10 ფაქტი მდედრობითი სქესის შესახებ, რომლებზეც თავად ქალბატონებმაც არაფერი იციან!

Загрузка...

ქალებს სუსტი სქესის წარმომადგენლებს უწოდებენ, თუმცა რამდენად სიმართლეა ეს? რეალურად ქალის ორგანიზმი ბევრ რამეში მამაკაცზე უპირატესი გახლავთ. გაინტერესებთ კერძოდ რეებზე გვაქვს საუბარი? დღეს OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 10 ფაქტის, რომლებიცმანდილოსნებზე მთლიანად შეგიცვლით წარმოადგენას.

  1. ქალები უფრო დიდი ხნით ცოცხლობენ.

    10 ფაქტი მდედრობითი სქესის შესახებ, რომლებზეც თავად ქალბატონებმაც არაფერი იციან!

    ქალების საშუალო სიცოცხლისუნარიანობა ბევრად უფრო აღემატება მამაკაცისას. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებით ნაკლებად იტანჯებიან. სხვათაშორის ისინი სიკვდილის ძირითადი მიზეზი გახლავთ ხოლმე. ამასთან სწავლულები აღნიშნავენ, რომ მათ სიცოცხლეს მუდმივი კომუნიკაცია და ახლობლებთან ახლოს ყოფნა უხანგრძლივებს.

  2. ტკივილს უფრო მარტივად იტანენ.

    ამბობენ, რომ მამაკაცები ძალიან მარტივად იტანენ ტკივილს, თუმცა ეს სიცრუეა. რეალურად სწორედ ქალებს ძალუძთ ტრავმების მარტივად გადატანა. მეცნიერების ცნობით, ბუნებამ ასე იმიტომ მოაწყო, რომ ქალებს უფრო მარტივად შეძლებოდათ მშობიარობა.

  3. თავისა და კისრის სიმსივნე ნაკლებად ემუქრებათ.

    სტატისტიკა არ ტყუის. აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს თავისა და კისრის სიმსივნე 2-3 ჯერ უფრო ხშირად ემართებათ. ამ ფაქტს მეცნიერები იმით ხსნიან, რომ მამაკაცებს მეტი მავნე ჩვევა აქვთ, მათ შორის მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება.

  4. მოწიფული ქალები იშვიათად ავადდებიან მელანომით.

    10 ფაქტი მდედრობითი სქესის შესახებ, რომლებზეც თავად ქალბატონებმაც არაფერი იციან!

    45 წლამდე მელანომა ქალებში უფრო ხშირია. ეს მათი რუჯის მიმართ სიყვარულით აიხსნება, თუმცა უკვე მოწიფულ ასაკში სიტუაცია სულ სხვაგავრი გახლავთ. აღმოჩნდა, რომ ზრდასრული ქალბატონები მელანომით ბევრად უფრო იშვიათად იტანჯებიან, ვიდრე მამაკაცები.

  5. უკეთესი ყნოსვა გააჩნიათ.

    10 ფაქტი მდედრობითი სქესის შესახებ, რომლებზეც თავად ქალბატონებმაც არაფერი იციან!

    ბოლო პერიოდის კვლევების თანახმად, ქალებს ყნოსვით ბოლქვში (ტვინის სპეციალური ნაწილი) მამაკაცებზე 50%-ით უფრო მეტი უჯრედი აქვთ. მეცნიერები დღემდე ვერ ხვდებიან რატომ გადაწყვიტა ბუნებამ ასე. არსებობს მოსაზრება, რომ უკეთესი ყნოსვა ფერონომების უკეთ გასარჩევად (პარტნიორის არჩევისას) ებოძათ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, სხვების აზრით, მიზეზი მხოლოდ შვილების ინფექციებისგან დაცვა გახლავთ.

  6. მეტი კარგი ქოლესტერინი აქვთ.

    კარგი ქოლსტერინი წამყვან როლს თამაშობს გულის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ზრდასრულ ასაკში.

  7. უკეთესი მეხსიერება.

    10 ფაქტი მდედრობითი სქესის შესახებ, რომლებზეც თავად ქალბატონებმაც არაფერი იციან!

    როგორც გაირკვა ლამაზი სქესის წარმომადგენლებს მამაკაცებზე უკეთესი მეხსიერება გააჩნიათ. ამის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ამას ის ფაქტი განაპირობებს, რომ მამაკაცები ჰიპერტონიისა და გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებისკენ მეტად არიან მიდრეკილნი.

  8. ნაკლებად მიდრეკილნი არიან ალკოჰოლიზმისკენ.

    უამრავი კვლევის საფუძველზე ცხადი გახდა, რომ მამაკაცები უფრო მეტად არიან ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილნი. ამას ის მარტივი მიზეზი განაპირობებს, რომ სმისას ძლიერ სქესში ბედნიერების ჰორმონის გამომუშავდება. რაც შეეხება ქალებს, ისინი იშვიათად იღებენ სასმელს, ეგეც მაშიც, თუკი სტრესის დამარცხება სურთ.

  9. ჭარბწონიანობის დროს მუცლის არეში ცხიმს უფრო რთულად აგროვებენ.

    ცხიმოვანი ფენები ქალბატონებს ძირითადად ფეხების, ხელებისა და უკანალის არეში უგროვდებათ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ მცულსი არეში დაგროვილი ცხიმი შინაგან ორგანოებს უქმნის საფრთხეს, ამასთან რიგ სერიოზულ დაავადებების ფორმირებასაც უწყობს ხელს.

  10. ინფარქტი ნაკლებად ემუქრებათ.

    სიმსივნის წარმოქმნის რისკი მამაკაცებში ქალებზე 10 წლით უფრო ადრე ჩნდება. აქ მნიშვნელოვან როლს მხოლოდ კარგი ქოლსტერინი კი არა ისიც თამაშობს, რომ მანდილოსნები საკუთარ ჯანმრთელობას მეტი სიფრთხილით ეკიდებიან!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: