სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

Загрузка...

ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები ქეით მიდლტონის ყოველ გამოჩენას დიდი გულისყურით ადევნებს თვალს. ისინი მუდამ წერენ, თუ რას აკეთებს კემბრიჯის ჰერცოგინია, ამასთან როგორ იქცევა ან იცვამს. ბოლო წლის მანძილზე პრინც უილიამის მეუღლემ რიგი ძვირადღირებული სამოსი შეიძინა, ამიტომ ჟურნალისტებმა იმ ძვირფასი ტანსაცმლის სია შეადგინეს, რომლებიც ქეითზე 2017 წელს დაუფიქსირებიათ. OXOTV დღეს სწორედ ამ სიას წარმოგიდგენთ.

მონარქიული მმართველობის დრომ უკვე დიდი ხანია ჩაიარა. მეფეები და დედოფლები, რომლთა საგვარეულოები დღემდე შემორჩა, აღარ იცვამენ ყველასგან გამორჩეულად. თავის წინაპრებთან შედარებით ეს ადამაინები უბრალოები და მოკრძალებულები არიან, ხოლო ერთ-ერთი ასეთი დიდგვაროვანი ქემბრიჯის ჰერცოგინია გახლავთ. მას იშვიათად თუ ნახავთ სხვადასხვა ბრენდის მაღაზიებში, მაგრამ, თუ მას ძვირიანი სამოსის ჩაცმა უწევს, უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს. ჩვენ იმ ძვირიან სამოსს გიჩვენებთ, რომელთა შეძენის ნება ქეითმა ამ წელს მისცა საკუთარ თავს.

  1. ალპაკის ბეწვის ქუდი: 418$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    ის, რომ ქეით ძალიან მოსწონს ბეწვიანი ქუდები, პრესამ დიდი ხანია, რაც შეგვატყობინა. რაც არ უნდა იყოს იგი ვალდებული გახლავთ ბეწვიანი ქუდი ატაროს, განსაკუთრებით მაშიც, როცა მეუღლესთან ერთად ტაძარში მიბრძანდება.

  2. თბილი "სათხილამურო" დუტი: 505$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    ქეითი მუდამ ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე და ცდილობს ყოველთვის თბილად ეცვას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც მან ეს დუტი შეიძინა, დახლებიდან მისი ანალოგები მალევე გაქრა.

  3. ოსკარ დე ლა რენტას ფეხსაცმელები: 690$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    მულტიკულტურული ღონისძიების U.K. India Cultural Reception-ისთვის ქეითმა სწორედ ეს ფეხსაცმელები შეიძინა. რას იტყვით?

  4. ბრილიანტისა და მარგალიტის საყურეები: 1 350$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    ეს საყურეები ქეითმა იმ კაბას შეუხამა, რომელიც, ასევე შედის ამ სიაში. მისი ავტორი ინდოელი დიზაინერია.

  5. ლორენცო სერაფინის ჟაკეტი: 1 515$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    ეს სამოსი მიდლტონმა ბრიტანული თვითმფრინავების ტესტირებისთვის აარჩია. თქვენი აზრით, სწორი არჩევანი გააკეთა?

  6. Eponine London კაბა-პიჯაკი: 2 152$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    ლურჯი ფერის კაბა-პიჯაკი ქეითმა სპეციალურად ფსიქიური აშლილობის მქონე ბავშვების ცენტრ Anna Freud Center-ის ღონისძიებისთვის შეიძინა.

  7. ოსკარ დე ლა რენტას კოსტუმი: 2 190$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    მუქი იასამნისფერი კაბა ჰერცოგინიამ მედიცინის ჟურნალების ჟურნალისტთა გილდიისთვის მოირგო. წითელი დუტის მსგავსად ამ კაბის ანალოგები მალევე გაქრა მაღაზიების დახლებიდან.

  8. პრადას კაბა: 2 340$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    პრინცესა დიანას ხსოვნისადმი მიძღვნილ თეთრი ბაღის გახსნაზე ქეითი ულამაზესი მომწვანო კაბით იწონებდა თავს, რომელიც წვრილი ყვავილებით გახლდათ გაფორმებული.

  9. ერდემ ევიტას კაბა: 2 447$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    Heads Together ღონისძიებაზე ქეითი სწორედ ამ კაბით მივიდა, რომლითაც მან საოცარი ეფექტის მოხდენა შეძლო. ეს ორგანიზაცია ფსიქიური აშლილობის მქონე პირებს ეხმარება.

  10. ალექსანდერ მაქქუინის ქლაჩი: 2 695.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    ეს ძვირადღირებული ქლაჩი ვიზუალურად საკმაოდ უბრალო გახლავთ. მიდლტონი ეცადა, რომ მას ზედმეტად მდიდრულად არ ცმოდა და ყველაფრის მიუხედავად მოკრძალებული იერი შეენარჩუნებინა.

  11. ასპრეი 167-ის საყურეები: 4 900$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    ეს პატარა საყურეები ქეითს წითელ დუტზე უფრო ძვირი დაუჯდა.

  12. შანელის ჩანთა: 4 908$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    პარიზის ოფიციალური ვიზიტისას ამაზე უკეთესი რა შეიძლება, რომ ქალმა შეარჩიოს?

  13. ჯენი პეკჰემის საღამოს კაბა: 5 170$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    პარიზში კიდევ ერთი სტუმრობისას ქეითი სწორედ ასე იყო შემოსილი. როგორც ჩანს უცხო გარემოში იგი უფრო მდიდრულად იცვამდა.

  14. ალექსანდერ მაქქუინის კაბა: 7 765$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    ბრიტანული კინოაკადემიის გახსნაზე ქეითს მართალია ძვირადღირებული, თუმცა ვიზუალურად ძალიან სადა კაბა ეცვა. მან არ უღალატა საკუთარ ტრადიციას და კვლავაც მომცრო ყვავილებით გაწყობილ სამოსზე გააკეთა არჩევანი.

  15. შანელის პიჯაკი: 10 891$.

    სამეფო სტილის ფასი: ქეით მიდლტონის 15 ყველაზე ძვირადღირებული სამოსი.

    ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ მომავალი დედოფალი ძალიან უბრალოდ იცვამს, თუმცა პარიზმა მაინც შეძლო, რომ მას ძვირადღირებული სამოსით მოეწონებინა თავი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: