მამაკაცმა მოხუცთა თავშესაფრის ღირსეული ალტერნატივა იპოვა საკუთარი დედისათვის

Загрузка...

დრო ძალიან სწრაფად მიდის.. ერთ დროს ძალიან საყვარელი მოფუსფუსე მოხუცები სრულიად დამოკიდებული ხდებიან სხვა ადამიანზე. ზოგ ქვეყანაში არსებობს სპეციალური დაწესებულებები სპეციალური პერსონალით, თუმცა, ცხოვრების პირობები ყველგან ერთნაირი არაა - ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ მოხუცი ძვირადღირებულ პანსიონატში მოათავსონ, სახელწმიფო დაწესებულებებში კი, რბილად რომ ვთქვათ, საშინელი მდგომარეობაა.

მეტიც, ყველა არ არის თანახმა მშობლების მოხუცთა სახლში მიბარებისა და თავად უვლიან მათ სახლში, თუმცა, თანდათან ჩნდება შეუთავსებლობა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ამგვარ პასუხისმგებლობას შორის. ამას გარდა, ხშირია უთანხმოებები უფროს თაობებსა და ახალგაზრდებს შორის. ხანდახან სწორედ ეს ხდება მიზეზი მოხუცების სპეციალურ დაწესებულებებში მიყვანისა.

დღეს OXOTV-ის რედაქცია მოგიყვებათ ექიმ და ბიზნესმენ კენეტ დიუპინზე, რომელმაც მოხუცთათვის ააშენა სპეციალურად დაპროექტებული, ადაპტირებადი კოტეჯები. კოტეჯის მცირე ზომების წყალობით, შეგიძლიათ იგი უკანა ეზოშიც ააშენოთ, ხოლო ტექნოლოგიების მაღალი დონე უზრუნველყოფს სრულ კომფორტსა და ქმედებების თავისუფლებას. ამასთან, ბავშვები და მშობლები გახდებიან საკუთარი სამფლობელოს გამგებლები და დაპირისპირებასაც არ ექნება ადგილი.

მამაკაცმა მოხუცთა თავშესაფრის ღირსეული ალტერნატივა იპოვა საკუთარი დედისათვის

მამაკაცმა მოხუცთა თავშესაფრის ღირსეული ალტერნატივა იპოვა საკუთარი დედისათვის

MedCottage არის კოტეჯი, რომელიც სავადმყოფოს პალატის მცირე ანალოგი. სახლის ფართობი სულ რაღაც 28 კვ.მ-ა და ის მოდურადაც გამოიყენება.

მამაკაცმა მოხუცთა თავშესაფრის ღირსეული ალტერნატივა იპოვა საკუთარი დედისათვის

შიგნით შესვლისას ჩვენ აღმოვჩნდებით თანამედროვე და არაფრით გამორჩეულ ოთახში. დიზაინი გვაგონებს სტუდიოს ტიპის ბინას ღია სამზარეულოთი.

მამაკაცმა მოხუცთა თავშესაფრის ღირსეული ალტერნატივა იპოვა საკუთარი დედისათვის

მამაკაცმა მოხუცთა თავშესაფრის ღირსეული ალტერნატივა იპოვა საკუთარი დედისათვის

კომუნიკაციური პრობლემებიც ძალიან კარგადაა მოგვარებული - ყველა გაყვანილობა ინტეგრირდება ძირითადი სახლის(სადაც შვილები ცხოვრობენ) გაყვანილობებთან.

მამაკაცმა მოხუცთა თავშესაფრის ღირსეული ალტერნატივა იპოვა საკუთარი დედისათვის

უამრავი პროფესიონალური მიმღები საშუალებას გაძლევთ დისტანციურად აკონტროლოთ მაცხოვრებელი - ასეთი მიმღები მონაცემთა ფართო სპექტრს იძლევა, ჰაერის ტემპერატურით დაწყებული არტერიული წნევით დამთავრებული.

საშხაპე თითქმის მთლიანად გახსნილია. კედლებზე ხელის მოსაკიდებელი მილებია, გვერდით კი ჩამოსაჯდომიც, ასე, რომ შხაპის მიღება მაქსიმალური კომფორტითაა შესაძლებელი. მსგავსი კონსტრუქცია კოტეჯის კედლის ყველა თავისუფალ ადგილზეა მიმაგრებული. ვიდეოდაკვირვების სისტემა გაძლევთ საშუალებას, ნებისმიერ დროს ნახოთ, ყველაფერი რიგზეა თუ არა. კარგი მოფიქრებაა იატაკი, რომელიც საღამოობით ანათებს. განსაკუთრებულად ამორტიზებული საფარი მაქსიმალურად ამცირებს ტრავმის მიღების რისკს დაცემის შემთხვევაში.

მამაკაცმა მოხუცთა თავშესაფრის ღირსეული ალტერნატივა იპოვა საკუთარი დედისათვის

მამაკაცმა მოხუცთა თავშესაფრის ღირსეული ალტერნატივა იპოვა საკუთარი დედისათვის

მამაკაცმა მოხუცთა თავშესაფრის ღირსეული ალტერნატივა იპოვა საკუთარი დედისათვის

მამაკაცმა მოხუცთა თავშესაფრის ღირსეული ალტერნატივა იპოვა საკუთარი დედისათვის

დღეისათვის MedCottage კარგადაა გამოყოფილი - მათ დამზადებას, დამონტაჟებასა და ცენტრალურ გაყვანილობებთან შეერთებას უზრუნველყოფს ექიმი დიუპინის კერძო კომპანია N2Care. კენეტმა უკვე 3000-მდე შეკვეთა მიიღო. მისი წყალობით, ამდენივე მოხუცი ადამიანი იღებს სრულყოფილ მოვლას, ხოლო მათი ნათესავები - სრულ სიმშვიდეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ექიმი თავად ეძებდა საკუთარი დედისთვის მსგავს დაწესებულებას, გამოსავალი კი თავად იპოვა. კომპაქტური სახლის ყიდვას შეძლებთ პირდაპირ N2Care-ში შეკვეთით ან შეგიძლიათ ააშენოთ იგი თავად, იდეის ყიდვის შემდეგ.

თქვენ რას ფიქრობთ ამ სახლზე? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: