კიდურების დაბუჟება შესაძლოა სხვადასხვა დაავადების სახიფათო სიმპტომი იყოს

Загрузка...

გაბუჟება - ეს არის სხეულის ამა თუ იმ ნაწილში მგრძნობელობის დროებითი დაკარგვა. იგი ხშირად იწვევს ჩხვლეტისა და წვის შეგრძნებას, ყველაზე ხშირად კი გვხვდება თითების დაბოლოებებზე.

ამ მდგომარეობის გამომწვევი ძირითადი მიზეზია დაზიანება, ანთება ან ნერვზე ზეწოლა. ასეთ დროს შესაძლებელია ერთი ნერვის ან ერთბაშად რამდენიმე ნერვული ქსოვილის დაზიანება(ასე ხდება ხერხემლის თიაქარისა და გვირაბის სინდრომის შემთხვევაში, რომელიც იწვევს ტკივილს მაჯებში).

უმეტეს შემთხვევებში, გაბუჟება მეტყველებს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებაზე, თუმცა არ არის გამორიცხული თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებაც. თავად მოკლევადიანი გაბუჟება არავითარ ზიანს არ აყენებს ჯანმრთელობას, თუმცა არც მისი უგულებელყოფაა მართებული.

კიდურების დაბუჟება შესაძლოა სხვადასხვა დაავადების სახიფათო სიმპტომი იყოს

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ იმ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელთა სიმპტომადაც, შესაძლოა, გაბუჟება გამოვლინდეს.

  • აკუსტიკური ნერვომა;
  • ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;
  • ამილოიდოზი;
  • ტვინის ანევრიზმა;
  • არტერიოვენური მილოფორმაცია (თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგია);
  • ლაიმის დაავადება;
  • რეინოს დაავადება;
  • ფაბრის დაავადება;
  • შარკო-მარი-ტუტას დაავადება;
  • ვასკულიტი (სისხლძარღვთა დაავადება);
  • მალთაშორისი დისკის თიაქარი;
  • ვიტამინ B-12-ის ნაკლებობა;
  • დიაბეტი;
  • გვირაბის სინდრომი;
  • ინსულტი;
  • იშემიური შეტევა;
  • პერიფერიული ნერვების (იდაყვის ან პერონეალური) კომპრესია;
  • მწვავე ჰერპესი;
  • თავის ტვინის სიმსივნე;
  • ზურგის ტვინის სიმსივნე;
  • მძიმე მეტალით მოწამლვა;
  • ნერვული სისტემის პარანეოპლასტიკური დაზიანება;
  • პერიფერიული ნერვოპათია;
  • ქიმიოთერაპიის ან აივ-ინფექციის პრეპარატების უკუჩვენება;
  • ზურგის ტვინის დაზიანება;
  • პორფირია;
  • ჰანსენის დაავადება;
  • თირკმლების სიმსივნე;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • ჰიენა-ბარეს სინდრომი;
  • შეგრენის სინდრომი;
  • სიფილისი;
  • მხრის წნულის დაავადება.
რიგ შემთხვევებში, გაბუჟება შესაძლოა სერიოზული დაავადებების მიერ იყოს გამოწვეული. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
  • იგი გაჩნდა შემთხვევით;
  • თავის ტრავმის შედეგი შეიძლება იყოს;
  • იგი მოიცავს მთელ დაბოლოებას და არა მხოლოდ კონკრეტულ ნაწილს.
დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება გჭირდებათ, თუ გაბუჟებას თან ახლავს:
  • სისუსტე, პარალიზება;
  • გონების დაბინდვა;
  • მეტყველების აშლილობა;
  • დაბნეულობა;
  • თავის უეცარი და მკვეთრი ტკივილი.
კიდურების დაბუჟება შესაძლოა სხვადასხვა დაავადების სახიფათო სიმპტომი იყოს

მკურნალმა ექიმმა, შესაძლოა, მაგნიტო-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია დაგინიშნოთ, რათა გამორიცხოს თავის ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნე და ინსულტის საშიშროება.

სასწრაფოდ ჩაეწერეთ ექიმთან, მიღებაზე, თუ დაბუჟება:
  • ხდება უფრო და უფრო დისკომფორტული და ხანგრძლივი;
  • ერთდროულად მოიცავს სხეულის რამდენიმე მონაკვეთს;
  • პერიოდულად ჩნდება ერთსა და იმავე მონაკვეთზე;
  • ჩნდება კონკრეტული მოქმედებისა და მდგომარეობის შედეგად;
  • მუდმივია(მაგალითად, მუდმივად გიბუჟდებათ ხელები ან ფეხები).
თუ ჩვენი სხეულის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს ყურადღებას მივაქცევთ, აუცილებლად შევინარჩუნებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: