მწარმოებლის საიდუმლო: რატომ იზელენ თმაში "ნუთელას"?

Загрузка...

კალენდარზე 2017 წელია, თუმცა ქალის მთავარ აქსესუარად მაინც თმა რჩება. რას არ აკეთებენ ისენი მოდის დევნაში: იღიავებენ თმებს რადიკალურად, იკეთებენ "ომბრეს", იღებავენ ცისფრად, ვარდისფრად.. ამ ყველაფრის შემდეგ თმას შოკოლადი მაინც სჭირდება. უკეთესი კი ერთი ქილა Nutella-ა. ზოგიერთ უცხოურ პრესტიჟულ სალონში კლიენტებს ნუთელას უსვამენ თმაზე. OXOTV-ის რედაქცია ეცდება გაგარკვიოთ, რისთვის აკეთებენ ამას.

მწარმოებლის საიდუმლო: რატომ იზელენ თმაში "ნუთელას"?

რა საკვები არ შეუზელიათ თმაში ქალბატონებს - კვერცხის ცილიდან დაწყებული მდოგვით დამთავრებული. თუ ამ ყველაფერს ერთად შევურევთ, საკმაოდ ექსტრავაგანტული სალათი გამოვა. ახლა დესერტის ჯერია, თუმცა არა საშინაო ნიღბის სახით. მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა სალონში გთავაზობენ თმების შეღებვას ნუთელათი და ამას სრულიად სერიოზულად აკეთებენ.

მწარმოებლის საიდუმლო: რატომ იზელენ თმაში "ნუთელას"?

როგორც სისულელეების სხვა მთელი რიგი, ყველაფერი აქაც ინსტაგრამიდან დაიწყო. სოციალურ ქსელში გაჩნდა რამდენიმე ვიდეო - როგორ უსვამენ სტილისტები კლიენტებს გაღიავებულ თმებზე (მოსტაფილოსფრო ტონში) ყველაზე ცნობილ შოკოლადის პასტას, შედეგად კი იღებენ თბილ, შოკოლადისფერ ქერას. კომენტარებში აღნიშნეს, რომ ეფექტი მხოლოდ 2-3 კვირა გასტანს.

მწარმოებლის საიდუმლო: რატომ იზელენ თმაში "ნუთელას"?

ბუნებრივია, მოდური გამოცემები დაინტერესდნენ ამ უჩვეულო ტრადიციით და ქსელში ამ არომატული და რევოლუციური საღებავის შესახებ უამრავი ინფორმაცია გაჩნდა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ "ინოვაციაში" ცნობისმოყვარე ბლოგერები არ ჩაერთვნენ.

მწარმოებლის საიდუმლო: რატომ იზელენ თმაში "ნუთელას"?

ცნობისმოყვარეები იზელდნენ თმაში ნუთელას, იხვევდნენ ფოლგით და ელოდნენ ოცი წუთის განმავლობაში. შედეგი? შედეგი არშეიმჩნეოდა. არც ქერა, არც ყავისფერი ელფერი არ შეცვლილა ოდნავადაც კი. ჟურნალისტი Kathryn Lindsay ცდის თმების შეღებვას ნუთელათი.

მწარმოებლის საიდუმლო: რატომ იზელენ თმაში "ნუთელას"?

მწარმოებლის საიდუმლო: რატომ იზელენ თმაში "ნუთელას"?

მართალია, თმაზე სულ ოდნავი ცვლილება შეინიშნა, ვინაიდან ნუთელას შემადგენლობაში უამრავი ზეთი შედის. მისი სუნიც არომათერაპია იყო. თუმცა, ამ კონდიციონერულმა ეფექტმა სულაც არ გაამართლა მთელი ის ძალისხმევა, რაც ამ გოგონამ დახარჯა.

იხილეთ ვიდეო:

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: