11 გზა, რათა ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე მოვიშოროთ შებერილი მუცელი.

Загрузка...

ყოველ ჩვენთაგანს ერთხელ მაინც შეუწუხებია გაბერილი მუცლისგან გამოწვეულ დისკომფორტს, თუმცა ზოგიერთ ადამიანი მის პარალელურად ტკივილებსაც შეუწუხებია. იგი არაჯანსაღ კვებაზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია გახლავთ. მოგხსენებათ, ადამიანის კუჭი და ნაწლავები გაზიათაა სავსე. იგი ერთ-ერთი ბაქტერიის გამო ჩნდება, რომელიც საჭმლის მონელებაში იღებს მონაწილეობას. შებერილ მუცელს ხშირ შემთხვევაში გაზიანი სასმელები განაპირობებს, მისგან გასათავისუფლებელ მეთოდებს კი OXOTV-ის რედაქცია სწორედ ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.

  1. დილით ლიმონიანი თბილი წყლის დალევა.

    11 გზა, რათა ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე მოვიშოროთ შებერილი მუცელი.

    საუზმემდე 15 წუთით ადრე თბილი ლიმონიანი წყლის მიღება, კუჭში მჟავიანობას არეგულირებს და იჟოგას ხსნის.

  2. საუზმეზე ყავასა და რძეს ნუ დალევთ.

    რძე და ყავა კუჭის მჟავიანობის დონეს სწევს, ამიტომ უმჯობესია ყავა მწვანე ჩაით, ხოლო რძე იოგურტით ან მაწვნით ჩაანაცვლოთ.

  3. ჭამამდე ჩაი სვით.

    11 გზა, რათა ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე მოვიშოროთ შებერილი მუცელი.

    ჭამამდე გვირილის ან მწვანე ცხელი ჩაი სვით. ისინი კუჭს დაგიწყნარებთ. რაც შეეხება ჯანჯაფილის ჩაის, მას კუჭის სპაზმებისა და შებერილობის მოხსნა ძალუძს.

  4. უჯრედისით მდიდარი პროდუქტები შეზღუდეთ.

    უჯრედისი ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება კუჭის შებერილობას იწვევს. მას ძირითადდა შეიცავს: კარტოფილი, კომბოსტო, ვაშლი, ხახვი, ატამი და სხვა.

  5. დაივიწყეთ ცხიმიანი საკვები.

    11 გზა, რათა ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე მოვიშოროთ შებერილი მუცელი.

    ორგანიზმს ცხიმიანი საკვების გადასამუშავებლად მეტი დრო სჭირდება, რის გამოც კუჭში მეტი გაზი გროვდება, ამასთან კონკრეტული პროცესის პარალელურად თქვენ შესაძლოა სიმძიმე, ტკივილი და დისკომფორტი იგრძნოთ.

  6. ნელა ჭამეთ.

    სწრაფად ჭამის დროს დიდი შანსია თქვენ უფრო დიდი რაოდენობის საკვები მიიღოთ და ამასთან კუჭში მეტი ჰაერი მოხვდეს. ეცადეთ ნელა და აუჩქარებლად ჭამოთ ხოლმე.

  7. მოეშვით მავნე ჩვევებს.

    11 გზა, რათა ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე მოვიშოროთ შებერილი მუცელი.

    ალკოჰოლური სასმელების მიღებამ შესაძლოა თქვენი კუჭის მოქმედება შეაფერხოს და რიგ დაავადებებს დაუდოს საფუძველი, თუმცა მოწევა მასზე ნაკლებად სახიფათო სულაც არ გახლავთ. იმის გარდა, რომ სიგარეტი ფილტვის კიბოს მაპროვოცირებელია, მისი მოწევის დროს ჩვენ გარკვეული რაოდენობის ჰაერს ჩავისუნთქვათ, რომელიც დიდი შანსია კუჭში აღმოჩნდეს.

  8. ნაკლები მარილი.

    მარილი ორგანიზმში წყალს აკავებს, რის შემდეგაც ინდივიდს მუცელი ებერება. ეცადეთ ნაკლები მარილი გამოიყენოთ საკვების მომზადებისას. გვერწმუნეთ, არ ინანებთ.

  9. კვების დროს სითხეებს ნუ მიიღებთ.

    როდესაც კვების დროს საყვარელ სითხეებს იღებთ, დაიმახსოვრეთ, რომ ისინი კუჭის მჟავას რაოდენობრივად ზრდის, შედეგად კი საკვების მონელება აფერხებს. ეცადეთ სითხეებზე უარი თქვათ, განსაკუთრებით კი გაზიან სასმელებზე.

  10. აკეთეთ ვარჯიშები.

    11 გზა, რათა ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე მოვიშოროთ შებერილი მუცელი.

    დიეტის პარალელურად შებერილი მუცელისგან ეფექტურად გაგათავისუფლებთ ერთი ძალიან მარტივი ვარჯიში. უბრალოდ დაწექით ზურგზე, ფეხები მოხარეთ და იგივე პოზიციაში, რომელშიც ფოტოზე წარმოდგენილი მანდილოსანია, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჩერდით. ვარჯიში 10ჯერ გაიმეორეთ.

  11. დაწიეთ სტრესის დონე.

    სტრესი არა მხოლოდ საკვების მონელებაზე, არამედ სრულიად ორგანიზმზე აისახება უარყოფითად. ეცადეთ ღამის განმავლობაში უკეთ გამოიძინოთ და მეტად მოეშვათ.

    ეს მარტივი რჩევები თქვენ სამუდამოდ გაგათავისუფლებთ შებერილი მუცლისა და დისკომფორტისგან.

    OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: