4 ბუნებრივი მეთოდი, რათა მშრალი ტუჩების პრობლემა გადავწყვიტოთ.

Загрузка...

ტუჩების სიმშრალე- გავრცელებული პრობლემა, რომელიც ორივე სქესის წარმომადგენლებს აწეუხებს. მას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. იმის გარდა, რომ იგი ორგანიზმისთვის არ არის სასარგებლო, არაესთეტიური სანახავიც გახლავთ. როგორ გავთავისუფლდეთ სიმშრალისგან? OXOTV-ის რედაქცია თქვენ 4 საოცარ მეთოდს წარმოგიდგენთ, რომლებიც თავიანთი ეფექტურობით ყოველი თქვენთაგანის მოხიბვლას შეძლებს.

ტუჩების სიმშრალის განმაპირობებელი ფაქტორი ორგანიზმის გამოშრობასთან ერთად გახლავთ:

  • დიდი ხნით მზეზე ყოფნა.
  • ქარში დიდი ხნით დგომა.
  • საჭმლის მონელების პრობლემები.
  • პროდუქტები, რომლებიც კანზე ცუდად აისახება.
  • ზედმეტი კოსმეტიკა.
  • მოწევა.
  • ჭარბი ალკოჰოლი.


ბუნებაში რიგი პროდუქტები არსებობს, რომელთა წყალობით ამ სიმშრალის თავიდან მოშორება ჩვენ სამუდამოდ შეგვიძლია. ესენი არის:

  1. ვაზელინი.

    4 ბუნებრივი მეთოდი, რათა მშრალი ტუჩების პრობლემა გადავწყვიტოთ.

    ვაზელინი- შეუცვლელი პროდუქტი, რომელსაც კანის გაახალგაზრდავება ძალუძს. იმის გარდა, რომ იგი მცირე ნახეთქებს კურნავს, ის კანის რეგენერაციასაც განაპირობებს. სტრუქტურიდან გამომდნარე ვაზელინი ძალიან ცხიმიანია, ამიტომ ტუჩებზე მცირე რაოდენობით დაიტანეთ.

  2. თაფლი.

    თაფლს მისი სასარგებლო და ანტისეპტიკური თვისებები სასწაულებს ადენინებს. საუკეთესო გზაა იგი ტუჩებზე კბილის ჯაგრისით წაისვათ, გაიჩეროთ 20 წუთი და შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

  3. კაკაოს ცხიმი.

    იგი ტუჩების სიმშრალის სამკურნალო ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებულო საშუალება გახლავთ. ამას გარდა, მისი შეძენა მაღაზიებში სხვადასხვა სახით შეგიძლიათ. სტრუქტურიდან გამომდინარე იგი ეფექტურად აღადგენს კანის ქსოვილებს და მას თავდაპირველ ბზინვარებას უბრუნებს. წაისვით დღეში 2ჯერ, დილით და საღამოს.

  4. ალოე.

    4 ბუნებრივი მეთოდი, რათა მშრალი ტუჩების პრობლემა გადავწყვიტოთ.

    ჯადოსნური ალოე ვერა (დამატენიანებელი, ტონისა და ბზინვარების მიმცემი) მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ყველაფერი, რიის გაკეთება თქვენ გჭირდებათ- ეს მისი წვენის ტუჩებზე წასმა გახლავთ.

    ახლა, როდესაც მშრალი ტუჩების მოვლის რამდენიმე მეთოდს გაეცანით, არჩიეთ ერთ-ერთი და რეზულტატით თავადვე გაოცებულნი დარჩებით.

    OXOTV სილამაზესა და ჯანმრთელობას გისურვებთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: