7 იდეა, როგორ განვაახლოთ სამზარეულო რემონტის გარეშე

Загрузка...

რემონტი - ესაა ნერვების, დროისა და ფინანსების ხარჯვა. თუ თქვენ ამისთვის არ ხარ მზად, შეგიძლიათ სახლის გაუმჯობესება ჩვენი რჩევების გამოყენებით. დავიწყებთ სამზარეულოთი. OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 7 იდეას სამზარეულოს განსაახლებლად.

  1. შეცვალეთ განათება

    განათება წარმოაჩენს ოთახს, ამიტომაც, რაც უფრო მეტი იქნება იგი - მით უკეთესი. სამზარეულოს მაგიდის თავზე ორიგინალური ჭაღი, სამუშაო ადგილებში კი პატარ-პატარა ნათურები საუკეთესო გადაწყვეტილებაა. გაათავისუფლეთ ფანჯრის რაფა - თეთრი ზედაპირი ირეკლავს სინათლეს.

  2. მოაცილეთ გამაღიზიანებელი ნივთები
    7 იდეა, როგორ განვაახლოთ სამზარეულო რემონტის გარეშე

    რა გაღიზიანებთ სამზარეულოში? იპოვეთ და მოაშორეთ!
    • ძველი წინსაფრის განახლება შეგიძლიათ ვინილის სტიკერებით, რომლებიც ფილების იმიტაციას შექმნის;
    • კედელზე ლაქა შეგიძლიათ რამე შაბლონით დაფაროთ;
    • გახუნებული ლინოლეუმის შეღებვა შეგიძლიათ სხვა ფერში.
    კარგად დაალაგეთ: გახეხეთ ავეჯი, პლინტუსები, იატაკი და ფანჯრები. კუთხეებიდან მოხსენით აბლაბუდები.

  3. განაახლეთ სამზარეულოს ინსტრუმენტები
    7 იდეა, როგორ განვაახლოთ სამზარეულო რემონტის გარეშე

    საშაქრე, სამარილე და საპილპილე ყველაზე მარტივად ცვთება. ასევე, კონტეინერებიც, რომლებშიც საკვებს ინახავთ. შეიძინეთ სამზარეულოს ახალი ინვენტარი კომპლექტში ან ცალ-ცალკე. არ დაგავიწყდეთ ლამაზი ჭიქების, საფერფლის, სუფრის ნივთებისა და ჩაის ჭიქების ყიდვაც.

  4. დაკიდეთ თაროები
    7 იდეა, როგორ განვაახლოთ სამზარეულო რემონტის გარეშე

    შეგიძლიათ, გააკეთოთ ისინი თავად, ან შეუკვეთოთ მზა. სიგრძე და სიგანე სამზარეულოს მეტრაჟზეა დამოკიდებული. თაროებზე შეგიძლიათ დაალაგოთ სამზარეულოს წვრილმანი ნივთები. თუმცა, ნუ გადააჭარბებთ - ქვაბები და ტაფები მძიმე არტილერიაა, უმჯობესი იქნება, თუ სანელებლებს დაალაგებთ თაროებზე.

  5. შეიძინეთ ორიგინალური სკამები
    7 იდეა, როგორ განვაახლოთ სამზარეულო რემონტის გარეშე

    ტაბურეტები პრაქტიკულია, თუმცა მოსახერხებელი ნამდვილად არ არის. დამეთანხმებით, მათ ვერ გამოიყენებთ ოჯახური სადილისა და მეგობრული ვახშმების დროს. შეიძინეთ კომფორტული და მოდური სკამები, რათა ყველამ მყუდროდ იგრძნოს თავი.

  6. განაახლეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა
    7 იდეა, როგორ განვაახლოთ სამზარეულო რემონტის გარეშე

    ეს ინვესტიცია არამხოლოდ ინტერიერისთვისაა, არამედ მზარეულობის პროცესისთვისაც. შეგიძლიათ დაიწყოთ ჩაიდნით ან მიკროტალღური ღუმელით და გადახვიდეთ მაცივარზე, გაზქურასა თუ ჭურჭლისსარეცხ მანქანაზე. დიზაინერები ქმნიან მთლიანად ნაცრისფერ ტექნიკას. ერთიანი სტილი - მომგებიანი გადაწყვეტილება.

  7. დაუმატეთ მოდური აქსესუარები
    7 იდეა, როგორ განვაახლოთ სამზარეულო რემონტის გარეშე
დეტალები ქმნიან ატმოსფეროს! აირჩიეთ ახალი ფარდები, პირსახოცები და ხელმოსაკიდებლები. მაცივრიდან მაგნიტების მოხსნა კარგი აზრი იქნებოდა. დიზაინერების თქმით, ისინი სამზარეულოს უსუფთაოს ხდიან.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: