თირკმლების დაზიანების 7 ნიშანი, რომლებსაც, ხშირად, ყურადღებას არ აქცევენ

Загрузка...

ადამიანის ორგანიზმი - გასაოცარი სისტემა, რომელიც უთვალავ სპეციფიკურ ფუნქციას ასრულებს. ყველაფერს თავისი მოვალეობა აკისრია: ვხედავთ თვალებით, გვესმის ყურებით და ა.შ. რა არის თირკმლები? როგორია მათი როლი ჩვენს ორგანიზმში? როგორც აღმოჩნდა, მათ ბევრი რამ ევალებათ.

თირკმლები - ესაა წყვილი, ლობიოსმსგავსი ორგანო, რომელიც განლაგებულია წელის არეში და პასუხისმგებელია ორგანიზმიდან ნარჩენებისა და ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გამოდევნაზე. ასევე, იგი ინარჩუნებს ორგანიზმის წყალ-ელექტროლიტურ ბალანსს. სწორედ ამიტომ, მოცემული ორგანოს დაავადება სერიოზულ ზიანს აყენებს ორგანიზმს.

თირკმლების დაზიანების 7 ნიშანი, რომლებსაც, ხშირად, ყურადღებას არ აქცევენ

ექიმებს თირკმლის დაავადებებს "ფარულ მკვლელად" მოიხსენიებენ, რადგან ისინი, პირველ სტადიებში, თითქმის უსიმპტომოდ გვევლინება. აშშ-ში, მაგალითად, 30 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება თირკმლის დაავადებებით, თუმცა ამის შესახებ ყველა არაა ინფორმირებული. მთავარი რისკ-ფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, მემკვიდრული მიდრეკილება, მაღალი ასაკი. დაავადების დასადგენად და დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ექიმთან შემოწმება, თუმცა მანამ, არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  1. ენერგიის უკმარისობა და კონცენტრაციის დარღვევა
    თირკმლების დაზიანების 7 ნიშანი, რომლებსაც, ხშირად, ყურადღებას არ აქცევენ

    როცა თირკმლები არასწორად მუშაობს, ორგანიზმში იწყება ტოქსინების დაგროვება. ინტოქსიკაციას კი ადამიანის გამოფიტვამდე მივყავართ, ის იღლება უფრო მალე, ვიდრე ჩვეულებრივ. თირკმლების პათოლოგიის პარალელურად ვითარდება ანემიაც, რაც ორმაგ დაღლილობას იწვევს.

  2. ცუდი ძილი
    როცა სისხლის ფილტრაცია ირღვევა, ორგანიზმში ტოქსინები გროვდება. ეს კი, თავის მხრივ, ძილის დარღვევებს იწვევს.

  3. კანის სიმშრალე და ქავილი
    თირკმლების დაზიანების 7 ნიშანი, რომლებსაც, ხშირად, ყურადღებას არ აქცევენ

    თირკმლები არამხოლოდ მეტაბოლიზმის პროდუქტს აძევებს, არამედ სისხლში მინერალების ნორმალურ კონცენტრაციასაც უწყობს ხელს. კანის სიმშრალე და ქავილი იმაზე მიუთითებს, რომ გამომყოფი სისტემა ვეღარ ფუნქციონირებს სათანადოდ.

  4. შარდვის დარღვევები
    შარდვის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. თუ შარდში სისხლი შეამჩნიეთ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს! შარდში დიდი რაოდენობით ქაფიც უარყოფითი მდოგმარეობის ნიშანია.

  5. შეშუპებები თვალის ქვემოთ
    ეს სიმპტომი თირკმლების ფილტრაციის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებს, რის გამოც ცილა შარდში ხვდება.

  6. ფეხების შეშუპება
    თირკმლების დაზიანების 7 ნიშანი, რომლებსაც, ხშირად, ყურადღებას არ აქცევენ

    ორგანიზმში სითხის შეკავება გამომყოფი სისტემის ფუნქციის დარღვევაზე მიუთითებს. თირკმლები არეგულირებენ წყლის ბალანსს ორგანიზმში, ამიტომაც ორგანოს ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ქსოვილებში ჟონავს სითხე.

  7. კუნთოვანი სპაზმები
    თირკმლების დაზიანების 7 ნიშანი, რომლებსაც, ხშირად, ყურადღებას არ აქცევენ
მინერალური დისბალანსი, რომელიც თირკმლების დაავადებით შეიძლება იყოს გამოწვეული, იწვევს კუნთების ტკივილებს.

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: