კიბოთი დაავადებულმა გოგონამ თავად შეიჭრა თმა, რათა დაავადებისთვის მისი სულიერად გატეხვის საშუალება არ მიეცა

Загрузка...

როგორც წესი, ვარცხნილობის კარდინალურად შეცვლის სურვილი ცხოვრების რაიმე გარდამტეხ მომენტში მოდის. როდესაც გსურს რაიმეს შეცვლა, გახდე სხვა ადამიანი, სხვაგვარად შეხედო საკუთარ თავს... მაგრამ ხანდახან მიზეზები, რომლებიც საპარიკმახეროს სტუმრობას გიბიძგებს, შორს არის ესთეტიკის მოთხოვნილებებისგან.

კიბოთი დაავადებულმა გოგონამ თავად შეიჭრა თმა, რათა დაავადებისთვის მისი სულიერად გატეხვის საშუალება არ მიეცა

ასე მოხდა ჩვენი ისტორიის გმირის, ლაურას შემთხვევაში, რომელსაც დღეს OxoTv-ს რედაქცია წარმოგიდგენთ. გოგონას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ასეთი ვერდიქტის მიღება კი ძალიან რთულია. ჯერ ერთი,ა დამიანმა არ იცის, განიკურნება თუ არა, აქ მხოლოდ იმედით უნდა იცხოვრო.
მეორეც, მას სერიოზული უკუჩვენებები მოსდევს. ქიმიოთერაპიის კურსი ხშირად აპოლეციით (გამელოტებით) მთავრდება. უსიამოვნოა, მაგრამ ფაქტია: ის არამხოლოდ თავს თმაზე, არამედ, წარბებსა და წამწამებსაც ეხება. ახლა მედიკოსებმა აღმოაჩინეს საშუალება, რომელიც ეწინააღმდეგება გამელოტებას ქიმიოთერაპიის დროს - სცეპიაცულიქუდები, მაგრამ საქმე არამხოლოდ მათშია. ავადმყოფს მის რთულ სიტუაციაში სჭირდება ენდორფინები, რაიმე, რაც მას ძალასა და შთაგონებას შეჰმატებს. სწორედ ამიტომ, ლაურა გაემართა სილამაზის სალონში Pierre Michel Salon და სთხოვა თმის შეჭრა. მას თავის გახალისება სურდა მტანჯველი პროცედურების დაწყებამდე.

ხელოსანმა ჯერომ ლორდემ გაიაზრა გოგონას ისტორია და დაეხმარა მას სურვილის ასრულებაში. სამუშაოში სული და გული ჩადო, რათა ემოციურად მხარი დაეჭირა კლინტისთვის. თავიდან მან ძრითადი სიგრძე მოაჭრა. დიახ, რთული იყო ასეთ ლამაზ თმასთან დამშვიდობება მაგრამ ლაურამ იცოდა, რაზე მიდიოდა. მაგრამ არ იცოდა, როგორი იქნებოდა შედეგი.

კიბოთი დაავადებულმა გოგონამ თავად შეიჭრა თმა, რათა დაავადებისთვის მისი სულიერად გატეხვის საშუალება არ მიეცა

მაგრამ შედეგი შესანიშნავი და წარმოუდგენელი აღმოჩნდა! ლორდემ ვიზაჟისტს სთხოვა, პატარა კომპლიმენტის სახით კლიენტისთვის ლამაზი მაკიაჟი გაეკეთებინა. ცოტაოდენი რუჟი თვალის ჩრდილები, ტუში და... ჩვენს წინაშე მომხიბვლელი გოგონა წარსდგა, რომელზეც ვერც კი იეჭვებ, რომ მძიმედ არის დაავადებული. ბრავო, მაესტრო!

მკითხველთა შთაბეჭდილებები