ბუნებრივი სასმელების რეცეპტები ნერვების დასამშვიდებლად

Загрузка...

დამამშვიდებელი საშუალებების შეძენა თავისუფლად შესაძლებელია აფთიაქებში რეცეპტის გარეშე. მაგრამ გაღიზიანების, დაღლილობისა და შფოთვის მოცილება მხოლოდ ფარმაკოლოგიურ წარმოებას კი არა, ხალხური მედიცინის საშუალებებსაც შეუძლია. ისინი არანაკლებ ეფექტურია და მეტად სასარგებლოც - მათ შემადგენლობაში ქიმია არ არის.

მაშ ასე, OxoTv-ს რედაქცია წარმოგიდგენთ ბუნებრივიდ ამამშვიდებელი სასმელების რეცეპტებს:

შავბალახა

15 გრ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30-40 წუთით. მიიღეთ თითო ს.კ. დღეში 3-5-ჯერ.

ბეგქონდარა

15 გრ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით. მიიღეთ თითო ს.კ. დღეში 3-ჯერ.

ავშანი


1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2-3 სთ, მიიღეთ ¼ ჭიქა წყალი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

მატიტელა

20 გრ ხმელ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით, დალიეთ თითო ს.კ. დღეში 2-5-ჯერ.

დათვისკენკრა


10 გრ მშრალ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთით, მიიღეთ თითო ს.კ. დღეში 5-6-ჯერ.

ჭარხლის წვენი


შეურიეთ ჭარხლის წვენი და თაფლი პროპორციებით 1:1, მიიღეთ 100 მლ დღეში 3-4-ჯერ 10 დღის განმავლობაში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები