9 რამ, რაც უარყოფითად მოქმედებს შეღებილ თმებზე

Загрузка...

სტატისტიკის თანახმად, ყოველი მესამე ქალი თმას იღებავს. ეს შესანიშნავია, რადგანაც მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს უკვე აქვთ საშუალება მიაღწიონ თავიანთ სანატრელ გარეგნობას და იგრძნონ თავი მიმზიდველად და თავდაჯერებულად. თუმცა, მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, როგორ უნდა მოუარონ თმას და რა არ უნდა დაუშვან.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 9 შეცდომას, რომლებსაც შეღებილი თმის პატრონები უშვებენ, რაც ნეგატიურად მოქმედებს თმებზე.

  1. თმების გაშრობა პირსახოცით
    9 რამ, რაც უარყოფითად მოქმედებს შეღებილ თმებზე

    თუ ბანაობის შემდეგ თმებს დიდხანს შეიმშრალებთ პირსახოცით, დააზიანებთ თმის ბოლოებს, საღებავს კი ფერი გაუმკრთალდება. ოდნავ "შეიზილეთ" პირსახოცი თმებზე, შემდეგ კი მიეცით საშუალება, თავისით გაშრეს. ფენის ხშირი გამოყენებით მხოლოდ გამოაშრობთ თმებს.

  2. თავის დაბანა ძალიან ცხელი წყლით
    შეღებილი თმისთვის იდეალურია თბილი და გრილი წყალიც კი, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში ცხელი. მაღალ ტემპერატურაზე თმის ფორები იხსნება, რაც საღებავის დროზე ადრე ჩამორეცხვას გამოიწვევს.

  3. თმის შეღებვა საშინაო პირობებში
    არ ღირს სალონში წასვლაზე ფულის დაზოგვა და სახლში ექსპერიმენტების ჩატარება. ასე შეიძლება თმებს საშინელი ზიანი მიაყენოთ - მიმართეთ სპეციალისტს! გახსოვდეთ, თმების მკურნალობა და აღდგენა გაცილებით ძვირია, ვიდრე სალონში თმის შეღებვა.

  4. თმის ქიმიურად დახვევა
    9 რამ, რაც უარყოფითად მოქმედებს შეღებილ თმებზე

    საღებავი თავადაც ქიმიაა, ასე რომ თმა ორმაგ დარტყმას ვერ გადაიტანს. ყოველ შემთხვევაში, არ დაიხვიოთ თმა შეღებვისთანავე, თორემ თმები აბსოლუტურად უხეში და დაუმორჩილებელი გახდება.

  5. თავის ძალიან ხშირი დაბანა
    საღებავის ქიმიური შემადგენლობა თმას წყლის მიმართ მგრძნობიარეს ხდის. დაიბანეთ თავი მხოლოდ საჭიროების დროს. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ შეღებილი თმები მინიმალურად ცხიმიანდება. ჯერ შხაპი მიიღეთ, თმები კი ბოლოს დაიბანეთ და არ მისცეთ ცხელ წყალს თმების დაზიანების უფლება. შეგიძლიათ პოპულარული მშრალი შამპუნის გამოყენება, რომელიც უფრო დიდხანს შეგინარჩუნებთ თმის სისუფთავეს.

  6. თმების ძალიან ხშირი ღებვა
    9 რამ, რაც უარყოფითად მოქმედებს შეღებილ თმებზე

    არ ღირს სალონში გაქცევა მაშინ, როცა თმები 1-2 სმ-ით გაგეზრდებათ. შეღებვებს შორის რეკომენდებული პაუზა 1.5 თვეა. ძალიან ხშირი შეღებვა თქვენს თმას მტვრევადს და უხეშს გახდის.

  7. თმების დაბანა შეღებვიდან შემდეგ დღეს
    ეს გავრცელებული შეცდომა ხელს უწყობს საღებავის სწრაფ გადასვლას. სპეციალისტები თავის დაბანას შეღებვიდან 3 დღის შემდეგ გვირჩევენ, ამ დროში კი თმის ძირები ბოლომდე დაიხურება, თან კი საღებავის ყველა ნაწილს წაიღებს.

  8. ბალზამებისა და ნიღბების არგამოყენება
    თმების შეღებვა იწვევს მათ მიდრეკილებას სიმშრალისა და მტვრევადობისკენ, ამიტომაც ისინი რეგულარულ და კარგ მოვლას საჭიროებს. სპეციალური ნიღბები და კონდიციონერები შეღებილი თმისთვის უფრო დიდხანს შეგინარჩუნებთ ფერს და დაიცავს თმას გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. ეცადეთ, არ შეეხოთ თავის კანს და მთელი ყურადღება ბოლოებზე გაამახვილოთ.

  9. ფენის, თმის უთოსა და დასახვევის ხშირი გამოყენება
    9 რამ, რაც უარყოფითად მოქმედებს შეღებილ თმებზე
მაღალი ტემპერატურა ძალიან უარყოფითად მოქმედებს თმებზე. თუ ამ საშუალებებზე ვერ იტყვით უარს, მაშინ გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები თმების გასაჯანსაღებლად.

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ თმის ფერის უფრო დიდხანს შენარჩუნებაში - გაუზიარეთ მეგობრებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: