ავადმყოფური მიჯაჭვულობა: ყალბი სიყვარულის 8 უტყუარი ნიშანი.

Загрузка...

სიყვარული- გრძნობა, რომელიც ადამიანებს ერთდროულად შფოთსა და ჰარმონიას ჩუქნის. მას ინდივიდის ჭკუიდან გადაყვანა შეუძლია. არის ხოლმე მომენტები, როდესაც გვგონია, რომ შეყვარებულები ვართ, თუმცა რეალურად საქმე ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობასთან გვაქვს. ამ სტატიაში OXOTV თქვენ ყალბი სიყვარულის 8 უტყუარ ნიშანს წარმოგიდგენთ.

ავადმყოფური მიჯაჭვულობა: ყალბი სიყვარულის 8 უტყუარი ნიშანი.

  1. თქვენს შორის ქიმია არ არის.

    მიზიდულობა ანუ ეგრეთწოდებული ქიმია აუცილებელი რამ გახლავთ. იგი თავად ბუნეებამ გვიბოძა და იმისთვის, რომ იგი გაჩნდეს, ადამიანებს საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მის გარეშე სიყვარულის შენარჩუნება საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. თუკი ინდივიდებს შორის ფიზიკური ლტოლვა არ არსებობს, მათ გრძნობას სიყვარულს ვერ ვუწოდებთ.

  2. თქვენი დანახვა ყოველთვის არ სიამოვნებთ.

    როდესაც ადამიანს წრფელად უყვარს მისი მეორე ნახევარი, მას მუდამ ენატრება ის და ყოველთვის ნახულობს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ძვირფას პიროვნებას თქვენთან შეხვედრა არ სიამოვნებს, დიდი ალბათობით მას არ უყვარხართ.

  3. თქვენს არსებობას ხშირად ივიწყებენ.

    როგორ შეიძლება შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი დაივიწყო? თუკი ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი წრფელად უყვართ, ისინი მუდამ ცდილობენ ერთმანეთთან ახლოს იყვნენ. შეყვარებული ადამიანი მის მონათესავე სულს არასდროს ივიწყებს, ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი. თქვენ არ უნდა გჭირდებოდეთ, რომ ადამიანისთვის ყოველთვის თავის შეხსენება!

  4. უფრო მეტად გაკრიტიკებენ, ვიდრე გაქებენ.

    ავადმყოფური მიჯაჭვულობა: ყალბი სიყვარულის 8 უტყუარი ნიშანი.

    ჩვენ ყველას გვსურს, რომ ჩვენთვის ძვირფასმა ადამიანებმა თავი კარგად იგრძნონ ხომ? შეყვარებული ადამიანი მის მეორე ნახევარს არასდროს დაამცირებს, არც გააკრიტიკებს. შეიძლება მას რაიმე შენიშვნა ჰქონდეს, თუმცა მის უარყოფით დამოკიდებულებას ისე გამოხატავს, რომ გული არ გეტკინოთ.

  5. თქვენი პარტნიორის გამო ბოდიშის მოხდა გიწევთ.

    თქვენი პარტნიორის ქცევების გამო მუდამ გიწევთ მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის ბოდიშის მოხდა? დაფიქრდით იქნებ ისინი მართლები არიან და ერთმანეთს საერთოდ არ შეეფერებით.

  6. თავდაჯერებულობას ვერ გრძნობთ.

    როდესაც იცით, რომ ადამიანს უყვარხართ, მასთან ბოლომდე გახსნილი ხართ და თავს კომფორტულად გრძნობთ. თქვენ არ ფიქრობთ ათას წვრილმანზე და თავდაჯერებული ბრძანდებით, რადგან კარგად იცით, რომ თქვენს მეორე ნახევარს ნამდვილად უყვარხართ. მუდამ გაღელვებთ რას იფიქრებს პარტნიორი და ა,შ? გვერწმუნეთ ეს სიყვარული არ არის.

  7. ნაკლებ დროს ატარებთ ერთად.

    მათ , ვისაც ერთმანეთი გულწრფელად უყვართ, სურთ, რომ მუდამ ერთად იყვნენ. შეყვარებულ ინდივიდებს სულ ერთად ყოფნა უნდათ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეორე ნახევარი ზოგჯერ გაგირბით ან თქვენთვის დროს ვერ ნახულობს ხოლმე, ნუ მოიტყუებთ თავს, მას არ უყვარხართ. პიროვნება, რომელსაც მართლაც ეყვარებით, ეცდება გამუდმებით თქვენს გვერდში იყოს, გვერწმუნეთ.

  8. თქვენს წყვილს მომავალი არ აქვს.

    ავადმყოფური მიჯაჭვულობა: ყალბი სიყვარულის 8 უტყუარი ნიშანი.

    როგორ შეიძლება ისეთ წყვილს მომავალი ჰქონდეს, რომელიც საერთოდ არ გეგმავს რამეს და არ ცდილობს ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს. ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ ორი ადამიანი მაინცდამაინც უნდა დაქორწინდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათგან რომელიმეს ურთიერთობის დასერიოზულება არ სურს, საქმე სიყვარულთან ნამდვილად არ გვაქვს.

    დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ თავად განსაზღვრავთ როგორ მოგექცევიან გარშემომყოფები. თუკი თქვენ უკვე ახლა არ მოგწონთ რამე, მომავალში საკუთარი თავის ან პარტნიორის შეცვლა მოგიწევთ. მხოლოდ თქვენ იცით როგორ უნდა მოიქცეთ. უსმინეთ თქვენს გულს და ის სწორ გზაზე დაგაყენებთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: