10 შეცდომა, რომელთაც ყველაზე მოდური ინტერიერის გაუშნოვებაც კი შეუძლია.

Загрузка...

ყოველი ჩვენთაგანი თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ სახლში გრძნობს. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი თავად არის უფროსი. სახლშო არავინ გვაწუხებს, მშვიდად ვართ და არაფერზე ვღელავთ. აქ ჩვენ სულიერად ვისვენებთ და შემდეგი დღისთვის ვემზადებით. მის დიზაინს უდიდესი მნიშვნელობა აქვს,რადგან ხშირად იგი ადამიანის გუნებაზე მოქმედებს. გაინტერესებთ რას აუშნოვებს ყველაზე მოდურ ინტერიერსაც კი? OXOTV დღეს თქვენ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

  1. არეულობა.

    10 შეცდომა, რომელთაც ყველაზე მოდური ინტერიერის გაუშნოვებაც კი შეუძლია.

    ბინის ინტერიერს ისე არაფერი აფუჭებს, როგორც არეულობა. ის მთელ ხიბლს უკარგავს ლამაზად შეღებილ კედლებსა და თანამედროვე ავეჯს. ეცადეთ აყრილი სახლი ხშირად დაალაგოთ, რადგან ინტერიერთან ერთად ის თქვენს ცხოვრებასაც გააფუჭებს. როგორ? ადამიანის გარემო პირდაპირ აისახება მის ფსიქიკასა და ქცევებზე.

  2. ზედმეტად ბევრი აქსესუარი.

    აქსესუარები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა ადამიანმა ყველაფერში ზომა-წონა უნდა იცოდეს. თქვენ მათი რაოდენობა უნდა შეზღუდოთ. ოთახის სხვადასხვა ინვენტარით გადატვირთვა კარგი აზრი არასდროს გახლავთ.

  3. ზედმეტი ავეჯი.

    10 შეცდომა, რომელთაც ყველაზე მოდური ინტერიერის გაუშნოვებაც კი შეუძლია.

    გარდერობები, დივნები და სხვა ავეჯი სახლს უფრო დააპატარავებს. ეცადეთ ოთახებში მხოლოდ საჭირო ნივთები განათავსოთ. ასე ადგილსაც დაზოგავთ და მეტი სივრცეც გექნებათ.

  4. შესაერთებლების ცუდი განლაგება.

    სახლში გამაგრძელებლებით სიარული არავისთვის გახლათ მოსახერხებელი. როდესაც ჩამრთველი შორს ან არაკომფორტულ ადგილზეა, ადამიანებს საკმაოდ ბევრი პრობლემა ექმნებათ ხოლმე.

  5. ერთი ტონი.

    10 შეცდომა, რომელთაც ყველაზე მოდური ინტერიერის გაუშნოვებაც კი შეუძლია.

    ერთ ტონში გადაწყვეტილი სახლი ერთფეროვანი და მომაბეზრებელია, ამასთან არაფრის მთქმელი. ეცადეთ ოთახი მხიარულ ტონებში შეღებოთ და საკუთარ საცხოვრებელს მეტი მრავალფეროვნება მიანიჭოთ.

  6. სხვადასხვა სტილი.

    შეიძლება თქვენ ძალიან მოგწონთ ბებიის ნაჩუქარი დივანი, ამასთან გუშინ შეძენილო მაგიდა და მეგობრის მიერ ნაჩუქარი ექსტრავაგანტული გარდერობი, თუმცა მათი ერთ ოთახში განთავსება არაფრით შეიძლება! სამოსის მსგავსად ავეჯსაც ესაჭიროება ერთმანეთთან შეხამება. ეცადეტ სხვადასხვა სტილი ერთმანეთში იშვიათად აურიეთ.

  7. ცარიელი ფანჯრები.

    10 შეცდომა, რომელთაც ყველაზე მოდური ინტერიერის გაუშნოვებაც კი შეუძლია.

    თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ფანჯრების ნებისმიერ გაფორმებაზე თქვათ უარი, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახლი სკანდინავიურ ან გალერეის სტილში სტილში გაქვთ, სხვა შემთხვევაში მათი გამოყენება გარდაუვალია.

  8. ადგილის უკმარისობა.

    სახლში თავისუფალი ადგილის ქონა აუცილებელი რამ გახლავთ. თქვენ უნდა აირჩიოთ კუთხე ან გარდერობი, რომლებშიც გამოუყენებელ ნივთებს დადებთ. ასე თქვენ ადგილსაც დაზოგავთ და შემდეგ ამ ნივთების ძებნაც აღარ დაგჭირდებათ.

  9. ცუდი განათება.

    10 შეცდომა, რომელთაც ყველაზე მოდური ინტერიერის გაუშნოვებაც კი შეუძლია.

    ოთახში არასაკმარისი განათება სტუმრების თვალში თქვენს იმიჯზე ცუდად იმოქმედებს. ეცადეთ ოთახი მუდამ განათებული იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დისკომფორტს არა მხოლოდ სახლის სტუმრები, არამედ თქვენც იგრძნობთ. ვის ესიამოვნება ბნელ ოთახებში სიარული? რა თქმა უნდა, არავის!

  10. გაექეცით ინტერნეტის ბუტაფორიებს.

    მაქსიმალურად ეცადეთ, რომ სახლი ნებისმიერი ნივთისგან გაათავისუფლოთ, რომლებსაც ბუნებრივი ელფერი არ გააჩნიათ. ნუ მოიხიბლებით ხელოვნური ფერებითა და ნახატებით, ასევე ხისა, თუ აგურების ნებისმიერი იმიტაციით, მათი წყალობით თქვენი ბინა მთელ ხიბლს დაკარგავს და იაფფასიანი შესახედი გახდება.

    თუკი გსურთ, რომ თქვენს სახლში მუდამ ჰარმონიული ატმოსფერო სუფევდეს, ნუ დაუშვებთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ შეცდომებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: