10 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვასა და წონის კლებაში ეხმარება

Загрузка...

შეგიძლიათ დაკავდეთ სპორტით, მოაწყოთ დილისა და საღამოს სირბილი და დაჯდეთ სხვადასხვა დიეტაზე, თუმცა იმისთვის, რომ ნამდვილად კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოთ, აუცილებელია სწორი კვება. ჭარბი წონისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ ცელულოზითა და ცილებით მდიდარი პროდუქტი, რომლებსაც ცხიმების წვა შეუძლია. OXOTV- ის რედაქცია გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც ცხიმის წვასა და წონის კლებაში დაგეხმარებათ.

  1. ფეტვი
    10 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვასა და წონის კლებაში ეხმარება

    ფეტვი არის მარცვლეული ბალახი, რომელსაც მთელ მსოფლიოში იყენებენ საკვებ კულტურად როგორც ადამიანების, ისე ცხოველებისთვისაც. იგი მდიდარია ცილითა და ცელულოზით და მისი დღეში ერთხელ მიღება ავსებს ორგანიზმს ამ ნივთიერებების საჭირო რაოდენობით, ასე, რომ აღარ დაგჭირდებათ ცხოველური საკვების მიღება. ამ ელემენტებით მდიდარი პროდუქტები(მათ შორის ფეტვი) ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აძლიერებს ცილის გამოყოფას, რაც ცხიმების წვას იწვევს.

  2. კურკუმა
    10 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვასა და წონის კლებაში ეხმარება

    კურკუმა უძველესი მცენარეა კოჭასებრთა ოჯახიდან. მისი სპეციალური შემცველობა, კურკუმინი ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც დიეტურ ნახშირწყლებს შაქრად აქცევენ და ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. იგი ქოლესტერინს ამცირებს ცილის გამოყოფაში მონაწილეობით. ცილის ნაკადის ზრდა გამოიწვევს ქოლესტერინის აქტიურ შემცირებას, შესაბამისად, წონის კლებასაც.

  3. ილი
    10 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვასა და წონის კლებაში ეხმარება

    ილი - კიდევ ერთი მრავალწლოვანი მცენარე კოჭასებრთა ოჯახიდან, რომელიც ეფექტურია საჭმლის მონელებისთვის. ილი ეხმარება მათ, ვისაც კუჭის წვა აწუხებს, ასტიმულირებს მეტაბოლიზმს და ეხმარება ცხიმის წვაში. ითვლება, რომ ეს სანელებელი დამამშვიდებელ ეფექტს ავლენს საჭმლისმომნელებელ სისტემაზე და სხვა პროდუქტებიც უფრო ეფექტურად მუშავდება.

  4. წიწაკა ჩილი
    10 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვასა და წონის კლებაში ეხმარება

    ჩილი - კაპსიკუმის გვარის მცენარე. საუკუნეების განმავლობაში ჩილი(იგივე წითელი წიწაკა) სამხრეთი და ჩრდილოეთი ამერიკის ხალხთა რაციონის განუყოფელი ნაწილი იყო. ითვლება, რომ ელემენტები, რომლებსაც ჩილი შეიცავს, წვავს ცხიმებს(ჩილი შეიცავს კაპსაიცინს, რომელიც ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას). უნდა აღვნიშნოთ, რომ კაპსაიცინი თერმოგენური ნივთიერებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხიმებს ორგანიზმი ჩილის მიღებიდან მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში წვავს.

  5. ნიორი
    10 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვასა და წონის კლებაში ეხმარება

    Allium sativum, ფართოდ ცნობილი, როგორც ნიორი, თავისი რიგით ხახვის სახეობაა. მისი ახლო ნათესავებია: ხახვი, პრასი, ხახვი-შალოტი და ჩინური ხახვი. ეს ცხიმისმწველი საკვები ალიცინის ნაერთს შეიცავს, რომელსაც ანტიბაქტერიული თვისება აქვს, ასევე, ამცირებს ქოლესტერინისა და არაჯანსაღი ცხიმის დონეს.

  6. შვრიის ფაფა
    10 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვასა და წონის კლებაში ეხმარება

    შვრია ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია. იგი შეიცავს ხსნად ბოჭკოებს, რაც არსებითად ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში. შვრიის ფაფა ასევე "გამორეცხავს" მჟავებსა და ცხიმებს ორგანიზმიდან. გახსოვდეთ, რომ იგი უნდა მიირთვათ უშაქროდ და უცხიმოდ. თუ დატკბობა გსურთ, დაუმატეთ ფაფას ახალი ხილი ან ნატურალური თაფლი.

  7. თაფლი
    10 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვასა და წონის კლებაში ეხმარება

    ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა სიმსუქნესთან ბრძოლისთვის, რადგან იგი მოძრაობის უნარს ანიჭებს ცხიმის ფენებს, რის შემდეგაც ორგანიზმი მათ ჩვეულებრივი ფუნქციების შესასრულებელ ენერგიად გარდაქმნის.

  8. მუნგის მარცვლები
    10 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვასა და წონის კლებაში ეხმარება

    მუნგის მარცვლები ინდოეთში იღებს სათავეს. იგი გამოიყენება როგორც მარილიან, ისე ტკბილ კერძებშიც. მწვანე მარცვლები შეიცავს А, В, С და Е ვიტამინების უდიდეს მარაგს, ასევე, კალციუმის, მაგნიუმისა და რკინის წყაროა. იგი ითვლება წონის დასაკლებ იდეალურ პროდუქტად, რომელიც ძალიან დაბალ კალორიებს შეიცავს.

  9. კვერცხი
    10 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვასა და წონის კლებაში ეხმარება

    აღიარებული ფაქტია, რომ კვერცხი დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, რაც, შესაბამისად, ორგანიზმშიც ზრდის ქოლესტერინის დონეს, თუმცა, იგი წვავს ცხიმებს ორგანიზმში B12-ის შემცველობის წყალობით. მათ, ვინც ქოლესტერინზე დარდობენ, შეუძლიათ მხოლოდ ცილა მიირთვაN.

  10. კომბოსტო
    10 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვასა და წონის კლებაში ეხმარება
კომბოსტო ორწლიანი მცენარეა, რომელიც ნებისმიერ მდგომარეობაში უშლის ხელს შაქარსა და ნხშირწყლებს ცხიმად გადაქცევაში. რაღა თქმა უნდა, იგი დიდ როლს თამაშობს წონის კლებაშიც.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: