რატომ სძინავთ ადამიანებს საბნის ქვეშ?

Загрузка...

მსოფლიოში ადამიანების აბსოლუტურ უმეტესობას საბნის ქვეშ სძინავს. თუ ოთახის ტემპერატურის პირობებში, ან ცხელი ზაფხულის ღამესაც კი საბნის გარეშე დავიძნებთ, დილით მაინც ვიგრძნობთ სიცივეს. რა არის ეს: ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურება სითბოს შენარჩუნებაში თუ ადამიანის ფსიქოლოგიური თავისებურება? ამის შესახებ OxoTv-ს რედაქცია მოგითხრობთ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ერთიც არის და მეორეც. მას მერე, რაც ადამიანი იძნებს, მისი სხეული ტემპერატურა იკლებს. ადამიანის ცირკადული რითმები არეგულირებს ჰორმონების გამომუშავებას, და ამცირებს მათ დონეს ღამით, უფრო ღრმა დასვენებისთვის, რაც იწვევს ტემპერატურის ვარდნას.
ხანგრძლივი ძილის დროს, ადრე დილის საათებში ტემპერატურა ჩვეულებრივზე 1 გრადუსით იკლებს. რა თქმა უნდა, ადამიანი უფრო კომფორტულად იქნება, თუ მისი სხეულის სითბო სტაბილური იქნება საბნის მეშვეობით.

მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ საკითხში ფსიქოლოგია. ბავშვობიდანვე მშობლები თბილ საბნებს გვაფარებენ ძლის წინ. უნებლიედ, საბანი ასოცირდება სიმყუდროვესა და უსაფრთხოებასთან, რის გარეშეც ნორმალური ძილი წარმოუდგენელია.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: