ყურადღების დეფიციტის სინდრომის 3 ნიშანი, რომელიც ბავშვს ცხოვრებას უწამლავს.

Загрузка...

ბავშვები ადრეულ ასაკში ხშირ შემთხვევაში ძალიან აქტიურები და მოძრავები არიან. ისინი გამუდმებით ითხოვენ ჩვენს ყურადღებას, ხოლო სახლს თავდაყირა აყენებენ ხოლმე. ზოგჯერ მისი გადამეტებული აქტივობა კარგის მაუწყებელი სულაც არ გახლავთ, ამის მიზეზზე კი OXOTV-ის რედაქცია სწორედ ამ სტატიაში გესაუბრებათ.

მოჭარბებული აქტივობა ყურადღების დეფიციტის სინდრომითა და ჰიპერტონიითაა გამოწვეული. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომლის მოგვარება ხშირად რთულია. საქმე იმაშია, რომ ასეთი ბავშვების ჩვეულებრივებისგან გარჩევა საკმაოდ რთული ამოცანაა, რამეთუ ამ პერიოდში, თითქმის ყველა ბავშვია ცელქი. ეს დარღვევა ფსიქოლოგიურია და მას სპეციფიური მკურნალობა ესაჭიროვება.

ყურადღების დეფიციტის სინდრომის 3 ნიშანი, რომელიც ბავშვს ცხოვრებას უწამლავს.

ჩვენ ამ საშინელი დაავადების 3 უტყუარ ნიშანს წარმოგიდგენთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ.

  1. ჰიპერფუნქცია.

    ეს ამ დაავადების ერთ-ერთი მაუწყებელი ნიშანი გახლავთ. ამ დროს პატარა დაბნეულია და რამდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებს.

    • შფოთვა.
    • 1 წუთით მაინც ერთ ადგილზე წყნარად ჯდომის უნარის არ ქონა.
    • ლაყბობა და მოძრაობით აქტივობის ზრდა.
    • სათამაშოების მუდმივი ცვლა.


    ეს ბავშვები ერთ ადგილზეც რომ იჯდნენ, მათი სხეული მაინც რაიმე მოძრაობის შესრულების პროცესშია.

  2. უყურადღებობა.

    ის, რომ ეს ბავშვები მუდმივად უყურადღებონი არიან, დიდი სიცრუეა. ისინი ბრალოდ კონცენტრაციის უნარს კარგავენ ხოლმე, როდესაც დავალებები რთულდება ან მეორდება, ამასთან ისინი მუდამ ერთი ამოცანიდან მეორეზე გადადიან, ვერ აღიქვამენ ინფორმაციას ერთბაშად და იშვიათად ასრულებენ დაკისრებულ დავალებას.

    ყურადღების დეფიციტის სინდრომის 3 ნიშანი, რომელიც ბავშვს ცხოვრებას უწამლავს.

    მათ უჭირთ:
    • ნებისმიერი დავალების შესრულებაზე კონცენტრირება.
    • ძალიან დიდი ხნით მოსმენა.
    • ინსტრუქციების დამახსოვრება და მათი გამოყენება.
    • დეტალების დამახსოვრება.
    • სათამაშოების დალაგება და მათი კუთხის მოწესრიგებულად ქონა.
    • ნივთების ადგილმდებარეობების ვერ დამახსოვრება.


    მშობლებმა მხედველობასი ისიც უნდა მიიღონ, რომ ასეთი მოქცევა ყოველთვის ამ სინდრომის ქონაზე არ მიუთითებს.

  3. იმპულსური ქმედებები.

    მათ საკუთარი თავის კონტროლი უჭირთ, განსაკუთრებით სიტყვებისა და მოძრაობების. ისინი მოთმინებით არ გამოირჩევიან და რაიმეს გაკეთებამდე არ ფიქრობენ მოსალოდნელ შედეგებზე.

    • სხვის პირად სივრცეში შეჭრა.
    • სხვისთვის ლაპარაკის შეწყვეტა.
    • უკითხავად ჩარევა.
    • პირველივე მოტივაციისას მოქმედება.
    • უმიზეზო ისტერიკა.


    ყურადღების დეფიციტის სინდრომის 3 ნიშანი, რომელიც ბავშვს ცხოვრებას უწამლავს.

    ბავშვებს, რომელთაც ეს სინდრომი აქვთ გადამეტებულად ემოციურები, ფეთქებადები და მგრძნობიარენი არიან.

    დამატებითი სიმპტომები:

    ამ გავრცელებული სიმპტომების გარდა ამ დაავადებას სხვა ნიშნებიც აქვს.

    • თამაშისას აგრესიულობა.
    • უცნობების ნდობა.
    • ზედმეტი მამაცობა და ექსტრიმის სიყვარული.
    • 4 წლისთვის ცალკ ფეხზე ხტუნვის ჩვევა.


    ყველაფერი არც ისე ცუდადაა!

    ექსპერტების თქმით, ეს დაავადება ბავშვზე დადებითათაც მოქმედებს. აღმოჩნდა, რომ მისით ძირითადად ინტელექტუალი და ხელოვანი პატარები არიან "დაავადებულნი".

    ყურადღების დეფიციტის სინდრომის 3 ნიშანი, რომელიც ბავშვს ცხოვრებას უწამლავს.

    1. საკუთარი საქმის კეთებისას მათ უზარმაზარი ენერგია აქვთ.
    2. მოტივირებულები და საოცრად მიზანდასახულები არიან.
    3. უამრავი სხვადასხვა იდეა აქვთ. ისინი ერთ რაიმეს სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ.
    4. მდიდარი ფანტაზია აქვთ და ხელოვანი სული.
    5. პრობლემებს სწრაფადვე აგვარებენ.


    სჭირდებათ, თუ არა მკურნალობა?

    დიახ! ეს აუცილებელი რამ გახლავთ, მაგრამ, თუკი თქვენი შვილი უბრალოდ იმპულსური და ძალიან აქტიურია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სწორედ ეს სინდრომი აქვს. რეალურად ამ პრობლემის მქონეებს არა ჩვეულებრივი, არამედ ყველანაირ ნორმაზე აღმატებული ფეთქებადობა, თუ აქტიურობა ახასიათებთ.

    ყურადღების დეფიციტის სინდრომის 3 ნიშანი, რომელიც ბავშვს ცხოვრებას უწამლავს.

    სხვათაშორის, მსგავსი პრობლემები შესაძლოა სხვა ნევროპათოლოგიურ დაავადებებთან ან გარემოსთან იყოს კავშირში.

    მსგავსი მაგალითები:

    • სერიოზული ფსქილოგიური ტრავმა, მათ შორის ახლობლის გარდაცვალება.
    • არასწორი აღზრდა.
    • ფსიქიური აშლილობა, როგორიცაა დეპრესია, ასევე ბიოლოგიური დაღვევა.
    • ქცევის დარღვევა.
    • რიგირ ნევროპათოლოგიური დაავადებები, როგორიცაა ეპილეპსია და ძილის რეჟიმის რღვევა.
    • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.

    სამწუხაროდ, ამ სინდრომის სამკურნალო მეთოდი ჯერ-ჯერობით შემუშავებული არ გახლავთ. პატარისთვის ცხოვრებსი გასამარტივებლად უბრალოდ შეცვალეთ მისი დღისა და ძილის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში ის ბედნიერი ვერ იქნება. თუკი ბავშვს ახლავე არ მიხედავთ, არსებობს შანსები, რომ სიმპტომები გაძლიერდეს.

    ნუ ინაღვლებთ ასეთ დროს და ნურც პანიკას მიეცემით. იმ შემთხვევაში, თუ პატარას ეს სინდრომი თანდათან ურთულდება, ჩვენი რედაქცია გირჩევთ, რომ კონსულტაცია ბავშვთა ფსიქოლოგთან გაიაროთ.

    OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: