ბედნიერების პიკში: წყვილმა ქორწილი ევერესტის მწვერვალზე გადაიხადა

Загрузка...

იდეალურ ქორწილზე ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს - ვისთვის ეს 200-კაციანი დღესასწაულია და ვისთვის - ახლობლებისა და მეგობრების წრეში გართობა. ხოლო ჯეიმს და ეშლი სისონებისთვის იდეალურად ევერესტის მწვერვალზე გამართული ქორწილი გახდა. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთაა.

OXOTV-ის რედაქცია მოგიყვებათ სისონების უჩვეულო, თუმცა დაუვიწყარ ქორწილზე.

ქორწილის გადახდის მსგავსი იდეა ნამდვილ ავანტიურად იქცა თავად წყვილისთვისაც და მათი ფოტოგრაფისთვისაც. ჩარლტონ ჩერჩილისთვისაც კი, რომელიც სპეციალისტია სამთო ქორწინების ფოტოებისა, მარტივი არ იყო ეს ქორწილი. სიმაღლეზე ასვლისთვის მათ 1-წლიანი მომზადება დასჭირდათ. ამისთვის ფიზიკურად ძლიერი და მომზადებული უნდა ყოფილიყვნენ, უნდა მიჩვეოდნენ ჯომოლუნგმას კლიმატს. მათთან ერთად მთაზე პროფესიონალი ალპინისტებიც ავიდნენ(სიფრთხილეს თავი არ სტკივა). სირთულეს წარმოადგენდა ტემპერატურული რეჟიმიც - ფოტოების გადაღება -5 °С-დან 5 °С-მდე პირობებში უწევდათ, თანაც ძალიან თხელ ტანსაცმელში.

ბედნიერების პიკში: წყვილმა ქორწილი ევერესტის მწვერვალზე გადაიხადა

ბედნიერების პიკში: წყვილმა ქორწილი ევერესტის მწვერვალზე გადაიხადა

ბედნიერების პიკში: წყვილმა ქორწილი ევერესტის მწვერვალზე გადაიხადა

გართულებების გარეშე ქორწილს არ ჩაუვლია - "საქორწინო ექსპედიციაში" ფოტოგრაფი საკვებით მოიწამლა, ხოლო საქმროს შეეყარა ადგილობრივი ჰიმალაური ხველა, კჰუმბუ, რომელიც ძალიან დაბალი ტემპერატურისა და ტენიანობის ბრალია.

ბედნიერების პიკში: წყვილმა ქორწილი ევერესტის მწვერვალზე გადაიხადა

ბედნიერების პიკში: წყვილმა ქორწილი ევერესტის მწვერვალზე გადაიხადა

ბედნიერების პიკში: წყვილმა ქორწილი ევერესტის მწვერვალზე გადაიხადა

ამ ფოტოების გადასაღებად მათ ტკივილის, სიცივის, არაკომფორტულობისა და ღამ-ღამობით მყინვარის მსხვრევის ხმის ატანა მოხდათ. თუმცა, ფოტოგრაფის თქმით, შედეგი ამად ნამდვილად ღირდა, რადგანაც ამ ყველაფერმა მოიტანა ზღვა ემოციები და მოგონებები. ჩარლტონი გამოტყდა, რომ წყვილთან ერთად მწვერვალზე გატარებული დღეების შემდეგ ისინი ერთ ოჯახად იქცნენ.

ბედნიერების პიკში: წყვილმა ქორწილი ევერესტის მწვერვალზე გადაიხადა

ჩემი აზრით, ასეთი გამოცდილების შემდეგ ეშლისა და ჯეიმსის ქორწინება გაცილებით გამყარდება.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: