გაქრობის პირას მყოფი სილამაზე: მეცნიერებმა თმისა და თმის ფერების ყველაზე იშვიათი კომბინაცია გამოავლინეს

Загрузка...

ყოველი ადამიანის გარეგნობა უნიკალურია. „დედის“ ცხვირი, „მამის“ თვალები, „ბებიის“ სხეული - ასეთი ნაზავის გამეორება შეუძლებელია. მაგრა უნიკუმებს შორისაც გვხვდება „იშვიათი ეგზემპლარები“. ასე, ახლახან მეცნიერემა გამოთვალეს თვალებისა და თმის ფერის კომბინაცია, რომელიც ისე იშვიათია, რომ მეტი შანსია, მეხი დაგეცეს, ვიდრე ამ გენის მატარებელი შეგხვდეს. როგორ ფიქრობთ, თქვენ ხომ არ შედიხართ მათ სიაში?

გაქრობის პირას მყოფი სილამაზე: მეცნიერებმა თმისა და თმის ფერების ყველაზე იშვიათი კომბინაცია გამოავლინეს

გენეტიკა საოცარი რამაა. და ამ სფეროში ყოველი აღმოჩენა გაოცებს. მაგალითად, იცოდით, რომ თანამედროვე ჰიპოტეზის მიხედვით, მსოფლიოში ყველა ცისფერთვალება ერთმანეთის ნათესავია? მეორე პოპულარული თეორია იუწყება, რომ 2 საუკუნის მერე ნატურალური ქერები არ დარჩებიან. ქერა თმის გენს ევოლუციური რბოლიდან უბრალოდ ჩამოიშორებს უფრო მუქი ფერის თმა. მაგრამ მიუხედავად სტატისტიკისა, ცისფერთვალება ქერები არ არიან ყველაზე იშვიათი გარეგნობის მატარებლები. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

გაქრობის პირას მყოფი სილამაზე: მეცნიერებმა თმისა და თმის ფერების ყველაზე იშვიათი კომბინაცია გამოავლინეს

ამერიკული ქიმიური საზოგადოების (American Chemical Society) მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყველაზე იშვიათი კომბინაცია გახლავთ ჟღალი თმა და ცისფერი თვალები. უნიკალურობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ორივე გენი, რომელიც თმისა და თვალების ფერზეა პასუხისმგებელი, რეცესიულია. და ორივეს ერთად მემკვიდრეობად მიღების შანსი ძალიან მცირეა. მაგალითად, ცისფერი თვალები მხოლოდ პლანეტის მოსახლეობის 17%-ს აქვს (თუმცა, ყველაზე იშვიათი თვალის ფერი მწვანეა). ჟღალთმიანების რაოდენობა კი საერთოდაც 2%-ს არ აღემატება. ამიტომ ცისფერთვალება და ჟღალთმიანები ჩვენს შორის ძალიან ცოტანი არიან: სულ რაღაც 12,7 მილიონი 7,5 მილიარდიდან.

გაქრობის პირას მყოფი სილამაზე: მეცნიერებმა თმისა და თმის ფერების ყველაზე იშვიათი კომბინაცია გამოავლინეს

საოცარია, მაგრამ სტატისტიკურად უფრო მაღალია შანსი, დაგეცეს მეხი (შანსი 0,03%), ვიდრე შეხვდე ადამიანს, რომელსაც ჟღალი თმა და ცისფერი თვალები აქვს (შანსი 0,017%). საოცრებაა, არა?

გაქრობის პირას მყოფი სილამაზე: მეცნიერებმა თმისა და თმის ფერების ყველაზე იშვიათი კომბინაცია გამოავლინეს

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: