7 ნაბიჯი, რომლებიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ.

Загрузка...

მოდა მუდმივად ცვალებადი რამ გახლავთ. ის ყოველდღიურად გვთავაზობს სიახლეებს. არიან ქალები, რომლებიც მის გამო ხშირად ცვლიან გარდერობს, რაც არასწორია. ყოველ ადამიანს თავისი ინდივიდუალური ჩაცმის სტილი უნდა ჰქონდეს. ეს აუცილებელი რამ გახლავთ, თუმცა ლამაზის სქესის ზოგიერთ წარმომადგენელს ეს ძალიან უჭირს. დღეს OXOTV-ის რედაქცია ამ პრობლემას სამუდამოდ მოაგვარებს. ჩვენ წარმოგიდგენთ 7 ნაბიჯს, რომელთა წყალობით საკუთარ სტილს აღმოაჩენთ.

  1. გაიგეთ სხეულის რა ტიპი გაგაჩნიათ.

    7 ნაბიჯი, რომლებიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ.

    თქვენ აუცილებლად უნდა გაიაზროთ, რომ ყოველი სამოსი თქვენს სილუეტს არ მოუხდება. ეცადეთ ისეთ ტანსაცმელზე გააკეთოთ არჩევანი, რომლებიც თქვენი ფიგურის ტიპს შეესაბამება.

  2. ფერთა გამა.

    7 ნაბიჯი, რომლებიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ.

    გასაოცარია, თუმცა თქვენი გალამაზება არა მხოლოდ კოსმეტიკად, არამედ სამოსის ტონებსაც შეუძლია. თქვენ უნდა ეცადეთ და თქვენს შესაფერის ფერებზე გააკეთოთ არჩევანი. ეცადეთ ისინი წელიწადის დროების მიხედვით აარჩიოთ, რადგან ეს ყველაზე იოლი და გასაგები გზაა. უნდა ითქვას, რომ სუფთა ფერთა ტიპები იშვიათია და ყოველ ადამიანს რამდენიმე სახის ფერი უხდება. საკუთარი ფერთა გამის არჩევის პროცესში თქვენ ერთი მნიშვნელოვანი წესი უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკუთარი ფერები სახეს მაქსიმალურად უნდა შევუხამოთ, მაგალითად თუკი კრემისფერი მანტო გეცმევათ, მოყავისფრო შარფი ძალიან მომგებიანი იქნება.

  3. იპოვნეთ ის, რაც შთაგაგონებთ.

    7 ნაბიჯი, რომლებიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ.

    შეიძლება ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ, თუმცა ის მართლაც გვეხმარება საკუთარი სტილის პოვნაში. მოძებნეთ ისეთი რამ, რაც შთაგაგონებთ და შექმენით ახალა-ახალი ლუქები. დაივიწყეთ ტრენდები, თავად სცადეთ რაიმეს შექმნა. შთაგონება შეიძლება ნებისმიერი რამისგან გაგიჩნდეთ, იქნება ეს ძველი ფოტოსურათები, თუ საყვარელი ფილმი.

  4. გამოყავით თქვენი "შავი სია".

    7 ნაბიჯი, რომლებიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ.

    ყველას ყველაფერი ვერ მოეწონება. ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას რაიმე ტიპის სამოსი საერთოდ არ მოსწონს, ამიტომ მან იგი შავ სიაში უნდა ჩაწეროს. დიახ, აქსესუარები, თუ ტანსაცმელი, რომელიც დიდად არ გხიბლავთ, არასდროს უნდა მიაკაროთ თქვენს გარდერობს.

  5. საყვარელი სამოსი.

    7 ნაბიჯი, რომლებიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ.

    იპოვეთ ისეთი, რამ, რაც ძალიან გიხდებათ და ეცადეთ ხშირად ჩაიცვათ ის. დაიმახსოვრეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა არის მოდაშია, მთავარია რა გიხდებათ თქვენ! ზოგიერთისთვის ჯინსი ბოიფრენდი სრულიად მისაღები და კომფორტულია, სხვას ლამაზი ქურქი მოსწონს. ბრმად ნურასოდეს აყვებით მოდას.

  6. საკუთარი არომატი.

    7 ნაბიჯი, რომლებიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ.

    ნეტაც იცოდეთ, თუ რამდენ რამეს ნიშნავს არომატი! იგი ადამიანს ინდივიდუალიზმს ანიჭებს. გარშემომყოფებმა თქვენ რაიმე კონკრეტულ სუნამოსთან უნდა დაგაკავშირონ, თქვენ მასთან უნდა ასოცირდებოდეთ. არომატი ძალიან ბევრს ამბობს ქალბატონზე. არსებობს ათასობით სუნი, რომლებიც სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან. როდესაც ოთახიდან გახლავთ და თქვენს "სუნს" დატოვებთ, სხვა მაშინვე უნდა მიხვდეს, რომ იქ სწორედ თქვენ იყავით.

  7. იყავით ის, რაც ხართ.

    7 ნაბიჯი, რომლებიც საკუთარი სტილის პოვნაში დაგეხმარებათ.

    არც ერთი კაბა, სამკაული, თუ მაკიაჟი გაგხდით ისე მიმზიდველს, როგორც ბუნებრივობა. ყველაფერი თქვენი სურვილისაებრ აკეთეთ. ნუ აყვებით სხვებს და ნუ შეგეშინდებათ თქვენი რეალური სახის ჩვენება. ადამიანს ხელოვნურობაზე მეტად არაფერი აუფასურებს. ნუ ითამაშებთ აუდიტორიაზე და დარჩით ისეთი, როგორიც რეალურად ბრძანდებით! ბუნებრიობა საუკეთესო შესამოსელი გახლავთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: