ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა

Загрузка...

მან, ვისაც სახლში ან სამსახურში ჟალუზები აქვს, იცის, რამხელა ძალისხმევას მოითხოვს ჟალუზების გაწმენდა. ჰორიზონტალური ჟალუზები აუცილებლად იხლართება ან იღუნება. არც ვერტიკალურების წმენდაა მარტივი. OXOTV-ის რედაქცია გასწავლით ჟალუზების წმენდის 11 გზას, რათა განწყობის გაფუჭების გარეშე დაალაგოთ სახლი.

  1. ხის ჟალუზები
    ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა

    ხის ჟალუზებს არ უყვარს ნესტი. ამრიგად, მისი წმენდისას უკეთესია, თუ გამოიყენებთ მტვერსასრუტს ან მშრალ ჯაგრისს, რომლებიც მარტივად გაუმკლავდება მტვერსა და მსუბუქ სიბინძურეებს. უფრო სერიოზული დაბინძურების გასაწმენდად გამოგადგებათ ხის ავეჯის საწმენდი საშუალებები.

  2. საწმენდი მარწუხები
    ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა

    მარწუხები რბილი ღრუბლებით არაჩვეულებრივი იდეაა, რომელიც დაგეხმარებათ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ჟალუზების ორივე მხრიდან გაწმენდაში. ასეთი ხელსაწყოს შეძენა საშინაო ნივთების მაღაზიაში შეგიძლიათ, თუმცა, ასევე, შეგიძლიათ თავად გააკეთოთ ისინი ხორცის მარწუხებისა და ორი რბილი პირსახოცისგან.

    ვიდეო-ბონუსი:


  3. მტვერთან ბრძოლა
    ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა

    ვიდეო-ბონუსი:


    ჟალუზების ნალექისა და მტვრისგან გაწმენდა ძველი წინდით შეგიძლიათ. უბრალოდ ჩაიცვით იგი ხელში და გაწმინდეთ თითოეული არხი. საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ წინდა.

  4. ექსპრეს-წმენდა
    ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა

    ძლიერად დაბინძურებული ჟალუზის გაწმენდა შეგიძლიათ ავტომობილის უკონტაქტო რეცხვის საშუალებით. მოხსენით ჟალუზები დამჭერებიდან და მოათავსეთ აბაზანაში, დაასხით აქტივირებული ქაფი, გააჩერეთ ორი წუთით. ამის შემდეგ გარეცხეთ ისინი გამდინარე წყალში და გაამშრალეთ სუფთა, მიკროფიბრული ქსოვილით. ეს მეთოდი ითვლება ყველაზე მარტივ საშუალებად, რადგანაც არ გიწევთ პანელების თითო-თითოდ გარეცხვა. თუმცაღა, ასეთი ხსნარი არც ისე იაფი ღირს.

  5. პლასტმასის ვერტიკალური ჟალუზები
    ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა

    პლასტმასის ვერტიკალურ ჟალუზებს ვერ დაახვევთ რულონებად და ვერ შეაგდებთ სარეცხ მანქანაში. ისინიც ზუსტად იმ პრინციპით უნდა გაწმინდოთ, როგორც ჰორიზონტალური ალუმინის ჟალუზები. წყალში შეურიეთ რამე საწმენდი საშუალება და შეაშხეფეთ პანელებს, გააჩერეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი გაწმინდეთ სათითაოდ რბილი ღრუბლით.

  6. ნაჭრის ჟალუზები
    ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა

    ასეთი ჟალუზების ხარისხიანად გასაწმენდად ჩამოხსენით ისინი სამაგრებიდან, გაათავისუფლეთ ძაფებისა და დამჭერებისგან, დააწყვეთ ერთად, დაახვიეთ რულონად და ჩააწყვეთ წყლისა და სარეცხი საშუალების ხსნარით სავსე ვარცლში ნახევარი საათით.ამის შემდეგ, გაწმინდეთ თითოეული პანელი სამზარეულოს ღრუბლით, ბუნებრივად გააშრეთ და დაკიდეთ.

  7. ჟალუზების რეცხვა
    ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა

    ჟალუზი "დღე-ღამე" ძალიან მოდურია და მომხმარებლებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, უჩვეულო კონსტრუქციის გამო, მათი გაწმენდა ძალიან რთულია. ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია გარეცხვა. ჩამოხსენით იგი ლავგარდნიდან და ჩადეთ წყლით სავსე ვანაში, მოასხით/მოაყარეთ სარეცხი საშუალება და გააჩერეთ 30 წუთით. დროის გასვლის შემდეგ გაწმინდეთ პანელები სატითაოდ და თან დაახვიეთ რულონებად. გააშრეთ და დაკიდეთ ადგილზე.

  8. ბამბუკის ჟალუზები
    ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა

    ბამბუკის ჟალუზებს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება, რადგანაც მათთვის სინესტის ცვლილებები საზიანოა. ასეთი ჟალუზის საწმენდად გამოიყენეთ მტვერსასრუტი ან მშრალი ღრუბელი. სერიოზული ლაქების გასაწმენდად გამოიყენეთ ავეჯის საწმენდ საშუალებაში ამოვლებული ხელსახოცი.

  9. ნიკოტინის ლაქები
    ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა

    მეტალის ან პლასტმასის ჟალუზებზე ნიკოტინის ლაქების გაწმენდა შეგიძლიათ ავტომობილის პლასტმასების აეროზოლური საშუალებით.

  10. სველი ხელსახოცები
    ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა

    გამოიყენეთ სველი ხელსახოცები ჟალუზების სწრაფად გასაწმენდად ლაქებისა და მტვრისაგან. ხელსახოცები არ ტოვებს კვალს, ლამელების გაწმენდა კი ამის შემდეგ საჭირო აღარაა.

    ვიდეო-ბონუსი:


  11. მტვრისგან დაცვა
    ჟალუზების გაწმენდის 11 ყველაზე ეფექტური გზა
გარეცხვის შემდეგ წაუსვით ჟალუზებს ავეჯის ანტისტატიკური საშუალება. ასეთი ხრიკი ხელს შეუშლის ჟალუზზე მტვრის დაგროვებას და მაქსიმალურად გაწელავს დროს შემდეგ გარეცხვამდე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: