ახლავე მოიშორეთ! 5 მეიქაფ-ტრენდი, რომლებიც გასულ სეზონში დარჩა

Загрузка...

მაკიაჟისა და ვიზაჟის სფეროში თითქმის ყოველდღე ჩნდება ახალი ტენდენციები, რაც კარგია, რადგან ქალბატონებს უყვართ მრავალფეროვნება. თუმცა, მაკიაჟის სფეროში არსებობს ვადაგასული ტრენდები, რომლებიც აფუჭებენ გარეგნობას.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 5 მეიქაფ-ტრენდს, რომლებიც წელს არ უნდა გამოიყენოთ:

  1. არაბუნებრივი თმისფერი
    ახლავე მოიშორეთ! 5 მეიქაფ-ტრენდი, რომლებიც გასულ სეზონში დარჩა

    ცისფერი, ვარდისფერი და ფერადი თმების მოდა ბრუნდება, თუმცა ეს ფერები ამართლებს მხოლოდ ორ შემთხვევაში: მოზარდებსა და შესაბამის ფოტოსესიებზე. სხვა შემთხვევებში შესაძლოა ცუდად გამოიყურებოდეთ.

    ახლავე მოიშორეთ! 5 მეიქაფ-ტრენდი, რომლებიც გასულ სეზონში დარჩა

    დღეისათვის თმის ოსტატები ძალიან კარგად მუშაობენ და ყველას სეუძლია საკუთარი ფერის ამორჩევა. მალვინას თმის ფერების გამოცდა რეალურ ცხოვრებაში არ ღირს.

  2. მატტე პომადა
    ახლავე მოიშორეთ! 5 მეიქაფ-ტრენდი, რომლებიც გასულ სეზონში დარჩა

    მატე პომადა უფრო დიდხანს ძლებს და არ გადადის ყველაფერზე,რასაც ტუჩით ვეხებით, თუმცა აქ მისი უპირატესობა სრულდება. იგი გამოკვეთს ტუჩის ყველაზე მცირე ნაკლოვანებებს და აბერებს სახეს, რადგან თანდათან ნაოჭებად და ქერცლებად იქცევა ტუჩებზე.

    ახლავე მოიშორეთ! 5 მეიქაფ-ტრენდი, რომლებიც გასულ სეზონში დარჩა

    ბოლო თვეებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ყავისფერი შეფერილობის პომადები, ეს კი დები კარდაშიანების დამსახურებაა. ღია კანისფერის მქონე ახალგაზრდა გოგონას იგი სულაც არ უხდება, ამიტომაც უკეთესი იქნება, თუ პრიალა ტუჩსაცხს გამოიყენებთ.

  3. გრძელი ფრჩხილები
    ახლავე მოიშორეთ! 5 მეიქაფ-ტრენდი, რომლებიც გასულ სეზონში დარჩა

    კიდევ ერთი ტრენდი, რომელიც პერიოდულად თავს გვახსენებს - გრძელი ფრჩხილები. წელს პოპულარული გახდა წვეტიანი ფრჩხილები, რომლებსაც ყოველ მეორე გოგოზე ვხედავდით. ტრენდი ტრენდია, თუმცა ასეთი მანიკური გვაშინებს ხოლმე :)

    ახლავე მოიშორეთ! 5 მეიქაფ-ტრენდი, რომლებიც გასულ სეზონში დარჩა

    მოდაში ყოველთვის კლასიკა იქნება - მოვლილი მოკლე ფრჩხილები ლამაზი ლაქით.

  4. ექსტრავაგანტული წარბები
    ახლავე მოიშორეთ! 5 მეიქაფ-ტრენდი, რომლებიც გასულ სეზონში დარჩა

    წარბები - კიდევ ერთი თემა, რომელიც გოგონებს აწუხებს. იგი ან ძალიან თხელია, ან ძალიან სქელი.. ან ძალიან ღია ფერისაა, ან კიდევ ძალიან მუქი. ვიზაჟისტები ამ ბოლო დროს უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებენ. დახატული და გამოკვეთილი წარბები მოდაში აღარაა.

    ახლავე მოიშორეთ! 5 მეიქაფ-ტრენდი, რომლებიც გასულ სეზონში დარჩა

    მოდაში ბუნებრივი წარბები შემოვიდა - ისინი ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს მათთვის ხელიც არ გიხლიათ.

  5. ძლიერი კონტურინგი
    ახლავე მოიშორეთ! 5 მეიქაფ-ტრენდი, რომლებიც გასულ სეზონში დარჩა

    გრაფიკულ წარბებთან და გრძელ ფრჩხილებთან ერთად წარსულში ძლიერი კონტურინგიც დარჩა. ვიზაჟისტები აღარ გამოყოფენ ძვლებს. არავითარი ყავისფერი ლაქები ლოყებზე, შუბლსა და ცხვირის ფრთებზე.

    ახლავე მოიშორეთ! 5 მეიქაფ-ტრენდი, რომლებიც გასულ სეზონში დარჩა
რა თქმა უნდა, არავინ კრძალავს შუბლისა და ყვრიმალების გამოკვეთას, თუმცა ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ ძალიან თვალშისაცემი არ იყოს.

კარგია, რომ დიზაინერები ბუნებრიობას უწევენ პროპაგანდას - ზემოთ ჩამოთვლილი ატრიბუტები ხომ ქალურობისგან შორსაა..

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: