7 რამ, რისი უფლებაც გააჩნია ავიაკომპანიებს, თუმცა, მგზავრებს ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ

Загрузка...

სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიო განაცვიფრა ერთ-ერთი ავიაკომპანიის ინციდენტმა, როდესაც კომპანიამ ჭარბი რაოდენობის ბილეთები გაყიდა და თვითმფრინავში ვერ იპოვეს ადამიანი, ვინც დატოვებდა მას, ამიტომაც მგზავრები ძალის გამოყენებით გააძევეს. რეაქცია იმ ადამიანებისა, რომლებმაც ვიდეო ნახეს, ძალიან მკვეთრი იყო. მათ კომპანიაზე მთელი ჯავრი ამოიყარეს. გენერალური დირექტორი იძულებული გახდა, სახალხოდ მოეხადა ბოდიში, თუმცა, შემდეგ მან დაიცვა თანამშრომლები და თქვა: "ისინი ხელმძღვანელობდნენ შესაფერისი სიტუაციებისთვის დადგენილი პროტოკოლით".

ნუთუ ეს შესაძლებელია? OXOTV-ის რედაქცია მოგიყვებათ იმ უფლებებზე, რომლებიც ავიაკომპანიებს გააჩნია, თუმცა ამაზე მგზავრებმა არაფერი იციან.

  1. თვითმფრინავიდან მგზავრის ძალის გამოყენებით გაყვანა
    7 რამ, რისი უფლებაც გააჩნია ავიაკომპანიებს, თუმცა, მგზავრებს ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ

    რეისისთვის ძალიან ბევრი ბილეთის გაყიდვა უცნაურად ჟღერს. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია, თუმცა ასე ხდება ბევრ ავიაკომპანიაში. როცა ეს ხდება, პირები, რომლებიც რეისს ხელმძღვანელობენ, სთავაზობენ მგზავრებს ადგილის დატოვებას და სხვა რეისში გაცვლას. თუ მოხალისეები არ გამოჩნდნენ, ეს პირები შემთხვევითი პრინციპით არჩევენ მგზავრებს და ძალის გამოყენებით აძევებენ თვითმფრინავიდან. სწორედ ასე მოხდა იმ ინციდენტის დროსაც.

  2. მგზავრის დაპატიმრება/დაჯარიმება
    ხანდახან, მგზავრები ძალიან უხეშად იქცევიან - ისინი უარს ამბობენ წესებზე და შეურაცხყოფას აყენებენ ეკიპაჟის წევრებს. ფრენის დროს, მგზავრები ხშირად თვრებიან და საშიშიც ხდებიან. თუ ეს ჰაერში ხდება, ეკიპაჟის წევრები თითქმის შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობენ. მათ უფლება აქვთ მომაკვდავი მგზავრის ანდერძის დაწერისა და მისი სიკვდილის დამოწმებისა.

  3. არ მისცენ უფლება მგზავრებს იმ ბილეთის გამოყენებისა, რომელიც უკვე შეიძინეს
    ეს პრაქტიკა მალე უკანონო გახდება, თუმცა ავიაკომპანიის თანამსრომლებს ჯერ კიდევ აქვთ უფლება არ დაუშვან თვითმფრინავში ადამიანი, რომელსაც რაიმე საეჭვო აღმოაჩნდათ(მაგალითად, არ აქვთ დაგეგმილი გაჩერება, ძალიან ხშირი გადასვლებია ან გამოტოვეს საკუთარი რეისი).

  4. არ აგინაზღაუროთ ხარჯები შეფერხების ან ბარგის დაკარგვის შემთხვევაში
    7 რამ, რისი უფლებაც გააჩნია ავიაკომპანიებს, თუმცა, მგზავრებს ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ
    თუ ბარგის მიწოდება ან რეისი შეფერხებულია, ავიაკომპანია ვალდებულია, აანაზღაუროს კვების, სასმლისა და სატელეფონო ხარჯები, თუმცა ყველაფერი შეფერხების ტიპზეა დამოკიდებული - თუ იგი გამოწვეული არ არის იმ ფაქტორებით, რაც ავიაკომპანიაზეა დამოკიდებული, მაშინ ის არაა ვალდებული ხარჯების ანაზღაურებისა.

  5. თქვენი შკავება ადგილზე 3 საათის განმავლობაში
    აფრენამდე, ხალხით სავსე თვითმფრინავი დაახლოებით 3 საატის განმავლობაში მიწაზეა. მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ მოგცემენ ადგილის დატოვების უფლებას.

  6. გაიძულონ ფარდის ჩამოწევა
    7 რამ, რისი უფლებაც გააჩნია ავიაკომპანიებს, თუმცა, მგზავრებს ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ

    ფარდის აწევის საჭიროებამ შესაძლოა დისკომფორტი შეგიქმნათ, თუმცა ეს აუცილებელია, რათა ექსტრემალურ სიტუაციაში თვალები მიჩვეული გქონდეთ სინათლეზე. თუ მგზავრების ევაკუაციის საჭიროება შეიქმნა, თქვენ უკეთ გაიაზრებთ მდგომარეობას, მაშველი ჯგუფი კი გაცილებით კარგად იმუშავებს.

  7. დაკეტილი საპირფარეშოს გახსნა
    თვითმფრინავის საპირფარეშო სრულიად პრივატული არ არის - მისი გახსნა გარედანაც შეუძლიათ თანამშრომლებს სპეციალური მექანიზმით, რომელიც ნიშნის "მოწევა აკრძალულია" ქვეშ.
დარწმუნებული ვარ, ამ ინფორმაციის შემდეგ თქვენი ფრენა გაცილებით სხვაგვარი იქნება. ახლა უკეთ გაიგებთ, რა ხდება ამა თუ იმ სიტუაციაში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: