თესლი, რომელიც მუხლების ტკივილს აქრობს და მყესების რეგენერაციას განაპირობებს.


მუხლების ტკივილი დღეს უკვე საკმაოდ აქტუალური ჯანმრთელობის პრობლემაა და იგი საკმაოდ ბევრ ადამიანს სტანჯავს. მისი გამომწვევი მიზეზი მრავალნარიია. ხშირად მას ასაკი განაპირობებს, ზოგჯერ ტრავმა ან რომელიმე დაავადება. როგორ გავთავისუფლდეთ მისგან? OXOTV ერთ -ერთ ეფექტურ ხალხურ საშუალებას გასწავლით.

ამ ნაყენის დახმარებით თქვენ სულ რაღაც რამდენიმე დღეში გათავისუფლდებით ამ პრობლემისგან. იმ შემთხვევაში, თუ იგი უბედური შემთხვევით ან რაიმე დაზიანების შედეგად არის გამოწვეული, თქვენ აუცილებლად ექიმს უნდა მიაკითხოთ, თუმცა თუკი ეს ბუნებრივი მოვლენაა, თესლი ამ ტკივილს სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგიხსნით.

სეზამის თესლს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, მათ შორის ტროფიული, ამასთან ეს საკვები პროდუქტი კალციუმის ნამდვილი საბადო გახლავთ. ეს თესლი კალციუმის ბუნებრივად მიღების საუკეთესო გზაა, თანაც იგი წმინდად ბიოლოგიურია და არა მინერალური. 100 გრამ სეზამში 1200გ კალციუმი და 500გ მაგნეზიუმია, ამასთან მისი რეგულარული მიღებით რიგი სერიოზული დაავადებებისთვის შეგიძლიათ თავის არიდება, მაგალითად ოსტეოპოროზის, განსაკუთრებით ეს ქალებს ეხებათ.

ამ ჯადოსნური ელექსირის დასამზადებლად შემდეგი ინგრედიენტებია საჭირო:
  • 4 სუფრის კოვზი სეზამის თესლი.
  • 2 სუფრის კოვზი ჟელატინი (ყოველგვარი დანამატების გარეშე).
  • 8 სუფრის კოვზი სელის ზეთი.
  • 200გ თაფლი.
  • 40გ გოგრის თესლი.
  • 3 სუფრის კოვზი ქიშმიში.

მომზადებისა და გამოყენების წესი:
  1. თესლები საგულდაგულოდ გარეცხეთ.
  2. ყველა ინგრედიენტი კარგად დააბლენდერეთ.
  3. მიღებული მასა ჯამში ჩაასხით და შედგით მაცივარში.
  4. საუზმემდე და ლანჩამდე 1 სუფრის კოვზი ნაყენი მიიღეთ ხოლმე.

დღეების გასვლასთან ერთად თქვენ არა მხოლოდ ტკივილის გაქრობას იგრძნობთ, არამედ ხრტილებისა და მყესების გამაგრებასაც შენიშნავთ. ეს ბუნებრივი საშუალება სრულიად ნატურალურია, ხოლო თქვენ ჯანმრთელობას არანაირ ზიანს მოუტანს.

OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები