ჰიპოგკლიკემია: რას მოიცავს ეს დარღვევა და როგორ უნდა აღკვეთოთ იგი

Загрузка...

გსმენიათ ჰიპოგლიკემიის შესახებ? ეს არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის დონე განსაკუთრებით ეცემა. ბევრს ჰგონია, რომ ჰიპოგლიკემიის გამოწვევა მხოლოდ შაქრიან დიაბეტს შეუძლია, თუმცა ეს ასე სულაც არ არის. OXOTV-ის რედაქცია გაგარკვევთ ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებსა და მის პროფილაქტიკაში.

ჰიპოგლიკემია, შესაძლოა, სხვადასხვა პრეპარატმა, ნახშირწყლების დაბალი შემცველობის მქონე დიეტამ და ფიზიკურმა სავარჯიშოებმა. ინსულინის ძალიან მაღალი დონეც იწვევს გლუკოზის დონის საგრძნობლად კლებას. თუმცაღა, ჰიპოგლიკემიას მხოლოდ შაქრიანი დიაბეტი როდი იწვევს. ეს ხდება მაშინ, როცა სისხლში შაქრის რეგულაცია ირღვევა.

ჰიპოგკლიკემია: რას მოიცავს ეს დარღვევა და როგორ უნდა აღკვეთოთ იგი

როგორ ვლინდება ჰიპოგლიკემია? მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებში სიმპტომების გამოვლენა მკაცრად ინდივიდუალურია, ესენია ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:
  • ძლიერი შიმშილი;
  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • დაბნეულობა;
  • ყურადღებისა და კონცენტრაციის დარღვევა;
  • ოფლიანობა;
  • თრთოლა;
  • თვალების ჩაბნელება.
არსებობს ჰიპოგლიკემიის ორი სახე: რეაქტიული და არარეაქტიული. პირველი ჭამიდან რამდენიმე საატის განმავლობაში მიმდინარეობს ინსულინის ჰიპერპროდუქციის შედეგად. რეაქტიული ჰიპოგლიკემია ზრდის შაქრიანი დიაბეტის გაჩენის რისკს.

ჰიპოგკლიკემია: რას მოიცავს ეს დარღვევა და როგორ უნდა აღკვეთოთ იგი

მეორე ტიპი ამასთან არავითარ კავშირშია. მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: ზოგიერთი მედიკამენტი, ღვიძლის, გულის ან თირკმლების დისფუნქცია, ანორექსია და ალკოჰოლის მიღება.

ჰიპოგკლიკემია: რას მოიცავს ეს დარღვევა და როგორ უნდა აღკვეთოთ იგი

მთავარი რისკ-ფაქტორები:
  • ჭარბწონიანობა;
  • პრედიაბეტი;
  • ჯანმრთელობის შინაგანი პრობლემები;
  • მემკვიდრული მიდრეკილება.
ჰიპოგლიკემიამ შესაძლოა სერიოზულ გართულებებამდე მიგვიყვანოს, ამიტომაც სისხლში შაქრის არასტაბილური დონე სრულად გვაძლევს ექიმთან დაუყოვნებლივ მისვლის საბაბს. ჩვენი რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობას! :)

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: