რაზე მერტყველებს სახის სხვადასხვა ზონებში გამონაყარის წარმოშობა

Загрузка...

ყველამ ვიცით, რომ კანის სხვადასხვა ტიპს განსხვავებული მოვლა სჭირდება. კანის ჰიგიენაც განსხვავდება მისი ტიპის მიხედვით. მაგრამ ხანდახან რთულია გაერკვიო, თუ რა არის გამონაყარის მიზეზი, ეს შეიძლება აღმოჩნდეს არა კოსმეტიკური, არამედ სამმედიცინო მიზეზი. OxoTv-ს რედაქცია ეცდება, გაგარკვიოთ ამაში.

გთავაზობთ აკნეს ლოკალიზაციის ჩამონათვალს და აღწერას იმისა, თუ რა პრობლემებზე შეიძლება ეს მეტყველებდეს.

თმის ზრდის ზოლი
რაზე მერტყველებს სახის სხვადასხვა ზონებში გამონაყარის წარმოშობა
თუ გამონაყარი თმის ზრდის ზოლზე შენიშნეთ, მიზეზი შეიძლება თმის მოვლის საშუალებებში იყოს, რომლებიც თქვენ არ გიხდებათ. ზოგი მათგანი შეიცავს ზეთებს, რომლებიც ახშობს ფორებს. ამ შემთხვევაში უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია დერმატოლოგთან და შეარჩიოთ შესაფერისი საშუალებები.

ლოყები
რაზე მერტყველებს სახის სხვადასხვა ზონებში გამონაყარის წარმოშობა
ლოყებზე გამონაყარის წარმოშობა შეიძლება ბაქტერიებით იყოს გამოწვეული, რომლებიც უზარმაზარი რაოდენობით გროვდება ტელეპონზე და ბალიშის პირზე. ისინი იოლად გადადის კანზე კონტაქტისას. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია დროდადრო გაწმინდოთ ეკრანი ანტიბაქტერიალური ხელსახოცით, ბალიშის პირი კი გამოცვალოთ კვირაში ერთხელ.

ნიკაპი

რაზე მერტყველებს სახის სხვადასხვა ზონებში გამონაყარის წარმოშობა
ამ შემთხვევაში საქმე შიდა ფაქტორებთან გვაქვს. ეს ხშირად ჰორმონალურ დარღვევეზე მიუთითებს. ეს შეიძლება იყოს ანდროგინების ამაღლებული დონე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების შედეგი.

შუბლი და ცხვირი
რაზე მერტყველებს სახის სხვადასხვა ზონებში გამონაყარის წარმოშობა
სახეზე ცხიმოვანი ჯირკვლები ყველაზე მეტად კონცენტრირებულია შუბლისა და ცხვირის ზონაში, ამიტომ ამ ადგილებში გამონაყარი კანის ცხიმის ზედმეტ გამომუშავებას უკავშირდება. სხვა მიზეზები სტრესი და უძილობაა. ასევე, სხვადასხვა ანთების თავიდან ასარიდებლად, რეკომენდებულია, ხშირად არ შეეხოთ სახეს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: