18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

Загрузка...

ყოველდღიურად ჩვენ ვაწყდებით სხვადასხვა წვრილმან პრობლემას, რომელთა გადასაჭრელადაც OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ 18 კრეატიულ და გენიალურ ხრიკს.

  1. ნივთების შეფუთვა
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    რამდენიმე მოზრდილი ცელოფანი დაგეხმარებათ დაკიდულიო ნივთების სწრაფად შეფუთვაში. ასევე, ასე შეძლებთ არასეზონური ტანსაცმლის შეფუთვას და გამოყოფას სხვა დანარჩენი ტანსაცმლისგან.

  2. პლანშეტის სამაგრი
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    არ ღირს პლანშეტის სპეციალური სადგამისთვის ფულის გადახდა. ამ ფუნქციას წებოვანი კაუჭი-საკიდებიც კარგად შეასრულებს.

  3. უნივერსალური ქანჩი
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    ჭანჭიკის მოხსნა გჭირდებათ და არ გაქვთ შესაბამისი ქანჩი? უბრალოდ შეავსეთ ცარიელი ადგილი 1 ან რამდენიმე მონეტით.

  4. ჰერმეტული შეფუთვა
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    პლასტმასის სახურავიანი ბოთლის ყელით შეძლებთ ცელოფნის პაკეტებში შეფუთული საკვების ჰერმეტულად შენახვას. ასე გაუხანგრძლივებთ ვადას მაკარონებს, მარცვლეულსა და სხვ.

  5. კედლის გახვრეტის სიზუსტე
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    მანამ, სანამ ამა თუ იმ ნივთს დაკიდებთ კედელზე, დააქსეროქსეთ, ფურცელზე სრული სიზუსტით გახვრეთ კედელს.

  6. სამალავი
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    მცირე ზომის სახურავიან ყუთს მიაწებეთ პატარა ზომის ქვა, ჩააგდეთ შიგ გასაღები და ჩაფალით მიწაში.

  7. მორწყვის ავტონომიური სისტემა
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    ჩაფალით წყლით სავსე მინის ბოთლი ყვავილის ქოთანში - ასე მცენარეს 5-7 დღე შეუნარჩუნდება წყალი და შეგიძლიათ არ იდარდოთ მასზე, როცა სადმე წახვალთ.

  8. ქვიშის მოედანი
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    მოაწყვეთ ქვიშის მოედანი კარავში - ასეთი ეშმაკობა დაიცავს ბავშვს მზის მავნე ზემოქმედებისგან.

  9. წვრილი დეტალების ძიება
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    "ჩააცვით" ძველი კოლგოტი მტვერსასრუტის მილს და მოძებნეთ ბეჭედი, საყურე და სხვა პატარა ნივთი.

  10. ნაძვის ხის შეფუთვა
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    ეშმაკობა ყველაზე ზარმაცებისთვის: შეფუთეთ მორთული ნაძვის ხე გამჭვირვალე ფოლგაში და შეინახეთ ფარეხში, აივანზე ან საწყობში მომავალ დღესასწაულამდე.

  11. საკიდები
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    ძველი საშლელი სკამების გამოყენება შეგიძლიათ თაროებად და საკიდებად.

  12. ლურსმნის დაჭედება
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    დააფიქსირეთ ლურსმანი სავარცხლის კბილებს შორის და დაიცავით თითები ტრავმისგან.

  13. ალტერნატიული ასანთის ღერები
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    მშრალი სპაგეტის ჯოხები ასანთის ღერებზე არანაკლებ კარგად და დიდხანს იწვის. გამოიყენეთ ისინი ღუმელში ქურის ასანთებად და სხვ.

  14. ადგილის დაზოგვა მაცივარში
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    ცელოფნის პაკეტები ჩამოკიდეთ მაცივრის დანაყოფებიან თაროებზე ქაღალდის სამაგრებით - ასე ადგილსაც დაზოგავთ და არეულობასაც აირიდებთ თავიდან.

  15. მაისურების შენახვა
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    მიამაგრეთ აბაზანის ფარდის სამაგრები საკიდზე და დაკიდეთ მათზე მაისურები.

  16. დასადგამი ნოუთბუქისთვის
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    კვერცხის მუყაოს საწყობი გამოიყენეთ ნოუთბუქის დასადებად - ასეთი ბიუჯეტური იდეა დაგიზოგავთ თანხას და დაიცავს გაჯეტს გადახურებისგან.

  17. სასმელების გაციება
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას

    შეახვიეთ სასმლის ბოთლი ქაღალდის ხელსახოცში და შედგით საყინულეში 15-20 წუტით. ცივი სასმელი მზადაა!

    ვიდეო-ბონუსი


  18. ბოლოების დაფიქსირება
    18 გენიალური ხრიკი სახლისთვის, რომლებიც რეალურად გაგიმარტივებთ ცხოვრებას
სკოჩისა და წებოვანი ლენტის ბოლო რომ არასდროს დაკარგოთ, მიამაგრეთ ქაღალდის დამჭერები.

ვიდეო-ბონუსი

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: