როგორ გავცეთ შეურაცხყოფას პასუხი სწორად: ტალახის სახიდან აცილების 5 გზა

Загрузка...

XIX საუკუნეში, შეურაცხყოფისთვის ადამიანის დუელში გამოწვევა შეგეძლოთ, XX საუკუნის ბოლოს - "საქციელის ახსნას" მოსთხოვდით, XXI-ში კი Facebook გვერდზე პოსტს მიუძღვნით შეურაცხმყოფელს. თუმცა, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ ტალახი აიცილოთ ისე, რომ ისევ მსროლელს მოხვდეს.

OXOTV-ის რედაქციამ თქვენთვის მოიპოვა 5 გზა მსგავსი სიტუაციიდან ამაყად და ღირსეულად გამოსასვლელად. მაშ ასე:

  1. იხუმრეთ, თუ კრიტიკა კონსტრუქტიული არ არის
    ნუ გაიცინებთ შეურაცხმყოფელზე, პირიქით, იხუმრეთ საკუთარ სიტუაციაზე. ასე დააბნევთ ოპონენტს. ძალიან მსუბუქი სარკაზმი სრულიად მისაღებია. თემის თავიდან არიდება შეგიძლიათ ოპონენტზე დათანხმებითაც. ადამიანები ხშირად იწყებენ მსგავს საუბარს მხოლოდ იმის გასაგებად, თუ როგორი რეაქცია ექნებათ თვითონ მომდევნო ეკლიან სიტყვებზე.

    არც ისე ახლობელი ადამიანი: "სასწრაფოდ უნდა გახდე."
    პასუხი: "კარგად აღნიშნე. ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ სადილის დროს."

    ასევე, შეგიძლიათ ხუმრობით დაუსვათ კითხვაც:
    კოლეგა ამბობს: "ტორტი ძალიან მშრალია, კრემი კი მწარე."
    პასუხი: "ჰო? მაშინ ამის შემდეგ აღარ ვთხოვ ჩემს ორი წლის ვაჟს დახმარებას. უკეთესად გააკეთებ? მეც ვეცდები."

    როგორ გავცეთ შეურაცხყოფას პასუხი სწორად: ტალახის სახიდან აცილების 5 გზა

  2. მიიღეთ, თუ კრიტიკა საქმეს ეხება
    თუ ახლო ადამიანი ან მეგობარი გეუბნებათ თქვენზე რაღაც უსიამოვნოს, ნუ მიიღებთ ამას შეურაცხყოფად. ზოგ შემთხვევაში, ეს შესაძლოა კრიტიკა იყოს. პასუხის გაცემამდე კარგად დაფიქრდით. შეიძლება ვიღაცას თქვენი უკეთესობისკენ შეცვლა სურს.

  3. გაეცით პასუხი შეურაცხყოფის მიზანზე
    ყველა შეურაცხყოფას აქვს სამიზნე და მიზანი. მაგალითად, ვიღაცას თქვენი შურს და უნდა, რომ გატკინოთ.
    მაგალითად, უცნობი წერს ფოტოზე: "ალბათ ზორბა ფეხი გაქვს." საქმე ისაა, რომ თქვენ გრძელი ფეხები გაქვთ და შეიძლება ტერფებიც დიდი გქონდეთ. ამაში საშინელი არაფერია, მას უბრალოდ შურს. აი, როგორ შეგიძლიათ, უპასუხოთ:
    "დიახ. კიდევ, მე გრძელი ფეხებიც მაქვს. პრობლემა გაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით?"
    შეგიძლიათ, ასევე, მიუთითოთ იმ ადამიანს იმაზე, რომ მას არ აქვს უფლება თქვენი განსჯისა და პირად ცხოვრებაში შემოჭრისა.

    როგორ გავცეთ შეურაცხყოფას პასუხი სწორად: ტალახის სახიდან აცილების 5 გზა

  4. თავი ხელში აიყვანეთ
    არასდროს გამოხატოთ, რომ შეურაცხმყოფელის სიტყვებმა თქვენზე იმოქმედა. ადამიანი არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში და სურს, სხვასაც ასე აგრძნობინოს თავი. მიიღეთ შეურაცხყოფა მშვიდად, ღიმილით.
    კონდუქტორი: "სპეციალურად მაძლევთ დიდ კუპიურას, რომ უფასოდ იმგზავროთ. ხურდა არ მაქვს!"
    პასუხი: "მე 5 გაჩერებაში ჩავდივად. მადლობელი ვიქნები, თუ როგორმე დაახურდავებთ."

  5. არ მიაქციოთ ყურადღება
    თუ შეურაცხმყოფელს ცალტვინად მიიჩნევთ და პასუხის ღირსადაც არ ჩათვლით, ამ სიტუაციაში თქვენ გაიმარჯვებთ. ის ცდილობდა თქვენს გაბრაზებას, თუმცა თავად ჩავარდა არასახარბიელო სიტუაციაში. აჩვენეთ ადამიანს, რომ მისი აზრი თქვენთვის უმნიშვნელოა.

    როგორ გავცეთ შეურაცხყოფას პასუხი სწორად: ტალახის სახიდან აცილების 5 გზა
არავის აქვს თქვენი შეურაცხყოფის უფლება. დაიჭირეთ თავი ღირსეულად! იმედი მაქვს, ეს 5 რჩევა დაგეხმარებათ მთელი ცხოვრების მანძილზე :)

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: