ქათქათა სააბაზანო: ლუქს-სასტუმროების მუშაკების სისუფთავის 5 საიდუმლო

Загрузка...

ლუქს კლასის სასტუმროების სააბაზანოები მუდამ უზადოდ სუფთაა. სანტექნიკა ქათქათებს, მარმარილოსა და კაფელზე კი ლაქის ნასახს ვერ ნახავთ. ამასთან, პერსონალი არ იყენებს ქლორიან მათეთრებლებს. ძვირად ღირებული სასტუმროების მენეჯერები საიდუმლოებს გვანდობენ, რომლებსაც დღეს OxoTv-ს რედაქცია წარმოგიდგენთ.

ქათქათა სააბაზანო: ლუქს-სასტუმროების მუშაკების სისუფთავის  5 საიდუმლო

მარმარილოს მოვლა
ქათქათა სააბაზანო: ლუქს-სასტუმროების მუშაკების სისუფთავის  5 საიდუმლო
მარმარილო ახალივით რომ გამოიყურებოდეს, ერთი საგულდაგულო რეცხვა საკმარისი არ არის. ეს ლამაზი ქვა დამცავი ლაქით უნდა დაფაროთ. ყოველ 7-9 თვეში ფენას ხსნიან, მარმარილოს აპრიალებენ და ლაქის ახალ ფენას ადებენ.

სარეცხი საშუალებების შერჩევა
ქათქათა სააბაზანო: ლუქს-სასტუმროების მუშაკების სისუფთავის  5 საიდუმლო
ბევრი დარწმუნებულია, რომ ჭუჭყს ყველაზე უკეთ მათეთრებელი უმკლავდება. მაგრამ სასტუმროს პერსონალი არასოდეს იყენებს ქლორის შემცველ საშუალებებს, აგრესიული მოქმედებისა და უსიამოვნო სუნის გამო. ახლა უამრავი ეფექტური საშუალებაა, რომელიც ქლორს არ შეიცავს, თანაც უმჯობესია, მელამინის ღრუბელი გამოიყენოთ დალაგებისას, რომელიც იოლად და სწრაფად აცილებს ჭუჭყს.

ხალათებისა და პირსახოცების გამოცვლა

ქათქათა სააბაზანო: ლუქს-სასტუმროების მუშაკების სისუფთავის  5 საიდუმლო
პირსახოცები და ხალათები მუდამ ახალია, რადგან მას ყოველდღე ცვლიან. როდესაც ნივთები ოდნავ იცვითება, მათ უბრალოდ ყრიან და ახალი კომპლექტებით ანაცვლებენ.

მეტლახის ნაკერების მოვლა
ქათქათა სააბაზანო: ლუქს-სასტუმროების მუშაკების სისუფთავის  5 საიდუმლო
ბევრი დარწმუნებულია, რომ მეტლახის ნაკერები კბილის ჯაგრისით უნდა გაიწმინდოს. სინამდვილეში, საჭიროა ყოველ წელს გაიწმინდოს ნაკერები საკმაოდ ღრმად და დაიფაროს სპეციალური სილიკონის საშუალებებით, რომლებსაც წყლის ამსხლეტი და დამცავი თვისებები აქვს.

იატაკების წმენდა
ქათქათა სააბაზანო: ლუქს-სასტუმროების მუშაკების სისუფთავის  5 საიდუმლო
სანამ ნომერს დალაგების მერე ჩაიბარებს, ცვლის უფროსი იატაკს თეთრ ხელსახოცს მოუსვამს. მასზე მტვრის ნასახიც რომ არ მიეკრას, მუშაკები იყენებენ ვაკუუმურ მტვერსასრუტს და მხოლოდ შემდეგ აწარმოებენ სველ წმენდას.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: