როგორ მოვაშოროთ შუშის ზედაპირს პატარა ნაკაწრები. გასაოცარი მეთოდი!

Загрузка...

უსიამოვნებებს ვერასდროს გავექცევით. გვინდა ეს თუ არა, ოდესმე მაინც შეგვემთხვევა ისეთი რამ, რომელიც ჩვენში გაღიზიანებას გამოიწვევს. ხშირად ადამიანებს შუშის ზედაპირის მქონე ნივთები ეფხაჭნებათ ხოლმე, იქნება ეს სმარტფონი, თუ უბრალოდ სათვალე. იმის მიუხედავად, რომ ნაჩხაპნი დიდი პრობლემა არ გახლავთ, იგი ისეთ ეფექტს ქმნის, თითქოს შუშა გატეხილია, თუმცა დღეს OXOTV-ი თქვენ გასწავლით მეთოდს, რომლის წყალობით ასეთი ნაკაწრებისგან სამუდამოდ გათავისუფლდებით.

როგორ მოვაშოროთ შუშის ზედაპირს პატარა ნაკაწრები. გასაოცარი მეთოდი!

ჩანთაში სათვალე ან სხვა შუშის ზედაპირის მქონე ნივთი უხეშად ჩააგდეთ და დააზიანეთ? არ იცით როგორ უშველოთ განაჩხაპნ შუშას? გირჩევთ ახლავე გაემზადოთ და უფერული ლაქის საძებნელად წახვიდეთ. შეიძლება გიკვირთ, თუმცა სწორედ მისი დახმარებით შეგიძლიათ, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ.

იმისათვის, რომ ნაკაწრი გააქროთ, თქვენ დაგჭირდებათ:
  • მიკროფიბრის ხელსახოცი.
  • ფრჩხილების უფერული ლაქი.
  • ფრჩხილის ლაქის გამხსნელი.
  • ბამბიანი ჩხირები.


  1. ნაბიჯი.

    როგორ მოვაშოროთ შუშის ზედაპირს პატარა ნაკაწრები. გასაოცარი მეთოდი!

    მიკროფიბრის ხელსახოცით აუცილებლად გაწმინდეთ დაზიანებული ადგილი ყოველგვარი ჭუჭყისგან.

  2. ნაბიჯი.

    როგორ მოვაშოროთ შუშის ზედაპირს პატარა ნაკაწრები. გასაოცარი მეთოდი!

    ფუნჯით აკურატულად წაუსვით ლაქის სითხე ნაჩხაპნს. ეცადეთ მის საზღვრებს არ გასცდეთ. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი მიზანი მხოლოდ ნაკაწრის ამოვსებაა.

  3. ნაბიჯი.

    როგორ მოვაშოროთ შუშის ზედაპირს პატარა ნაკაწრები. გასაოცარი მეთოდი!

    დააცადეთ ლაქს, რომ ბოლომდე გაშრეს. ამისათვის 1 საათი საკმარისი იქნება.

  4. ნაბიჯი.

    როგორ მოვაშოროთ შუშის ზედაპირს პატარა ნაკაწრები. გასაოცარი მეთოდი!

    ბამბიანი ჩხირი აცეტონით ან სხვა მსგავსი საშუალებით დაასველეთ და მისით მინა კარგად გაწმინდეთ. გააშრეთ მინდა და რეზულტატი თავადვე შეაფასეთ.

    როგორ მოვაშოროთ შუშის ზედაპირს პატარა ნაკაწრები. გასაოცარი მეთოდი!

    როგორც ხედავთ ეს არც თუ ისე რთული ხერხი გახლავთ, ამასთან ძალიან ეფექტური და მარტივად გასაგები. სცადეთ იგი სახლში, გვერწმუნეთ, სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩებით.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: