ გვპატიობს. არ არის საჭირო მასალის შერჩევა, იატაკისა და კედლების გამოცვლა, აუცილებელია ავეჯის სწორად შერჩევაც. OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ავეჯის 7 ტიპს, რომლებიც, დიზაინერების თქმით, ძველმოდური და არასასიამოვნოა.

  1. ტყავის ავეჯი
    ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს

    90-იანები დიდი ხნის წინ გავიდა, თუმცა, ბევრგან შეხვდებით ტყავის დივნებსა და სავარძლებს. გარდა იმისა, რომ მსგავსი ავეჯის გამოყენება მოუხერხებელია, იგი, ასევე, მარტივად იკაწრება და ისვრება. ერთგვაროვანი "არა" ტყავის ავეჯს ამ მიზეზების გამო: იგი ცივია, მოუხერხებელია და აუფასურებს ინტერიერს.

  2. საბჭოური კედლები
    ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს

    დიახ, დიახ, ჩვენ უკვე მოვისმინეთ ისტორია იმის შესახებ, თუ როგორი რთული იყო საბჭოთა პერიოდში მსგავსი ავეჯის მოპოვება, თუმცა ეს არ გაძლევთ მისი 30 წლით შენახვის საბაბს. თამამად გათავისუფლდით მსგავსი ნივთებისაგან - თანაც თანამედროვე ბაზარზე შეგიძლიათ მსგავსი ავეჯის (და უკეთესის) შოვნა.

    ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს

    გაგიკვირდებათ, რამდენი ადგილი გათავისუფლდება თქვენს ბინაში - იგი არც იმდენად პატარა ყოფილა.

  3. ჩახლართული ლამბერკინი
    ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს

    მორთული ჩუქურთმები, მძიმე პორტიერები და რთული ქსოვილები - ეს ყველაფერი კარგად გამოიყურება თეატრში და არა ბინაში. ფერადი ლაბერკენი საერთოდ აუფასურებს ინტერიერს.

    ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს

    მათი შეცვლა შეგიძლიათ უბრალო, სადა ლავგარდანებითა და ქსოვილებით.

  4. ერთნაირი დივნებისა და სავარძლების კომპლექტი
    ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს

    ამ კომპლექტს უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ დიზაინერები. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ტახტებსა და პუფებს, ფერებით, ფორმითა და მატერიალებით თამაშს.

    ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს

    ამ მიმართულებას საზღვრები არ აქვს.

  5. ვეებერთელა ავეჯი
    ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს

    პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მძიმე ავეჯი(კარადა, დივანი, საწოლი, თაროები) ვერ იმსახურებენ დიზაინერების მოწონებას, რადგან ისინი "იპარავენ" სივრცეს.

  6. საძინებლის ავეჯი
    ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს

    ყველა დიასახლისს უოცნებია მსგავს ავეჯზე, თუმცა დიზაინერები ამას არ გვირჩევენ, რადგანაც რამდენად ძვირადღირებული და მდიდრული ავეჯიც არ უნდა გვქონდეს, მაინც მოსაწყენად გამოიყურება.

    ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს

    სამაგიეროდ, ჩვენ წინაშე იშლება ფართო ველი ექსპერიმენტებისთვის. საწოლთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენს სურვილებს მორგებული კარადა, ტუმბო და დეკორაციები.

  7. მძიმე და განიერი ჭაღები
    ავეჯის 7 სახეობა, რომელიც კატეგორიულად არ მოსწონთ ინტერიერის დიზაინერებს
დიზაინერები არ გვირჩევენ პატარა სივრცეში განიერი ჭაღების დაკიდებას, რადგან, მიუხედავად სილამაზისა, იგი უადგილო და უფუნქციოა. უფრო საინტერესოდ გამოიყურება აკურატული ჭაღი ან კედლის ნათურები.

იმისათვის, რომ არ დაუშვათ რემონტისას შეცდომები, ავეჯის შერჩევისას ნუ იჩქარებთ. დასახეთ საბოლოო სურათი - როგორ უნდა გამოიყურებოდეს ესა თუ ის ნივთი და სად უნდა დადგათ იგი. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს. წარმატებები :)

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: