14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

Загрузка...

შემოდგომა- ყველასთვის საყვარელი წელიწადის დრო. ეს სეზონი მრავალი რამით გახლავთ გამორჩეული, მათ შორის მოდის სიახლეებით, რომლებიც ქალბატონებს ძალიან აინტერესებთ ხოლმე. რა არის ამ შემოდგომას ტრენდული? OXOTV-ი თქვენ წარმოგიდგენთ სამოსსა და აქსესუარებს, რომელთა შეძენა აღარ უნდა გადადოთ.

  1. პანჩო.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    პანჩო- მოდური და ორიგინალური სამოსი, რომელიც შემოდგომის ცუდ ამინდებში მუდამ დაგიცავთ, ამასთან იგი იდეალურია ყოველდღიურად ჩაცმისთვისაც.

  2. ბადე კოლგოტი.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    იმის მიუხედავად, რომ მსგავსი კოლგოტები გასულ სეზონებში იყო პოპულარული, ის მაინც არ თმობს პოზიციებს. ჩაიცვით სქელი ბადის მსგავსი ან კომპლექტირებული კოლგოტები. ისინი ძალიან მიმზიდველია.

  3. დიდი დუტი.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    ეს თბილი დუტები ამ შემოდგომა-ზამთრის must have სამოსი გახლავთ. მოდურობის გარდა ის ძალიან კომფორტული და თბილია. მისი შეხამება ბევრ რამესთან შეგიძლიათ, როგორც კაბასთან, ისე ყოველდღიურ სამოსთან.

  4. ლილიისფერი შუბა.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    ლილიისფერი შუბა ამ სეზონზე კარგად გაგათბობთ და ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო გაგიხალისებთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული პოპულარობით ლამის ბეწვისგან დამზადებულები გამოირჩევა.

  5. პიჯაკი.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    მამაკაცური სტილის მოგრძო პიჯაკი ძალიან დახვეწილი გახლავთ, რომელსაც საქმიანი და ყოველდღიური სამოსის სტერეოტიპის დამსხვევა შეუძლია. იგი იდეალურად გამოკვეთს ქალის სხეულს და მის სილუეტს არაჩვეულებრივად უსვამს ხაზს.

  6. ბოლოში გაშვებული შარვალი.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    ასეთი შარვლები კვლავ გახდა აქტუალური. მისი სილუეტი ძალიან დახვეწილი, ლამაზი და მოდურია. ქალბატონის სხეულს იგი მეტ შარმს ანიჭებს და ასევე მის ყოველ ღირსებას უკეთ წარმოაჩენს. ამას გარდა, მისი წყალობით მანდილოსანი უფრო მაღალი და წარმოსადეგი ჩანს.

  7. დიდი ზომის სვიტერი.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    დიდი ზომის სვიტერი არა მხოლოდ თბილი და კომფორტული, არამედ ძალიან მოდურიც გახლავთ, რომელიც გარდერობშიც აუცილელად უნდა გქონდეთ.

  8. უხეში ფეხსაცმელი.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    უხეში ტყავი ფეხსაცმელი მაღალ ქუსლსზე სეზონის ერთ-ერთი აქტუალური და პოპულარული რამ გახლავთ. იგი მოდურთან ერთად ძალიან მიმზიდველი და სექსუალურია, რომელიც ყველანაირ სამოსს უხდება. არ აქვს მნიშვნელობა სადმე მიდიხართ, თუ მაღაზიაში ხართ ჩასარბენი, მისი ჩაცმა ყველგან შეგიძლიათ.

  9. დახეული ჯინსები.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    მოდური და ეფექტური ჯინსები, რომლებიც მუხლებზე აგხეულია, აქტიურ გოგონებს შესანიშნავი სტილის შექმნაში ეხმარება.

  10. კაბა.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    უბრალო კაბა ამ სეზონზე ძალიან მოთხოვნადია. იმიჯის გასამდიდრებლად გირჩევთ კაბას გრძელი ბოტფორდები, შარფი ან სხვა რომელიმე მოდური აქსესუარი შეუხამოთ.

  11. ნაქსოვი ჩანთა.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    სტილის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი ეს ნაქსოვი ჩანთა იდეალურია ქალბატონებისთვის. მისი დაჭერა ყველგან შეგიძლიათ და თან მსგავსი ჩანთა თქვენ მეტ ინდივიდუალიზმსაც მოგანიჭებთ. არ აქვს მნიშვნელობა იგი დიდი იქნება, თუ პატარა, მოდური ქლაჩი.

  12. ბერეტი.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    თბილი ბერეტი თქვენ საკუთარი ქალურობისა და ელეგანტურობისთვის ხაზგასასმელად გამოგადგებათ. იმის გარდა, რომ იგი უფრო რომანტიულ იერს მოგცემთ, თქვენ ფრანგი ქალის იმიჯის მორგებაშიც დაგეხმარებათ.

  13. გრძელი საყურეები.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    სეზონის ნამდვილი დედოფალი გრძელი ბეწვიანი საყურეები გახლავთ. ასეთი უჩვეულო აქსესუარი ნებისმიერ სტილს გაამრავალფეროვნებს, ყველაზე უბრალოსაც კი.

  14. გრძელი შარფი.

    14 რამ, რაც ამ შემოდგომას ყოველი მოდური გოგონას გარდერობში უნდა იყოს.

    შალის გრძელი შარფები, რომელიც ყელსა და კისერს ასე კარგად გვითბობს, სეზონის ნამდვილი ბუმი გახლავთ! განსაკუთრებული აქტუალურობით ნაცრისფერ, წითელ და ოქროსფერ ტონებში გადაწყვეტილი შარფები სარგებლობს.

    ვიდეო ბონუსი:

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: