5 ვარცხნილობა, რომლებიც უფრო მდიდრულ იერს განიჭებთ

Загрузка...

გრძელი და ლამაზი თმები ყოველთვის მოდაშია, თუმცა, თუ ბუნებამ ასეთი თმა არ გიბოძათ, გამოსავალი - შეჭრაშია. იგი თმებს ვიზუალურად მოცულობითს და მოვლილს ხდის. ამისთვის საჭიროა უბრალოდ იმ ვარცხნილობის შერჩევა, რომელიც თქვენ მოგიხდებათ. OXOTV-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 5 ვარცხნილობას, რომლებიც მდიდრულ იერს მოგანიჭებთ!

  1. კარე
    ტყუილად არ უთქვამთ, რომ ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია. დაგრძელებული კარე ახლა მოდის მწვერვალზეა. კარე კომფორტული ვარცხნილობაა, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. თანაც თმები ორჯერ უფრო სწრაფად შრება. დავარცხნის ვარიანტიც უამრავი გექნებათ. მოკლედ, თუ შეჭრას გადაწყვეტთ, კარე აუცილებლად სცადეთ - არ ინანებთ!

    5 ვარცხნილობა, რომლებიც უფრო მდიდრულ იერს განიჭებთ

    სელენა გომეზს კარე ძალიან უხდება..

    5 ვარცხნილობა, რომლებიც უფრო მდიდრულ იერს განიჭებთ

  2. ბობ-კარე
    ცნობილი ლამაზმანები ქალურ ბობ-კარეზეც გადადიან. მას უკვე დიდი ხანია არ იცვლის ამერიკული ჟურნალის "Vogue" მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური. ეს ვარცხნილობა ბევრს მოუხდება, რადგან იგი სახეს ვიზუალურად აწვრილებს და აგრძელებს.

    5 ვარცხნილობა, რომლებიც უფრო მდიდრულ იერს განიჭებთ

  3. შეჩეხილი კარე
    თუ თქვენ ახალგაზრდული იერის შენარჩუნება გინდათ, შეიჭერით თმა ასე. ეს ვარცხნილობა კიდევ უფრო მოდურია შეღებილ თმებზე - მაგალითად, მელირებაზე. ამ ვარცხნილობას ანიჭებს უპირატესობას ჯენიფერ ენისტონიც - 2016 წლის ყველაზე ლამაზი ქალი ჟურნალის People მიხედვით, ეს კი ცოტას არ ნიშნავს!

    5 ვარცხნილობა, რომლებიც უფრო მდიდრულ იერს განიჭებთ

  4. პიქსი
    პიქსი 60-იან წლებში იყო პოპულარული, თუმცა ის დაბრუნდა და ძალებს იკრებს. მაშინ მას ოდრი ჰეპბერნი ატარებდა, მოდაში კი ჯენიფერ ვოტსონმა დააბრუნა, რომელსაც "ჰარი პოტერიდან" ჰერმიონას როლით ვიცნობთ. პიქსი მკაცრი და ქალური ვარცხნილობაა, რომელიც თავდაჯერებული ქალებისთვისაა. ყოველდღიურობისთვის შეგიძლიათ თმა გაიჩეჩოთ.

    5 ვარცხნილობა, რომლებიც უფრო მდიდრულ იერს განიჭებთ

  5. გარსონი
    ერთი შეხედვით, პიქსი და გარსონი ერთი და იგივე ვარცხნილობაა, თუმცა, მათ შორისაცაა განსხვავებები. პიქსი გვთავაზობს თმის ცალკეულ ჯგუფს ბუმბულის სახით. გარსონი კი თანაბარ კუთხეებს გლუვი გადასვლით. ამბობენ, რომ ეს ბიჭური ვარცხნილობაა, თუმცა, თუ ქალბატონი სოლიდურ ასაკშია, ამ ვარცხნილობით ახალგაზრდულ იერს მიიღებს.

    5 ვარცხნილობა, რომლებიც უფრო მდიდრულ იერს განიჭებთ

    თუ რამის შეცვლა გსურთ, ნუ შეიჭრით ეგრევე თმას. გამოსცადეთ პარიკები, როგორც ეს სელმა ჰაიეკმა გააკეთა. იგი ჯერ ქერა კარეთი წარსდგა, შემდეგ კი გაამჟღავნა, რომ ეს მხოლოდ პარიკი იყო.
დრო, როცა გოგოს მხოლოდ კოსას უფლება ჰქონდა, წავიდა. თუ ვარცხნილობის შეცვლა გსურთ - წინ! ნურაფერს შეუშინდებით. გამოსცადეთ ახალი გარეგნობა.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: