9 სასარგებლო სასუსნავი, რომლებიც შეგიძლიათ ყველგან თან ატაროთ

Загрузка...

არ აქვს მნიშვნელობა, გახდომა გსურთ თუ უბრალოდ ჯანმრთელობის შენარჩუნება - ჯანსაღი კვება აუცილებელია. მთავარი არსი კი რეგულარულ კვებაში მდგომარეობს - 3 ძირითადი კვება და 2-3 წახემსება. ზოგი თვლის, რომ ეს უკანასკნელი წონაში გიმატებთ, რეალურად კი პირიქითაა - წახემსება აუცილებელია გახდომისთვის, თუმცა, როცა მოგშივდებათ, ნუ მიიღებთ შოკოლადებსა და სწრაფ საკვებს. მიანიჭეთ უპირატესობა უფრო ჯანსაღ პროდუქტებს. OXOTV-ის რედაქციამ თქვენთის იმ სასარჰებლო პროდუქტების სია შეადგინა, რომელთა წაღება და მირთმევა ყველგან შეგეძლებათ.

  1. თხილი
    9 სასარგებლო სასუსნავი, რომლებიც შეგიძლიათ ყველგან თან ატაროთ

    ბრაზილიური თხილი, კეშიუ, ნუში - გემრიელი და ჯანსაღი წახემსება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კალორიულია, მათი მიღება აუცილებელია. დღეში 50გრ დაგანაყრებთ და დაარეგულირებს ცხიმთა ცვლას.

  2. გოგრის თესლი
    რკინა, მანგანუმი, თუთია, ფოსფორი, კალციუმი და სხვა უამრავი ვიტამინები და მინერალები თავმოყრილია გოგრის თესლში. მიირთვით ცალკე ან შეურიეთ საყვარელ თხილს - ასე უფრო გემრიელია.

  3. ვაშლი
    ტყუილად არ არის ინგლისური გამოთქმა: "მიირთვით ვაშლი და ექიმი არ დაგჭირდებათ." ეს ხილი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, სპილენძსა და სხვადასხვა ვიტამინებს - იმ ყველაფერს, რაც იმუნიტეტისთვის აუცილებელია. შეგიძლიათ ვაშლი გემრიელ დესერტადაც აქციოთ ხაჭოსთან და თაფლთან ერთად გამოცხობით.

  4. ბოსტნეული
    სტაფილო, კიტრი, ნიახური - ბოსტნეული, რომელთა მირთმევაც უმად შეგიძლიათ. რატომაც არა? წაიღეთ ისინი სამსახურში. გარეცეთ, გაწმინდეთ, დაჭერით და მზადაა!

  5. მაღალხარისხიანი პური
    ასეთი პურები შეიცავს დიდი რაოდენობით რკინასა და ცელულოზას. წახემსება რომ უფრო სასარგებლო იყოს, აუცილებლად შეამოწმეთ შეფუთვა - აქ უნდა ეწეროს, რომ პური დამზადებულია მთელი მარცვლეულით. შეგიძლიათ პურს ხაჭო წაუსვათ და ზემოდან ავოკადოს ნაჭრებიც დაალაგოთ.

  6. მშრალი ხილი

    9 სასარგებლო სასუსნავი, რომლებიც შეგიძლიათ ყველგან თან ატაროთ

    ქიშმიში, გარგრის ჩირი და შავქლიავი უამრავ სასარგებლო ელემენტს შეიცავს, თუმცა მათ შორის მაინც ფინიკი ლიდერობს ვიტამინებისა და მინერალების შემცველობით. თუ გსურთ, რომ თქვენი ტვინი დღის განმავლობაში ნორმალურად ფუნქციონირებდეს, აუცილებლად მიირთვით იგი. მაგრამ მთავარია დოზა იცოდეთ: მხოლოდ 3 ცალი დღეში.

  7. ავოკადო
    ავოკადო რეკორდსმენია ვიტამინ E-ს შემცველობით, რომელიც ებრძვის ვირუსულ ინფექციებსა და სიბერეს. შეგიძლიათ იგი მიირთვათ ცალკე ან სალათებში.

  8. 76%-იანი შოკოლადი
    შოკოლადის ერთი უჯრა არაფერს დაგაკლებთ, პირიქით, გაგაჯერებთ ანტიოქსიდანტებით, მინერალებითა და ვიტამინ А-თი.

  9. ზეთისხილი

    9 სასარგებლო სასუსნავი, რომლებიც შეგიძლიათ ყველგან თან ატაროთ

    თუ ეს ხილი გიყვართ, იყიდეთ ქილით და წაიღეთ სამსახურში. იგი შეამცირებს სტრესის დონეს, მოგაშორებთ ზედმეტ წონას და დაგიგლუვებთ კანს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ყველასთვის სასურველი გემო, ჩიფსებს მაინც სჯობს.
სწორი წახემსება შეიძლება გემრიელიც იყოს, იგრძნობთ თავს უკეთესად და გახდებით კიდევაც, ამიტომაც ნუ გამორიცხავთ მას რაციონიდან.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: