გალამაზების 11 ხერხი, რომელთაც მამაკაცები ძალიან სექსუალურად მიიჩნევენ.

Загрузка...

რა მოსწონთ მამაკაცებს? ყოველ მათგანს სპეციფიური და ინდივიდუალური გემოვნება აქვს, თუმცა მაინც არსებობს ისეთი ზოგადი ტენდენციები, თუ სტანდარტები, რომლებიც ყოველ მათგანს იზიდავს. დღეს OXOTV თქვენ წარმოგიდგენთ გალამაზების 11 ხერხს, რომლებიც მამაკაცებს ძალიან სექსუალურად მიაჩნიათ.

  1. მსუბუქი ღაწვების ჩრდილები.

    მრავალმა კვლევამ ცხადყო, რომ მამაკაცებს კონტურირება და ა.შ. ძალიან აღიზიანებთ. მათ არ მოსწონთ, როდესაც გოგონას უამრავ კონსილერს იყენებს, ისინი მინიმალიზმის მოყვარულები არიან. ნებისმიერი მამრობითი სქესის წარმომადგენელს ბევრად უფრო ურჩევნია მანდილოსანს ღაწვები ოდნავ ჰქონდეს შეფერილი.

  2. სათვალეები.

    გალამაზების 11 ხერხი, რომელთაც მამაკაცები ძალიან სექსუალურად მიიჩნევენ.

    თუკი სკოლაში ბიჭები სათვალებიან გოგონებს ძირითადად აწვალებდნენ და დასცინოდნენ, ზრდასრულ ასაკში ყველაფერი იცვლება. მამაკაცებს ძალიან იზიდავთ ეს აქსესუარი. მათი აზრით, ლამაზი სქესის მქონენი სათვალეების უფრო ინტელექტუალურები ან ნაზები არიან.

  3. ტუჩსაცხის ბუნებრივი ფერი.

    წითელი ტუჩსაცხი ძლიერი სქესისთვის ზედმეტად აგრესიულია, ისინი უპირატესობას უფრო ბუნებრივ ტონებს ანიჭებენ, მაგალითად ხორცისფერს.

  4. დიდი ზომის სამოსი.

    განსაკუთრებულ სისუსტეს მამაკაცები დიდი ზომის სამოსის მიმართ ავლენენ, თუმცა ასეთ დროსაც თქვენ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ ზედმეტად დიდი ტანსაცმელი არ აარჩიოთ, რამეთუ შესაძლოა იგი საერთოდ არ მოგიხდეთ.

  5. აწეწილი კოსა.

    გალამაზების 11 ხერხი, რომელთაც მამაკაცები ძალიან სექსუალურად მიიჩნევენ.

    უეცრად აწეული კოსა მამაკაცებისთვის ძალიან მიმზიდველი და ლამაზია. მათ ის ძალიან მოსწონთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მისი ზედმეტად აწეწვაც არ ივარგებს.

  6. “Smoky eyes”.

    თვალები- სწორედ მათზე ამახვილებს ყურადღებას მამრობითი სქესი. ისინი შეყვარებულნი არიან ლამაზ თვალებზე, განსაკუთრებით კი “Smoky eyes”-ზე. ასეთი მოხატულობა ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის ძალიან სექსუალური და მიმზიდველია.

  7. მსხვილი კულულები.

    ნებისმიერ მამაკაცს ბევრად უფრო ურჩევნია გრძელი თმა. რბილი, ბუნებრივი კულულები, რომლებიც გრაციოზულად ეშვება ქალის ზურგზე, მამაკაცებისთვის განსაკუთრებულად სექსუალურია, თუმცა გაფრთხილებთ, რომ გადაჭარბება არც ამ მხრივ ღირს.

  8. ეგრეთწოდებული "ფრენჩი".

    გალამაზების 11 ხერხი, რომელთაც მამაკაცები ძალიან სექსუალურად მიიჩნევენ.

    როგორც უკვე შეატყეთ მამაკაცები ყველაზე მეტად ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო მანიკურის ეს ტიპი მათთვის ძალიან ელეგანტურია. არანაირი გადამეტებულობა, მხოლოდ სადა კანტი და უფერული ლაქი.

  9. რუჯზე საცურაო კოსტუმის კვალი.

    როდესაც გოგონები ცდილობენ გაირუჯონ, ხშირად მათ საცურაო კოსტუმისგან ზოლები ან სხვა ნიშნები რჩებათ. ისინი ძლლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის საოცრად მიმზიდველია.

  10. ბუნებრივი წარბები.

    გალამაზების 11 ხერხი, რომელთაც მამაკაცები ძალიან სექსუალურად მიიჩნევენ.

    მამაკაცებს საშინლად არ მოსწონთ, სქელი, ზედმეტად ხელოვნური წარბები, რომლებიც ყველა სიკეთესთან ერთად ფანქრითაც კი გახლავთ გაფერადებული. ისინი ბუნებრივი, თხელი, ბუნებრივი წარბებით უფრო იხიბლებიან.

  11. ყვავილების სურნელის მქონე სუნამო.

    მძიმე და მძაფრი სუნამოები მამრობითი სქესის წარმომადგენლებს იშვიათად თუ იზიდავს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დახარჯეთ მასში. გირჩევთ არჩევანი მსუბუქ სუნამოებზე გააკეთოთ, რომელთა ყვავილების სხვადასხვა არომატი დაკრავს. მამაკაცთა უმეტესობას ყველაზე მეტად ვარდის არომატის მქონე პარფიუმი მოსწონს.

    როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ძლიერ სქესს ყველაზე მეტად უბრალოება და მაქსიმალური ბუნებრიობა იზიდავს. ასეთი ქალები მათთვის მაგნიტივით არიან, ამიტომ თუკი მათი მოგება გაქვთ მიზნად დასახული, უმჯობესია სწორედ ეს რჩევები გამოიყენოთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: