ჭარხლის წვენის 10 სასარგებლო თვისება და შემცველობა

Загрузка...

უხსოვარი დროიდან ჭარხალი ძალიან სასარგებლო პროდუქტად ითვლებოდა. მის სამკურნალო შემადგენლობას აქტიურად იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები, ჰიპოკრატე კი მის პაციენტებს სწორედ ამ ბოსტნეულს უნიშნავდა სამკურნალოდ. უნდა ითქვას, რომ მისი წვენი ორმაგად სასარგებლოა. მიუხედავად მისი სპეციფიკური გემოსი, ეს სასმელი მდიდარია ვიტამინებითა და სამკურნალო თვისებებით.

OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ჭარხლის წვენის სრულ გავლენას ჩვენს ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე.

  1. სასარგებლოა კიბოს მკურნალობისას
    სპეციალისტების თქმით, ჭარხლის წვენი სასარგებლოა მათთვის, ვინც კიბოს ებრძვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს სასმელი მკვეთრად ამცირებს სიმსივნეს. ამას გარდა, ჭარხლის წვენი დატესტილია პროსტატისა და პანკრეასის კიბოს უჯრედების, ასევე მკერდის მეტასტაზების წინააღმდეგაც და შედეგი დადებითია. ბოლო დროს სპეციალისტები სულ უფრო ხშირად გვირჩევენ ამ ბოსტნეულის წვენს ოკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

  2. არეგულირებს სისხლის მაღალ წნევას
    ჭარხალი - ნიტრატებით მდიდარი ერთ-ერთი ბოსტნეულია. ჰიპერტონიის დროს იგი ეფექტურად არეგულირებს წნევას და, ამასთან, დამამშვიდებელ ეფექტს ავლენს ნერვულ სისტემაზე, გეხმარებათ უძილობის დაძლევასა და ორგანიზმის გაწმენდაში. ამას გარდა, ჭარხლის წვენი ზრდის ერითროციტების რაოდენობას.

  3. აუმჯობესებს სპორტულ მაჩვენებლებს
    ჭარხლის წვენი შეუცვლელი სასმელია მორბენლების, ველოსიპედისტებისა და ტანმოვარჯიშეების რაციონში. კვლევების თანახმად, იგი ამცირებს სისტოლურ არტერიულ წნევას და სპორტის დროს ჟანგბადის მოხმარებას, ასევე, ზრდის ამტანობას ფიზიკური დატვირთვების დროს.

  4. გეხმარებათ წონის კლებაში
    ჭარხლის წვენის 10 სასარგებლო თვისება და შემცველობა

    ჭარხლის წვენის ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, იგი გეხმარებათ წონის კლებაში. პიგმენტები, რომელბიც მის შემადგენლობაში შედის, აღკვეთს დამამჟავებელ სტრესსა და ანთებით პროცესებს, რომლებიც სიმსუქნის დროს იჩენს თავს.

  5. ამაგრებს გულს
    კვლევების თანახმად, ნიტრატები, რომლებიც ჭარხლის წვენის შემადგენლობაში შედის, ამაგრებს გულის კუნთებს იმ ადამიანებში, რომლებსაც გულის მწვავე უკმარისობა აწუხებთ.

  6. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
    ჭარხლის წვენი თქვენი კანისთვისაც წარმოუდგენლად სასარგებლოა. ანტიოქსიდანტები, რომლითაც ეს ბოსტნეულია მდიდარი, წმენდს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, რაც კანს ეხმარება ახლგაზრდობის, სიგლუვისა და ელასტიურობის შენარჩუნებაში.

  7. გეხმარებათ გრიპისა და გლანდების შეშუპების დროს
    ჭარხლის წვენის 10 სასარგებლო თვისება და შემცველობა

    გლანდებისა და ყელის სხვა ანთებითი პროცესის დროს, სპეციალისტები გვირჩევენ ჭარხლის წვენს სავლების სახით. სურდოს დროს შეგიძლიათ ჩაიწვეთოთ ცხვირშიც.

  8. აძლიერებს იმუნიტეტს
    ჭარხლის წვენი ეხმარება ორგანიზმს ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

  9. შეუცვლელია ფეხმძიმობის დროს
    სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებით, მინერალებითა და ფოლიუმის მჟავით მდიდარი ახლადდაწურული ჭარხლის წვენი სასარგებლოა როგორც დედის, ასევე ნაყოფისთვისაც. ამას გარდა, ეს სასმელი აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას, რაც გეხმარებათ ფეხმძიმობის დროს ყაბზობისგან გათავისუფლებაში.

  10. არეგულირებს ქოლესტერინის დონეს
    კვლევების თანახმად, საღებავ ნივთიერებას, ბეთაინს, რომელსაც ჭარხლის წვენი შეიცავს, შეუძლია ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირება და კაპილარების გაძლიერება.

    უნდა გახსოვდეთ, რომ ჭარხალს თავისი უკუჩვენებებიც აქვს. მისი მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს ნიკრისის ქარი, რევმატიდული ართრიტი, ქრონიკული დიარეა ან თირკმლის დაავადებები. კარგი იქნება, თუ ჭარხლის წვენს შეურევთ სტაფილოს ან ვაშლისას - ასე გააორმაგებთ სასარგებლო ნივთიერებების მოქმედებას და შეამცირებთ საზიანოს.
როგორც ხედავთ, ასეთი უბრალო და ხელმისაწვდომი პროდუქტი, როგორიც ჭარხალია, შეიცავს უამრავ სასარგებლო თვისებას. მთავარია, მის მიღებამდე გაითვალისწინოთ უარყოფითი თვისებებიც და გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: